(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ მაცივარი?

მაცივარს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამზარეულოში. საჭიროა მომხმარებელმა შეძენამდე ყურადღება მიაქციოს მაცივრის სხვადასვხა ტიპებსა თუ მახასიათებლებს.

არსებობს მაცივრის სხვადასხვა ტიპები:

მაგალითად, ცალკემდგომი, ჩაშენებული, ერთკამერიანი, ორკამერიანი , საყინულე და ღვინის მაცივრები, ტრანსპორტის.

ცალკემდგომი მაცივრები - ასეთი ტიპის მაცივრები მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობდა პოპულარობით და დღესდღეობითაც მომხმარებლის უმეტესობა სწორედ მაცივრის ასეთ სტილს ანიჭებს უპირატესობას.

ჩაშენებული მაცივრები - მაცივრის ესეთი მოდელები გამოირჩევიან ენერგიის დაბალი ხარჯებით და მუშაობის ეფექტურობით. თუკი გადაწყვეტთ ჩასაშენებელი მაცივრის შეძენას დაიცავით ელექტრო კვების, კომპრესორისა და კონდენსატორის გაციების უსაფრთხოების წესები. ყურადღება მიაქციეთ რომ ის სწორად იყოს ჩაშენებული, რადგან არ გამოიწვიოს არასწორი მუშაობა.

ერთკამერიანი მაცივრები - ასეთ მაცივრებს აქვთ 1 კარი და შიგნით მოთავსებულია საყინულე.

ორკამერიანი მაცივრები - მათ გააჩნია 2 კარი, საყინულესთვის და მაცივრისთვის. ძირითადი განსხვავება ამ 2 მოდელს შორის არის ის რომ ერთი კარის გაღების დროს ატმოსფერო მეორე განყოფილებაში არ ირღვევა და იზოგება ელექტროენერგია. ასევე ერთკამერიან მაცივრებში საყინულე შედარებით უფრო პატარაა.

მაცივრის შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის ზომასა და მოცულობას.

მაცივრის ზომა - მაცივრის ზომა დამოკიდებულია სამზარეულოს ზომაზე. მისი ყიდვისას უნდა გაზომოთ სიმაღლე, სიგანე და სიღრმე. აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ არსებობს დამატებითი 5სმ დაშორება მაცივარსა და კედელს შორის, რადგან კარგად მოხდეს ჰაერის ვენტილაცია.

მაცივრის მოცულობა - რაც შეეხება მოცულობას, იგი საშუალებას უნდა იძლეოდეს, არ განათავსოთ პროდუქტები ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ, რადგან მათ შორის უნდა
იყოს თავისუფალი სივრცე ჰაერის ცირკულაციისთვის. თუ თქვენ ყიდულობთ ძირითადად გაუყინავ საკვებს უკეთესი იქნება მაცივრის მეტი მოცულობა და თუკი გაყინულ საკვებს ანიჭებთ უპირატესობას მაშინ სასურველია უფრო მეტი სივრცე იყოს საყინულეში.

ენერგომოხმარების კლასი - მაცივრის მიერ მოხმარებული ელეტროენერგიის ეკონომიურობას განსაზღვრავს. А-აღნიშნავს ენერგომოხმარების ყველაზე მინიმალურ დონეს. B, C, D - ით აღნიშნავენ შედარებით უფრო მაღალ ენერგო მოხმარებას, ხოლო A+ და A++ - ით აღინიშნება უფრო გაუმჯობესებული კლასები.

გალღობის ტიპი
გალღობის ტიპის მიხედვით მაცივრები იყოფა 2 ტიპად:

  • საყინულე კამერა: მექანიკური გალღობა ან ავტომატური NO FROST;
  • მაცივრის კამერა: ავტომატური გალღობა წვეთოვანი ან NO FROST სისტემა;

მექანიკური გალღობა - მექანიკური გალღობისთვის საჭიროა წელიწადში რამდენჯერმე მაცივრის გამორთვა და მისი გალღობა. ყინულის დადნობისა და წყლის გადაღვრის შემდეგ კი აუცილებელია მაცივრის კამერის გაწმენდა.

ნახევრად ავტომატური გალღობა - ასეთი ტიპის გალღობა უნდა ჩატარდეს რეგულარულად.

ანტიბაქტერიული საფარი
ანტიბაქტერიული საფარის შემთხვევაში კედლების საფარი და კარების შიდა ნაწილი ვერცხლის იონებით იფარება, რომელიც ხელს უშლის არასასიამოვნო სუნის გავცელებას და დადებითად მოქმედებს პროდუქტის შენახვის ვადის გახანგრძლივებაზე.

თაროების კონსტრუქცია და მასალა
გამჭირვალე თაროები ადვილი გასაწმენდია, თანაც ქვედა სართულზე განლაგებულ პროდუქტებს იცავს სითხის მოხვედრისგან, თუმცა აღსანიშნავია , რომ გამჭირვალე თაროები ჰაერის ცირკულაციას ართულებს. რაც შეეხება გისოსებიან თაროს ის მაცივარში ჰაერის ცირკულაციასა და ტემპერატურის თანაბარ განაწილებას ხელს უწყობს, მაგრამ ნაკლებად ჰიგიენურია. ბოთლების ჰორიზონტალური შესანახი თარო, არა მარტო მოსახერხებელია და ზოგავს მაცივრის სასარგებლო მოცულობას, არამედ უკეთ ინახავს ღვინოს და ინარჩუნებს მის ხარისხს.

მართვა
არსებობს მაცივრის მართვის 2 ტიპი, მექანიკური და ელექტრონული.
მექანიკური მართვის დროს ტემპერატურა მაქსიმალურზე ან მინიმალურზე რეგულირდება, ხოლო ელექტრონული მართვის დროს როგორც წესი მაცივარი აღჭურვილია ეკრანით რისი საშუალებითაც შეგიძლიათ ზუსტად აკონტროლოთ ყველა კამერის ტემპერატურა, ასევე შეგიძლიათ დაარეგულიროთ კომპრესორის და ვენტილატორის მუშაობა.



 

 შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის მაცივარი Deals.ge-ზე!