(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ბლენდერი?

 

ბლენდერი სამზარეულოში ერთ-ერთი ყველაზე გამოსადეგი წვრილი ტექნიკაა. მისი საშუალებით მრავალი სხვადასხვა გემრიელი დესერტისა და კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ბლენდერის საშუალებით შეძლებთ მარტივად და სწრაფად დაჭრათ ხახვი და ნიორი, დააქუცმაცოთ სხვადასხვა ბოსტნეული, მოამზადოთ პიურე. მაგრამ ბლენდერი მხლოდ გემრიელი კერძების მომზადებაში კი არა უგემრიელესი კოქტეილებისა და შეიკების დამზადებაშიც ძალიან დაგეხმარებათ, თუ თქვენს ოჯახში პატარა ბავშვია, ბლენდერით მარტივად და სწრაფად შეძლებთ მისთვის ფაფებისა და სხვადასხვა პიურეს მომზადებას. ბლენდერი, შესაძლებელია სამზარეულოში თქვენი მარჯვენა ხელიც გახდეს, მთავარია სწორად განსაზღვროთ თქვენი საჭიროებები და შესაბამისი კატეგორიის ბლენდერი შეარჩიოთ. რადგან ბლენდერი სხვადასხვა დანიშნულებისთვის სხვადასხვა ტიპის არსებობს.

ბლენდერები ორ ტიპად იყოფა: სტაციონალური და ხელის ბლენდერები.

ხელის ბლენდერი პატარა და კომპაქტური მოწყობილობაა, ის ძირითადად ჭიქისა და პლასტმასის ან მეტალის ღერძისაგან შედგება და გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის დაჭრისა თუ დაფქვისთვის. მისი საშუალებით შეგიძლიათ დაჭრათ თხილი და ნიგოზი, სხვადასხვა სახის მწვანილი, ხახვი, ნიორი, ბოსტნეული და მოამზადოთ პიურე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სოუსების მოსამზადებლადაც, ან მცირე ოდენობის შეიკებისა და კოქტეილებისთვის. თუმცა, მისი უარყოფითი მხარე ისაა, რომ თუ თქვენ დიდი ოჯახი გაქვთ, შესაძლოა მისი გამოყენება ხანგრძლივი და დამღლელი აღმოჩნდეს, რადგან დიდი პორციების მოსამზადებლად მისი ხანგრძლივად ხელში ჭერაა საჭირო. ამგვარი ბლენდერები ძირითადად პლასტმასის ან მეტალის არის. მათი სიმძლავრე 200 ვატიდან 800 ვატამდე მერყეობს, სიჩქარე კი 2-დან 15-მდეა.

სტაციონალური ბლენდერი უმეტესად სხვადასხვა შეიქების, კოქტეილებისა და ფაფების მოსამზადებლად გამოიყენება. ხელის ბლენდერთან შედარებით მისი გამოყენება მარტივია - საკმარისია ღილაკზე მხოლოდ ერთი თითის დაჭერა დახელსაწყო თავად მოამზადებს გემრიელ დესერტს. ამგვარ ბლენდერებსსაკუთარი კონტეინერი აქვთ, რომელზეც დანის პირებია მიმაგრებული. შეგიძლიათ კონტეინერში ჩაყაროთ სასურვლი პროდუქტი და დაელოდოთ მომზადებას. მათი სიმძლავრე 400-დან 800 ვატამდეა. კონტეინერის მოცულობა კი 0.5-დან 2 ლიტრამდე მერყეობს. ამგვარი ბლენდერების გარეცხვაც საკმაოდ მარტივია, რადგან უმეტეს მათგანს ავტომატური წმენდის ფუნქცია აქვს. საკმარისია ჩაასხათ მასში წყალი და დააჭიროთ ხელი შესაბამის ღილაკს.

ბლენდერის ჯამი
ძირითადად გვხვდება 2 ტიპის ჯამი: პლასტმასის და მინის. მინის უპირატესობა არის იმაში, რომ არ იბურება, არ იკიდებს სუნს, არ იკაწრება და შეიძლება მისი ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვაც. პლასტმასი კი შესაძლებელია დროთა განმავლობაში დაიბუროს და არასასიამოვნო ფერი მიიღოს. ასევე, შეიძლება ადვილად დაიკაწროს.

სიჩქარეთა რაოდენობა
ბლენდერების უმრავლესობას ძირითადად აქვთ 2-5 სიჩქარე. არსებობს, ასევე, ბლენდერები, რომლებსაც გააჩნიათ სიჩქარის 12/14 რეჟიმი. ბლენდერის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმის ასარჩევად საუკეთესო ვარიანტია რამოდენიმე სიჩქარის არსებობა. არსებობს ისეთი მოდელებიც რომლებსაც აქვთ სიჩქარის რეგულირების ფუნქცია, რისი საშუალებითაც შესაძლებელია მომზადების პროცესის კონტროლი და რეგულირება.

 

 

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის ბლენდერი Deals.ge-ზე!