(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ მტვერსასრუტი?

სახლის დასაგველად, თუ იატაკის მოსაწმენდად ბევრი რამ გვჭირდება: ცოცხი, აქანდაზი, იატაკის ჯოხი, ტილოები და სხვა. ეს ყველაფერი დიდ ადგილს იკავებს და დამეთანხმებით ძალიან მოუხერხებელიცაა. ხშირად დაუსუფთავებელი ადგილები გვრჩება და მტვერს ბოლომდე ვერ ვწმენდთ. ვიღლებით, ბევრ ენერგიას ვხარჯავთ, რელურად კი სახლი არ დაგვილაგებია. 

სახლის დასასუფთავებლად ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საშუალება მტვერსასრუტია. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მტვერსასტრუტის შეძენისას?

სიმძლავრე უმნიშვნელოვანესია მტვერსასრუტის შეძენისას. რაც უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, მით უფრო უკეთესი შედეგია დასუფთავებისას. მძლავრი მტვერსასრუტი დიდი ფართობის სახლისთვის განსაკთრებულად მოსახერხებელია. მაღალი სიმძლავრეა 2000 ვტ-დან ზემოთ.

ფილტრაცია - ფილტრი არსებობს: ქაღალდის, წყლის, ტექსტილის, HEPA. კარგი ფილტრაციის შემთხვევაში სახლი ცუდი ჰაერით არ ბინძურდება. თანამედროვე მტვერსასრტებში იყეენებენ HEPA ფილტრს, რომელიც 100%-ით ფილტრავს ჰაერს.

მტვრის კონტეინერი - არსებობს მტვრის ერთჯერადი და მრავალჯერადი ტომრები, მაგრამ კონტეინერი ანუ ჭიქა გაცილებით მოსახერხებელია, რადგან ადვილად იწმინდება და ხელს არ უშლის ჰაერის მოძრაობას.

არ უნდა დაგვავიწყდეს ფუნქციების შემოწმება. გაცილებით უკეთესია მტვერსასრუტი, რომლის ფილტრიც ირეცხება. ძალიან მნიშვნელოვანია მტვრის კონტეინერის ზომა, პატარა ზომის შემთხვევაში დალაგების დროს მისი დაცლა მოგიწევთ. რეგულირებადი სიმძლავრე ხელს შეგიწყობთ ოპტიმალურად გამოიყენოთ ენერგია. სადენის დახვევის ღილაკი თქვენს დროს და ენერგიას დაზოგავს. საწმენდი მილი აუცილებლად უნცა იყოს რეგულირებადი, რადგან უმოძრაო მიძლი ძალიან მოუხერხებელია და რთულად შესაღწევ ადგილებში ვერ ასუფთავებს.

ზედმეტი ხარჯების თავიდან ასარიდებლად, არ დაგავიწყდეთ იმის შემოწმება, თუ რა მოჰყვება მტვერსასრუტს კომპლექტში. ხშირად მტვერსასრუტის შეძენის შემდეგ დამატებითი ნივთების ყიდვა სჭირდებათ, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება მოჰყვებოდეს სხვადასხვა საწმენდი და გამოსაცვლელი საცმი, რომელიც დაგეხმარებათ რთულად შესაღწევი ადგილების გაწმენდაში.

 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის მტვერსასრუტი Deals.ge-ზე!