(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ უთო?

უთო ერთ-ერთი ელექტრონული მოწყობილობაა, რომელიც ტანისამოსის, ფარდების და სხვა მატერიების გასწორება-დაუთოვებისათვის გამოიყენება. იგი დიასახლისებისთვის მნიშვნელოვან ელექტრო ხელსაწყოს წარმოადგენს. ამიტომ განვიხილოთ ის აუცილებელი მახასიათებლები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება უთოს შეძენისას.

სიმძლავრე
პირველ რიგში უთოს შეძენისას ყურადღება უნდა გაამახვილოთ მის სიმძლავრეზე. გაუთოვების ხარისხი და სიჩქარე სწორედ მასზეა დამოკიდებული. უთოებს, რომლებსაც აქვთ 1000 ვატი სიმძლავრე, შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დაბალი სიმძლავრის მქონე მოდელად, ხოლო 1000 დან 2200 ვატი სიმძლავრის მქონე უთოები უკვე ითვლება პროფესიონალურ მოდელად და მათი გაყიდვის მაჩვენებელიც საკმაოდ მაღალია.

ტემპერატურული რეჟიმები
კარგი უთო ზუსტად ინარჩუნებს ტემპერატურას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სინთეტიკური და აბრეშუმის ქსოვილის გაუთოვების რეჟიმში.

ზედაპირის მასალა
არსებობს სხვადასხვა მასალისგან დამზადებული უთოს ზედაპირი. ესენია:

  • უჟანგავი ფოლადი
  • კერამიკა
  • ალუმინი
  • უჟანგავი ფოლადი

უჟანგავი ფოლადი                                                                                                         ყველაზე გავრცელებულია უჟანგავი ფოლადის საფარი. იგი არ იკაწრება, კარგად ხურდება, საკმაოდ მსუბუქად სრიალებს ქსოვილზე და მისი გაწმენდა ადვილია. თუმცა ის ადვილად ჭუჭყიანდება კიდეც.

კერამიკა
ისინი ძალიან მსუბუქად დასრიალებს ქსოვილის ზედაპირზე და ადვილი მოსავლელია. იგი სველ, საპნიან წყალში დასველებული, ან უბრალოდ ნოტიო ჩვრითაც კი ძალიან ადვილად იწმინდება.

ალუმინი
ალუმინის ლანჩი გამოირჩევა სიმსუბუქით, იგი სწრაფად ხურდება და კარგად სრიალებს ქსოვილის ზედაპირზე. ალუმინის ზედაპირის მქონე უთოები შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე დაბალფასიან მოდელებად.

ორთქლის მიწოდება
სასურველია უთოს, რომელსაც შეარჩევთ, მის ლანჩს მთელს ზედაპირზე ჰქონდეს განლაგებული ორთქლის გამოსაშვები ნასვრეტები. ნასვრეტების რაოდენობა მოქმედებს გაუთოვების ხარისხსა და კომფორტულობაზე.

ორთქლოვანი დარტყმა
კარგი იქნება თუკი უთოს ექნება ორთქლოვანი დარტყმის ფუნქცია, რადგან ეს მნიშვნელოვანია თითქმის გამშრალი ნივთები დაუთოვების დროს. იგი ღილაკზე თითის დაჭერით დაახლოებით ორჯერ აძლიერებს ორთქლის მიწოდებას.

ვერტიკალური დაორთქვლა
ვერტიკალური დაორთქვლის ფუნქცია კიდევ უფრო მეტად კომფორტულს გახდის დაუთოვების პროცესს, რადგან ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია ფარდების, პალტოს, პიჯაკის და სხვა ნივთების საკიდიდან ჩამოუხსნელად დაუთოვება.

რეზერვუარი
სასურველია უთოს ჰქონდეს დიდი წყლის რეზერვუარი, რაც განაპირობებს უთოს „ავტონომიურ“ რეჟიმში დიდხანს მუშაობას. რეზერვუარში წყლის დონის გასაკონტროლებლად კარგი იქნება თუ ის გამჭირვალე იქნება.

ნადებისგან დაცვა
უთოში წარმოქმნილი ნადები მნიშვნელოვნად ამცირებს ორთქლის გამოყოფას. ყველაზე უკეთესად ითვლება ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს წყლის წინასწარ გაწმენდას. ეს ფუნქცია ნამდვილად მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი თქვენს უთოს არ ექნება ეს სისტემა, უმჯობესია უთოში გამოხდილი წყალი ჩაასხათ.

წვეთსაწინააღმდეგო სისტემა
წვეთებისსაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს რეზერვუარიდან წყლის გამოდინების შეჩერებას როდესაც აუთოვებთ დაბალ ტემპერატურაზე. 

უთოს სადენის მანევრირება
სადენს საკმარისი სიგრძე უნდა ქონდეს, ჰქონდეს დახვევის ფუნქცია, გააჩნდეს სპეციალური სამაგრი, რისი საშუალებითაც უთოზე დახვევის შემდეგ, მოხდეს მისი დამაგრება. სასურველია სპეციალური ბურთულის საშუალებით იმოძრაოს 360 გრადუსით.

  შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის უთო Deals.ge-ზე!