(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ტელევიზორი?

ტელევიზორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელექტრო მოწყობილობაა ოჯახში. ტელევიზორების მახასიათებლები საკმაოდ განსხვავებულია ერთმანეთისგან.

ტელევიზორის არჩევისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ ეკრანის ტიპს. ეკრანის ტიპის მიხედვით გამოირჩევა შემდეგი კლასიფიკაციები.

  1. LCD- დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული ეკრანის ტიპის ტელევიზორია. იგი ანალოგია თანამედროვე კომპიუტერული მონიტორებისა. LCD ტელევიზორი აღჭურვილია თხევადკრისტალური მატრიცით.
  2. LED-ტელევიზორები აღჭურვილია თხევადკრისტალური დისპლეით, რომელშიც გამოიყენება LED განათება. ამ ტიპის ტელევიზორი ბევრად უფრო თხელია და ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს.
  3. პლაზმური-ტელევიზორები, რომლებშიც გამოსახულება მიიღება აირების განმუხტვით. თხევად კრისტალურ (LCD) ტელევიზორებთან

შედარებით პლაზმური უზრუნველყოფს ბევრად გაჯერებულ ფერებს, ხედვის ფართო კუთხეს და ღრმა შავ ფერს, მაგრამ მოიხმარს მეტ ელექტროენერგიას, პიქსელების ზომაც შედარებით დიდია და ახლო მანძილიდან შესამჩნევია ეკრანის ციმციმი.

ეკრანის დიაგონალი
მნიშვნელოვანია ეკრანის დიაგონალის და გაფართოების სწორად შერჩევა. დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული გაფართოების ფორმატები HD (1360x768) და Full HD (1920x1080) საშუალებას გვაძლევს ეკრანზე მივიღოთ გამოსახულების უმაღლესი ხარისხი. Full HD ფორმატი კონფორტულს ქმნის ფილმების Blu-Rey დისკებისა და მედიაფაილების ყურებას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ყიდულობთ ტელევიზორს მხოლოდ საეთერო ტელეგადაცემებისა და DVD დისკების საყურებლად HD(1366x768) ფორმატი საუკეთესო საშუალებაა თანხის დასაზოგად.
ტელევიზორის ზომის შერჩევისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება მანძილზე საყურებელი ადგილიდან ტელევიზორამდე. თუ ტელევიზორის დიაგონალი 40"-ა მაშინ რეკომენდირებული მანძილი საყურებელ ადგილამდე არის 3 მეტრი. საშუალოდ ეკრანის დიაგონალი უნდა გავამრავლოთ 3-4 ზე და ამ მანძილიდან ვუყუროთ ტელევიზორს.

ტელევიზორის შესაძლებლობები და დამატებითი ფუნქციები
ტელევიზორის შერჩევისას შეიძლება ხშირად შეამჩნიოთ, რომ ერთიდაიგივე ზომის, გაფართოების და ეკრანის ტიპის ტელევიზორების ფასი საგრძნობლად განსხვავებულია.
ეს არის პროდუქტის დამატებითი შესაძლებლობებით და ფუნქციებით გამოწვეული და არა მხოლოდ მწარმოებბლის ფასების პოლიტიკით .

მედიაპლეიერი
გვხვდება თანამედროვე ტელევიზორების ისეთი მოდელები, რომლებიც აღჭურვილია ჩაშენებული მედიაპლეიერით. მათი საშუალებით შესაძლებელია ტელევიზორებმა დამოუკიდებლად გაუშვას არამარტო ფოტო და მუსიკალური ფორმატი, არამედ ისეთი ფართოდ გავრცელებული ვიდეო ფაილი როგორიც არის AVI და MKV. ამასთანავე ვიდეო ფაილების გაშვება შესაძლებელია USB FLASH მეხსიერების ბარათებით (USB შემაერთებლის საშუალებით) და ლოკალური ინტერნეტის მეშვეობით (RJ45 შემაერთებლის wi-fi საშუალებით)

პორტები
როგორც წესი თანამედროვე ტელევიზორები გამოიყენება არამარტო საეთერო გადაცემების საყურებლად არამედ მასზე შესაძლებელია შეაერთოდ კომპიუტერი DVI ….HDMI და SCART — პორტების საშუალებით.

სიხშირე
განისაზღვრება კადრების ცვლილების სიხშირით. დაბალი სიხშირის შემთხვევაში პერიფერიული მხედველობით შეიმჩნევა ეკრანის ციმციმი, შესაბამისად სიხშირის დიდი მაჩვენებელი კარგი პარამეტრია, ამიტომ პრემიუმ კლასის ტელევიზორებს გააჩნიათ მაღალი სიხშირე.

კონტრასტულობა
წარმოადგენს სიმკვეთრის თანაფარდობას სრულ შავ და სრულ თეთრ ეკრანებს შორის მომდევნო ორ კადრზე, შავში და თეთრში. არსებობს ასევე დინამიური კონტრასტულობა, რომლითაც შეუძლია ტელევიზორს ავტომატურად ცვალოს სიმკვეთრე ეკრანზე სურათის ფერისგან გამომდინარე, ანუ მოუმატოს ნათელ და დააკლოს ბნელ ადგილებში. რაც მეტია კონტრასტულობა მით მკვეთრია სურათის ფერი ეკრანზე. სურათი სურათში-საშუალებას იძლევა ეკრანზე გამოჩნდეს ორი არხი ერთდროულად, აქედან ერთი მთელ ეკრანზე, ხოლო მეორე პატარა ზომისაა და განთავსებულია ეკრანის კუთხეში.

3D მხარდაჭერა
სამ განზომილებიანი მოცულობითი გამოსახულების ყურება ეკრანზე. არსებობს სტერეოსკოპური — რომლის ყურებისთვის საჭიროა სპეციალური 3D სათვალეები და ავტოსტერეოსკოპური — რომლის ყურებისთვის არაა საჭირო სხვა დამატებითი აქსესუარები.

 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ტელევიზორი Deals.ge-ზე!