(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ტრიმერი?

ტრიმერი მნიშვნელოვანი ელექტრონული ხელსაწყოა ყველა მამაკაცისთვის, რომელიც მწარმოებლებმა შექმნეს, იმისთვის, რომ ზედმეტი თმის მოშორება უფრო კომფორტული გამხდარიყო.

არსებობს მრავალფუნქციური ტრიმერები, რომლებსაც აქვთ სპეციალური პირები, როგორც წარბების კორექციისთვის, ისე ყურებიდან და ცხვირიდან ზედმეტი თმის მოსაშორებლად.

ძირითადი პარამეტრები
სასურველი მოდელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შესაცვლელი პირების დიაპაზონს. არის გრძელი თმის (1-41მმ) და მოკლე თმის შეჭრისთვის (0,5-2,5მმ).

ტრიმერის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მასალას. ყველაზე ხარისხიანად ითვლება უჟანგავი ფოლადის დანები. დანების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თმის შეჭრისას არ დატოვოს უზუსტობები.

სასურველია, დანის პირების სპეციალური ზეთით დაზეთვა. როდესაც შეამჩნევთ, რომ ტრიმერის პირების სვლა შენელდა ან ზედმეტად გადახურდა, გამოიყენეთ თითო წვეთი სპეციალური ზეთი. არსებობს თვითდაზეთვადი პირებიც. რეკომენდირებულია ტრიმერის თმისგან გაწმენდა ყოველი მოხმარების შემდეგ. ამიტომ, ისეთი ტრიმერი შეარჩიეთ, რომლის დაშლასაც მარტივად მოახერხებთ.

სიმძლავრე და კვება
ტრიმერის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, როგორც მოძრაობის სიჩქარეს, ასევე სიმძლავრეს. სასურველია თუ მისი სიჩქარე 10000 ბრ/წთ იქნება, ხოლო სიმძლავრე 9-12 ვატი. დაბალი სიმძლავრის მქონე ტრიმერმა შესაძლოა უხარისხოდ შეჭრას ხშირი თმა და უზუსტობები დატოვოს.

რაც შეეხება, კვების წყაროს, მისი მიხედვით ტრიმერები სამ ტიპად იყოფა: აკუმულატორზე, მხოლოდ დენზე და აკუმულატორზე და დენზე მომუშავე ტრიმერები. ყველაზე მოსახერხებლად შეიძლება ჩაითვალოს აკუმულატორზე და დენზე მომუშავე ტრიმერი, რადგან მისი დატენვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი და ამავე დროს მისი გამოყენება დიდხანს შეიძლება.

 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ტრიმერი Deals.ge-ზე!