(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ მიკროტალღური ღუმელი?

დღესდღეობით, ფართო ბაზარზე წარმოდგენილია მიკროტალღური ღუმელების ფართო სპექტრი, ამიტომაც სასურველი მოდელის შერჩევა მარტივი არ არის. თანამედროვე მიკროტალღური ღუმელების საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ საჭმლის გაკეთება, არამედ რაიმე გემრიელის გამოცხობაც.

არსებობს მიკროტალღური ღუმელის 4 ტიპი:

  • მიროტალღებით
  • მიკროტალღებით და გრილით
  • მიკროტალღებით, გრილით და კონვექციით
  • ინვერტორული

მიკროტალღებით:
ასეთ ღუმელებში გამოყენებულია მხოლოდ მიკროტალღები, რომლის საშუალებითაც შეიძლება პროდუქტის მხოლოდ გალღობა და გაცხელება. მასში რაიმეს შებრაწვა ან გამოცხობა წარმოუდგენელია, რადგან ასეთ ღუმელს სხვა ფუნქციები არ გააჩნია.

მიკროტალღებით და გრილით:
ასეთ ღუმელს დამატებული აქვს გრილი, რომლის არსებობაც საშუალებას იძლევა ღუმელში მომზადდეს კერძების ფართო სპექტრი.

მიკროტალღებით, გრილით და კონვექციით:
ასეთი მოდელების საშუალებით ყველანაირი კულინარიული შედევრის მომზადება შესაძლებელია. ისინი აღჭურვილია წრიული გამაცხელებელი ელემენტით, გრილით და ვენტილიატორით, რომელიც უბერავს ცხელ ჰაერს და თანაბრად ანაწილებს მას კამერის შიგნით.

ინვერტორული:
სხვა მიკროტალღური ღუმელებისგან განსხვავებით, ღუმელის სიმძლავრე ინვერტორის საშუალებით იმართება. სიმძლავრის ინვერტორული მართვის საშუალებით ხდება პროდუქტის ბუნებრივი გაცხელება. 

მიკროტალღურ ღუმელს გააჩნია 2 ტიპის გრილი:
გრილი - რომლის სპირალიც მოთავსებულია სამუშაო ზედაპირის თავზე, ზოგ შემთხვევაში ქვედა მხარეს. ასეთი განლაგება უზრუნველხყოფს თანაბარ გათბობას და პროდუქტის ზედაპირის კარგად გახუხვას.

გრილი - რომლის სპირალიც მოთავსებულია სამუშაო ზედაპირის თავზე, მისი მოძრაობა შეუძლებელია, ის იკავებს ნაკლებ ადგილს და ღუმელში მეტი პროდუქტის მოთავსება შეგიძლიათ. ის უფრო ეკონომიურია და ძალიან სწრაფად ავითარებს სიმძლავრეს.

სიმძლავრე:
მიკროტალღური ღუმელების უმრავლესობის სიმძლავრე – 700-1000 ვატია, მაგრამ თუ მიკროტალღები მოიხმარს 900 ვატს, გრილი – 1200-ს, ხოლო კონვექცია – 1350-ს, მაშინ თქვენი ღუმელის საერთო სიმძლავრე 3450 ვატი იქნება. ეს კი სერიოზული დატვირთვაა.

მოცულობა:
რაც შეეხება, მოცულობას, მისი მიხედვით, მიკროტალღური ღუმელი იყოფა 3 ტიპად:

  • 20 ლიტრამდე
  • 20-28 ლიტრამდე
  • 28-42 ლიტრამდე

ზოგადად, ოჯახში სულადობის მიხედვით მიკროტალღური ღუმელის მოცულობას ასე ანგარიშობენ:

  • 16-19 ლიტრი იდიალურია ერთი - მაქსიმუმ ორი ადამიანისთვის
  • 23-28 ლიტრი - 3-4 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისათვის
  • 38-41 ლიტრი - 5-6 სული ადამაინისგან შემდგარი ოჯახისათვის

შიდა საფარი:
არსებობს 3 სახის შიდა საფარი:

მეტალი - თუ პროდუქტის მოსამზადებლად არ არის საჭირო ხანგრძლივი დრო და მაღალი ტემპპერატურა, იგი მარტივი მოსახმარია და მისი გაწმენდა არ არის დაკავშირებული დიდ სირთულესთან.

უჟანგავი ფოლადი - ასეთი საფარი ლამაზია, ვიზუალურად მიმზიდველად გამოიყურება, მტკიცეა და საგრძნობლად ამტანია ნებისმიერი მაღალი ტემპერატურული რეჟიმების მიმართ.

ბიოკერამიკა - ასეთი საფარი იმდენად გლუვია, რომ ცხიმი მის კედლებზე ფაქტობრივად არ ჩერდება, მაგრამ თუ ღუმელი მაინც დაისვარა, საფარის გაწმენდა ძალიან მარტივია რბილი ტენიანი ღრუბლით.

მართვის ტიპი:
არსებობს მართვის 3 ტიპი: მექანიკური, ელექტრონული და სენსსორული:

მექანიკური - იგი საკმაოდ სანდო და იაფია, თუმცა მისი საშუალებით ვერ დააყენებთ ზუსტ დროს, ასევე ვერ შეცვლით ტემპერატურასა და სიმძლავრეს პროდუქტის მომზადების სხვადასხვა ეტპზე.

ელექტრონული - იგი ძალიან მოასახერხებელია, მინიმუმი ღილაკებითა და მაქსიმალური შესაძლებლობებით.

სენსორული - ყველაზე ეფექტური და მოსახერხებელია, მისი პრინციპი იგივეა, როგორც ღილაკების შემთხვევაში, მხოლოდ ეს ღილაკები ღრმადაა ამჯდარი კორპუსში და მათზე თითის ოდნავი შეხებაა საჭირო სასურველი ოპერაციის შესასრულებლად.

მიკროტალღურ ღუმელს აქვს სხვადასხვა ფუნქციები, მაგალითად:
პროგრამირების შესაძლებლობის ფუნქცია, ხმოვანი სიგნალისა და ტაიმერის ფუნქცია, დიალოგის რეჟიმი, ავტომატური ჩართვის ფუნქცია, ბლოკირების რეჟიმი, ტემპერატურის ავტომატური შენარჩუნების ფუნქცია, ორმაგი გამოსხივების, ორთქლზე მომზადების, განიავების ფუნქცია და ა.შ.

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის მიკროტალღური ღუმელი Deals.ge-ზე!