(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

პოპ-კორნის მომზადება სახლის პირობებში

ზაფხულის საღამოები უმეტესად ყველაზე თავისუფალი საღამოებია. ცოტა საქმე, მეტი თავისუფალი დრო, ნაკლები გსართობი, ქალაქიდან გაკრეფილი მეგობრები. თუ თქვენი საღამოებიც ამგვარია, შეგიძლიათ დიდი კინოს სეზონი გახსნათ. დასხდეთ გრილ ვერანდაზე, აივანზე, ეზოში, ან სულაც ოთახში და საყვარელ ფილმებს უყუროთ. შეგიძლიათ მეგობრებიც მოიწვიოთ და ერთად გაიხსენოთ კინო კლასიკა, ანაც თანამედროვე კინოს სიახლეებს გაეცნოთ. კომფორტული პუფები და დიდი ტელევიზორი თუ უკვე გაქვთ, სრული იდილიისთვის პოპ-კორნის აპარატი დაგჭირდებათ. სხვაგვარად წარმოგიდგენიათ კინოს ყურება? 

ბატი-ბუტის მარცვლებს ნებისმიერ სუპერმარკეტში შეიძენთ, მათი მომზადება კი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. კინოთეატრებში მხოლოდ ერთი სახეობის, კლასიკური, მარილიანი პოპ კორნი იყიდება. თქვენ კი შეგიძლიათ მრავალფეროვნება ჩართოთ საქმეში და მოამზადოთ ტკბილი, ან სხვადასხვა არომატების მქონე სასუსნავი. გაგისინჯავთ პოპ-კორნი ვანილით ან შოკოლადით? სხვადასხვა ხილის არომატებით? ჩართეთ ფანტაზია და თქვენი მომზადებული სასუსნავი ყველაზე გემრიელი და რაც მთავარია ახალი იქნება.

პოპ კორნის მომზადება ჩვეულებრივ ქვაბში ან ტაფაშიც შეგიძლიათ, მაგრამ ეს ყოველივე დიდ წვალებასთან არის დაკავშირებული. სიმარტივისა და სისწრაფისთვის პოპ კორნის აპარატი გამოგადგებათ. ჩაყრით ბატი-ბუტის მარცვლებს, დაამატებთ სასურველ ინგრედიენტებს და რამდენიმე წუთში უგემრიელესი სასუსნავიც მზად იქნება. ნაკლები ცხიმი და ცხელი ჰაერი უზრუნველჰყოფს თქვენი პოპ კორნის სიჯანსაღეს. აპარატი 1100 ვატი სიმძლავრის არის, მისი მოხმარება უმარტივესია, მხოლოდ ერთ ღილაკზე თითის დაჭერით უგემრიელეს, ახლად მომზადებულ პოპ კორნს მიიღებთ.

 

შეიძინე პოპ-კორნის აპარატი Deals.ge-ზე!