(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ მიქსერი?

 

მათთვის, ვისაც უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი მიქსერი მნიშვნელოვანი ხელსაწყოა. არსებობს სხვადასხვა ზომის, ფერის მიქსერები. თქვენ წინასწარ უნდა განსაზღვროთ შეძენამდე თუ რამდენად ხშირად გამოიყენებთ მას და შეარჩიოთ შესაბამისი მოდელი. მწარმოებლების მიერ შექმნილია ორი სახის მიქსერი, ესენია სტაციონალური და ხელის.

ხელისა და სტაციონალურ მიქსერს შორის არის განსხვავება. ხელის მიქსერის გამოყენებისას იგი უნდა გეჭიროთ ხელში. ის ძალიან კომფორტულია გადასაადგილებლად. რაც შეეხება, სტაციონალურ მიქსერს, მას აქვს სადგამი, ამიტომ ის დგას მაგიდაზე. ასევე, მაქს აქვს უფრო დიდი სიმძლავრე.

ხელის მიქსერი თავისი ზომებისგან გამომდინარე უფრო მარტივად გამოყენებადია, ვიდრე სტაციონალური, რადგან გამოყენების შემდეგ მარტივია მისი გაწმენდვა, სტაციონალურის გარეცხვა კი უფრო დიდ დროს მოითხოვს.

სტაციონალური მიქსერის ყიდვისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მისი ჭურჭლის ზომას. ხშირად სტაციონალურ მიქსერს გააჩნია ბრუნვადი ჯამიც, რაც მოსახერხებელია ინგრედინეტების უფრო ხარისხიანად შერევისთვის.

სიმძლავრე/სიჩქარე
მიქსერისთვის მნიშვნელოვანია მისი სიმძლავრე, რადგან რაც უფრო მეტია სიმძლავრე, მით უფრო მარტივია სქელი მასის შერევა. ხელის მიქსერებს ძირითადად აქვთ 150-400-450 ვატი სიმძლავრე, ხოლო სტაციონალური მიქსერის სიმძლავრე 200 დან 400 ვატამდე მერყეობს. რაც შეეხება, მიქსერების სიჩქარეს, მათ ძირითადად გააჩნია სიჩქარის 3 - 5 რეჟიმი. არსებობს მიქსერების სხვადასხვა მოდელები, რომლებსაც სიჩქარის 12-18 რეჟიმი გააჩნიათ..

საცმები
ხელის მიქსერებს ძირითადად მოყვება ორი წყვილი საცმი: პირველი - პროდუქტის ასათქვეფად, ხოლო მეორე წყვილი - პროდუქტის ასარევად. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ მასალითა და ხარისხით განსხვავდება. არსებობს ასევე სხვადასხვა სპეციალური საცმები მიქსერისთვის, რომლებიც გამოიყენება პიურესთვის, დამაქუცმაცებელი, ხილისა და ბოსტნეულისთვის და ა.შ.

ტურბორეჟიმი/გადახურების საწინააღმდეგო რეჟიმი
ამ ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია ღილაკზე თითის დაჭერით გაიზარდოს საცმების ბრუნვის სიჩქარე, თუმცა რამდენიმე წამის განმავლობაში, რომ არ გადახურდეს ძრავი. ტურბო რეჟიმს ძირითადად იყენებენ ცომში არსებული გუნდების დასაშლელად.

გადახურებისგან დაცვის რეჟიმი იცავს მიქსერს და მისი გადახურების ან დაბინძურების შემთხვევაში მიქსერის ძრავი ავტომატურად გაითიშება.

აქსესუარები

  • პროდუქტის რაოდენობის განსასაზღვრი ჭიქები
  • მოსარევი ნიჩბები
  • მიქსერის გასაწმენდი აქსესუარები
  • ელექტროდანა

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის მიქსერი Deals.ge-ზე!