(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს კომბაინი?

სამზარეულოს კომბაინი სამზარეულოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწყობილობაა. მისი საშუალებით შესაძლებელია საგრძნობლად გაიმარტივოთ და სასიამოვნო გახადოთ პროდუქტის მომზადების პროცესი.

კომბაინის შერჩევისას რამდენიმე კატეგორიას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ესენია:

  • ტიპი
  • სიმძლავრე და მოცულობა
  • ჭიქის მასალა
  • ფუნქციები

ტიპი
სამზარეულოს კომბაინს შესაძლებელია ქონდეს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიც არის ბლენდერი, ხორცსაკეპი, წვენსაწური, ყავის საფქვავი და ა.შ. სამზარეულოს კომბაინში გაერთიანებულია ყველა ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც შეგიქმნით მაქსიმალურ კომფორტს სამზარეულოში საქმიანობისას.

სიმძლავრე და მოცულობა
სამზარეულოს კომბაინის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მისი სიმძლავრეა. სამზარულოს კომბაინების სიმძლავრე 220 ვატიდან 2000 ვატამდე მერყეობს. თუ ჭიქის მოცულობა არის 1.5 ლ მაშინ 300 ვატი სიმძლავრე საკმარისია, 2ლიტრის შემთხვევაში 400 ვატი, ხოლო 3 ლიტრის შემთხვევაში საკმარისია 700 ვატი სიმძლავრე.

კომბაინის შერჩევისას მოცულობასა და სიმძლავრეს შორის უპირატესობა სიმძლავრეს ენიჭება, თუკი მოცულობა 2 სხვადასხვა მოდელს ერთნაირი აქვს. სასურველია სამზარეულოს კომბაინს ჰქონდეს 2 სიჩქარე მაინც, უკეთეს შემთხვევაში სიჩქარის 3 რეჟიმი. დიდი სიმძლავრის მქონე კომბაინები აღჭურვილია 5 სიჩქარიანი ძრავებით.

რაც შეეხება მოცულობას, ჯამის საშულო მოცულობად - 1,5-4 ლიტრი ითვლება. მცირე ზომის სამზარეულოს კომბაინებს 200 მლ. ჯამი გააჩნია, ხოლო მძლავრი კომბაინების ჯამის მოცულობა შესაძლოა 5 ლიტრზე მეტიც იყოს. 

ჯამის მასალა
კომბაინის ჯამების მასალა ძირითადად არის პლასტმასი, მინა და უჟანგავი მეტალი.
სასურველია ჯამი იყოს როგორც მაღალი, ასევე დაბალი ტემპერატურის ამტანი.

არსებობს კომბაინის ისეთი მოდელები, რომლებშიც განთავსებულია სხვადასხვა მასალის ქვაბები. ასეთ მოდელს შეიძლება ჰქონდეს მუშაობის 3 სისტემა და თითოეულ სისტემაზე სხვადასხვა ჯამი იყოს გამოყენებული.

კომპაქტურობა
ძირითადად, სამზარეულოს კომბაინების მასა 1,5 კგ - იდან 15 კგ - მდე მერყეობს. იმ შემთხვევაში თუკი კომბაინის გამოყენებას არ აპირებთ ყოველდღიურად, ამისთვის მოსახერხებელია მცირე ზომის კომბაინის გამოყენება.

რაც შეეხება, მრავალფუნქციურ კომბაინს, მისთვის გამოყოფილი უნდა გქონდეთ ერთი და იგივე ადგილი სამზარეულოში.

კარგი იქნება თუ კომბაინის კორპუსს ექნება საცმების შესანახი სათავსოები.

საცმები

სამზარეულოს კომბაინის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი არის საცმები, რომლებიც განსაზღვრავს აპარატის შესაძლებლობებს.

  • უჟანგავი მეტალის დასაჭრელი და დასაკეპი დანა 
  • უჟანგავი მეტალის დისკოს ფორმის უნივერსალური დანა 
  • უჟანგავი მეტალის სახეხი დისკი 
  • დისკი ემულგატორი 
  • საცმი კარტოფილი ფრის დასამზადებლად
  • პრესი 
  • ბლენდერი 
  • ხორსაკეპი 
  • წვენსაწური 
  • ცომის მოსარევი საცმი 
  • სანაყინე 
  • ყინულის სამტვრევი საცმი

 

 შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის სამზარეულოს კომბაინი Deals.ge-ზე!