(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ სარეცხის მანქანა?

                   

 

სარეცხის მანქანა დიასახლისებისთვის უმნიშვნელოვანესი მოწყობილობაა. მისი ყიდვისას აუცილებელია ჩამოყალიბდეთ თუ როგორი ტიპის მანქანის შეძენა გსურთ.

სარეცხის მანქანა სარეცხის ჩატვირთვის მიხედვით 2 ტიპის არსებობს. ესენია:

ვერტიკალური და ფრონტალური
ვერტიკალური სარეცხის მანქანები - გამოირჩევიან მცირე ზომებით, ამიტომ აღარ არის საჭირო დამატებითი ადგილის გათვალისწინება. მეტ წილად მანქანებს ზედა ჩატვირთვით ათავსებენ სააბაზანო ოთახში, ზოგჯერ სამზარეულოშიც, ხოლო ფრონტალური სარეცხის მანქანები უფრო დიდ ადგილს მოითხოვს, ამიტომაც, მისი შერჩევისას აუცილებელია სახლში წინასწარ განისაზღვროს მონტაჟის ადგილი. ფრონტალური სარეცხის მანქანა სამზარეულოში ადვილად თავსდება ავეჯთან ერთად.

სარეცხის მანქანის მოცულობა
აუცილებელია სარეცხის მანქანის შეძენამდე ყურადღება მიაქციოთ მისი ჩატვირთვის მოცულობას. ერთ პიროვნებაზე ან თუნდაც წყვილზე საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს 3-4 კგ, ხოლო ოჯახისთვის 4-5კგ. იმ ოჯახებისთვის კი, რომლებიც 5 ადამიანზე მეტისგან შედგება საჭირო იქნება 6-8 კგ მოცულობის სარეცხის მანქანა.

გაწურვის ბრუნების რაოდენობა
გაწურვის ბრუნის რიცხვი წუთში გვაჩვენებს თეთრეულის ტენიანობას მანქანიდან გამოღების შემდეგ. კარგი იქნება თუკი სარეცხის მანქანას ექნება გასაწური ბრუნების შესაბამისი რეგულირების ფუნქცია, რომლის დახმარებითაც ნაზი ქსოვილების გაწურვისას შეძლებთ დაწიოთ ბრუნების რიცხვი.

ენერგომოხმარების კლასები
სარეცხის მანქანა ფასდება სამი პარამეტრით: ელექტრო ენერგიის მოხმარებით, გარეცხვის ხარისხით და გაწურვის ხარისხით. სარეცხი მანქანების თითოეულ პარამეტრს ენიჭება კლასები: A-დან G-მდე. ენერგომოხმარების უმაღლესი კლასის მაჩვენებელია -A+.

პროგრამები და ფუნქციები
არსებობს გარეცხვის პროგრამების ოთხი ტიპი:

  • ბამბის და სელის ნაწარმის რეცხვა;
  • სინთეტიკის ნაწარმის რეცხვა;
  • დელიკატური ნაწარმის და შალის რეცხვა;

არსებობს სხვა დამატებითი პროგრამები, მაგალითად:
ხელით რეცხვის პროგრამა
პროგრამა "ხელითრეცხვის", დროს ნებადართულია ამ მარკირების "გარეცხეთ მხოლოდ ხელით" მქონე ნივთების რეცხვა.

ორთქლითრეცხვა
ორთქლით რეცხვა კლავს მავნე ბაქტერიებს და ზრდის რეცხვის ხარისხს. ორთქლით რეცხვის ფუნქციის მქონე მანქანებში, შესაძლებელია დელიკატური ნივთების რეცხვაც.

წყლის დონის ავტომატური რეგულირების ფუნქცია
ამ ფუნქციის დახმარებით, თქვენი სარეცხის მანქანა გააკონტროლებს წყლის მოცულობას მასში ჩატვირთული თეთრეულის მოცულობის მიხედვით. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევს ოპტიმიზაცია გაუკეთოთ წყლის და ელ. ენერგიის ხარჯს.

,,უთოს რეჟიმი"
სარეცხის მანქანებს გააჩნია დამატებითი ფუნქცია,,უთოსრეჟიმი", ,,ანტი-დაკუჭვა", ,,ნაკეცებისაგან დაცვა". ძირითადად ეს ხდება ბრუნის შემცირების ხარჯზე, წურვისას ბრუნის ციკლის სპეციალური შერჩევით და სხვა.

ქაფიანობის კონტროლი
ქაფის წარმოქმნის კონტროლის სისტემა მნიშვნელოვანია იმისთვის რომ არ მოხდეს მანქანის დაზიანება სარეცხი საშუალებების გადაჭარბებით დოზირების შემთხვევაში.

მართვა
ძირითადად სარეცხის მანქანები იყოფა ორ ტიპად: მექანიკური და ელექტრონული მართვით.

სტარტის გადავადების ფუნქცია
ეს ფუნქცია გააჩნია ბევრ სარეცხის მანქანას (სხვადასხვადროით, მაქსიმუმ 24 საათით). თქვენ შეგიძლიათ რეცხვის დრო დაგეგმოთ ისე, რომ მანქანამ რეცხვა დაამთავროს თქვენი გაღვიძების დროს.

შრობის ფუნქცია
გახსოვდეთ, რომ თუკი სარეცხის მანქანა, რომელშიც მაქსიმუმ 5 კგ სარეცხის ჩატვირთვაა შესაძლებელი, ვერ გააშრობს 2,5 კგ -ზე მეტ სარეცხს.
სასურველია იცოდეთ რომ შრობის დროს სარეცხი უფრო სწრაფად იცვითება, აგრეთვე ის, რომ ბოლომდე გაუმშრალი და ოდნავ სველი სარეცხის დაუთოვება უფრო ადვილი და მოსახერხებელია, ვიდრე სრულიად მშრალის.

უსაფრთხოება
სარეცხის მანქნა აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი გაჟონვის დამცავი სისტემით. გაჟონვის სიტემა არსებობს 2 ტიპის: სრული და ნაწილობრივი. გაჟონვის დამცავი სრული სისტემა ვრცელდება კორპუსზეც და მილზეც, ხოლო ნაწილობრივი სისტემა ვრცელდება ერთ-ერთ მათგანზე.

 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის სარეცხის მანქანა Deals.ge - ზე!