(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი?

დღესდღეობით, მტევრსასრუტი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ელექტრონული ხელსაწყოა. მისი დახმარებით ნებისმიერი დიასახლისი შეძლებს სახლში სისუფთავის დამყარებას.

მტვერსასრუტის შერჩევისას ყურადღება უნდა გავამახვილოთ სხვადახვა მონაცემებზე. პირველ რიგში უნდა გავიგოთ მტვერსასრუტის სიმძლავრე.

სიმძლავრე
მტვერსასრუტის შერჩევისას მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ სიმძლავრესა და შეწოვის ძალას. რაც უფრო დიდია თქვენი სახლის დასასუფთავებელი ფართობი, მით უფრო მძლავრი მტვერსასრუტი დაგჭირდებათ. ამავე დროს გასათვალისწინებელია ისიც, რომ სიმძლავრის ზრდასთან ერთად შესაძლოა გაიზარდოს ზომა და წონა, რა თქმა უნდა ფასიც.

თანამედროვე მტვერსასრუტების უმეტესობას გააჩნია სიმძლავრის რეგულირების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ ოპტიმალურად გამოიყენოთ ენერგია სხვადასხვა ზედაპირის დასუფთავებისას.
მტვერსასრუტის შეწოვის ძალა მცირდება მტვრის შემგროვებელის შევსებასთან ერთად, ამიტომ საჭიროა მისი რეგულარული წმენდა.

მტვრის შემგროვებელი
მტვრის შემგროვებელი შეიძლება იყოს: ერთჯერადი ტომარა, მრავალჯერადი ტომარა, "ციკლონური" კონტეინერი (ჭიქა).

ერთჯერადი ტომარა შეიძლება იყოს ქაღალდის, ან ტექსტილი (შედარებით მაღალფასიანი). ტევადობა განისაზღვრება ლიტრებში.

ერთჯერადი ტომარა უფრო ჰიგიენურია, უკეთ ფილტრავს ჰაერს მტვრისაგან და ფაქტიურად არ გვაქვს შეხება მტვერთან. მინუსად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გავსების შემთხვევაში უნდა შევცვალოთ ახლით.

მრავალჯერადი ტომრის გამოყენებისას აუცილებელია დამატებითი ფილტრების არსებობა.

"ციკლონური" კონტეინერში ჰაერის დიდი ნაკადის გავლისას მტვერი გროვდება ისე, რომ ნაკლებად შეუშალოს ხელი ჰაერის მოძრაობას, ამიტომ კონტეინერის შემთხვევაში შევსებასთან ერთად წარმადობა უფრო ნელა იკლებს ვიდრე ტომრიანებში.

მტვერსასრუტის ფილტრები:
როგორც შეწოვის სიმძლავრე, ასევე ფილტრაციის სისტემა განსაზღვრავს მტვერსასრუტის ეფექტურობას.

მტვერსასრუტში შესული ჰაერი გაივლის ჯერ მტვრის შემგროვებელში სადაც რჩება ძირითადი მტვერი, შემდეგ გაივლის ძრავის დამცავ ფილტრს (უმეტეს შემთხვევაში) და შემდგომ გამოსასვლელ ფილტრში იფილტრება საბოლოოდ.

ფილტრები შეიძლება იყოს: ქაღალდის, ტექსტილი, წყლის, ნახშირის, ფილტრი HEPA, ბიოფილტრი.

ნახშირის ფილტრი ეფექტურია ისეთ ოჯახებში სადაც არის შინაური ცხოველები, ფილტრავს ჰაერს სუნისაგან.

თანამედროვე მტვერსასრუტებში დიდი გამოყენება აქვს HEPA ფილტრს, რადგან ის ეფექტურად ფილტრავს ჰაერს მტვრის მიკრო ნაწილაკებისაგან თითქმის 100 %-ით და ამავე დროს არ საჭირობს ხშირ შეცვლას.

ასევე გვხვდება მტვერსასრუტები ორთქლის გენერატორით. ორთქლის საშუალებით ხდება გაწმენდა და დეზინფექცია.

გაბარიტები, ერგონომიულობა:
გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ მტვერსასრუტი მაღალი სიმძლავრით, დიდი მტვრის შემგროვებლით, დამატებითი აქსესუარებით და სხვა, შეიძლება იყოს დიდი ზომის. მვერსასრუტს ვიყენებთ ხშირად, ამიტომ უნდა გაგიადვილდეთ მისი შენახვა და გამოყენება.

შესაძლოა თქვენთვის საჭირო აქსესუარი შეიძინოთ დამატებით, მაგ.: "ტურბო ჯაგრისი". ჩოთქები ტრიალებს ჰაერის ზემოქმედებით და ადვილად იღებს მტვერს, ცხოველის ბეწვს, როგორც მყარი იატაკიდან, ასევე ხალიჩებიდან. მოსახერხებელია ისეთი ოჯახიებისთვის ვისაც სახლში ჰყავს ცხოველები.

ხმაურის დონე:
მტვერსასრუტის ხმაურის დონე იზომება დეციბელებში. ნორმალურად ითვლება მტვერსასრუტები, რომელთა ხმაურის დონე არის 71-80 დბ. თუმცა არსებობს თანამედროვე მტვესასრუტები უფრო დაბალი ხმაურის დონით.

საცმები/ჯაგრისები

  • საცმი იატაკისა და ხალიჩისათვის
  • საცმი-ფუნჯი რბილი ავეჯისათვის
  • ჭუჭრუტანიანი საცმი
  • საცმი-ჯაგრისი გრძელი რბილი ხაოთი
  • ჯაგრისი პარკეტისათვის 
  • ტურბოჯაგრისი
  • ელექტროჯაგრისი 
  • ვაკუუმის საცმი
  • Delta Active

მტვერსასრუტის ტიპები

ბალონის ტიპის მტვერსასრუტები - ასეთი ტიპის მტვერსასრუტები გამოიყენება იატაკის, ხალიჩებისა და ავეჯის დასასუფთავებლად.

მრეცხავი მტვერსასრუტები
მათი საშუალებით შესაძლებელია როგორც მშრალი, ასევე სველი დასუფთავების ჩატარება. მრეცხავი მტვერსასრუტის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ მისი საშუალებით შესაძლებელია კაფელისა და ქვის იატაკების სველი წმენდა, ხალიჩების, სხვადასხვა პანელების, რბილი ავეჯისა და ფარდაგების გარეცხვა.

ვერტიკალური მტვერსასრუტები - ამ ტიპის მტვერსასრუტები უკეთესად იღებს ჭუჭყს, ვიდრე ჩვეულებრივი მტვერსასრუტები, თუმცა ვერტიკალური მტვერსასრუტი არ არის კომფაქტური, დიდია და ხმაურიანი.

ჩაშენებული მტვერსასრუტები - ასეთი მტვერსასრუტები გამოირჩევიან იმით, რომ შესაძლებელია შეგროვებული მტვრის უსიამოვნო სუნთან ერთად შენობიდან განდევნა კედელში ჩაშენებული ჰაერგამტარების მეშვეობით.

მტვერსასრუტი - რობოტები
ასეთი ტიპის მტვერსასრუტი არის ძალიან კომპაქტური. იგი თვითონ გადაადგილდება სპეციალური სენსორების მეშვეობით. მათ გააჩნიათ ფილტრაციის შესანიშნავი სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან იქნეს აცილებული სპეციფიკური სუნი.

 

 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის მტვერსასრუტი Deals.ge-ზე!