(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ყავის მომზადების ისტორია

წარმოგიდგენიათ ცხოვრება ყავის გარეშე? აი იმ ჯადოსნური სასმელის გარეშე, ყველაზე უენერგიო დილას რომ ძალას გაძლევთ, სამსახურში ყველაზე კრიტიკულ მომენტში აზროვნებაში გხმარებიათ ან საღამოს მეგობართან ერთად ემოციების გასაზიარებლად იყენებთ. მსოფლიოს დაყოფა ორ კატეგორიად მარტივად შეგვიძლია : ადამიანები ვისაც უყვარს ყავა და ისინი ვისაც კარგი ყავა ჯერ არ გაუსინჯავს. 

საქართველოში ყველაზე დიდი პოპულარობით თურქული ყავა სარგებლობდა. მეზობელთან შეკრებილი ქალები ძალიან დიდხანს ხელის საფქვევით ხალავდნენ ყავის მარცვლებს, მერე გაზის ქურასთან დარაჯობდნენ და შემდეგ ძალიან ნელა ასხამდნენ პატარა ჭიქებში. ყველაზე კარგი ყავის მომზადების ოსტატად ის ითვლებოდა ვინც ქაფს თანაბრად გადაანაწილებდა ყველა ჭიქაში.

XXI საუკუნეში ხანგრძლივი რიტუალური ყავის სმის პროცედურები, ისევე როგორც ყავახანები წარსულს ჩაბარდა. რამდენადაც გამაბრუებლად და რომანტიკულად არ უნდა იყოს ჩვენს აზროვნებაში ნალექიანი ყავის სურნელი ჩარჩენილი ზუსტად ვიცით რომ ყავის მომზადების თანამედროვე მეთოდები და ნაირსახეობები გაცილებით უკეთეს არჩევანს გვთავაზობს. დღეს ყავის მოყვარულთათვის უკონკურენტოდ ყავის ელექტრო მადუღარები იქცა.

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ყავის მადუღარების ევოლუციის შესახებ:

ითვლება, რომ ყავის სადუღარა 1800 წელს გამოიგონა ფრანგმა მღვდელმა დე ბელუამ. ეს იყო წვეთოვანი სადუღარა, სადაც ყავის წვეთები ნალექისგან განცალკევდებოდა.

19 წლის მერე მეთუნუქე მორისიმა მოდერნიცაზია გაუკეთა აპარატს და ბრუნვის ფუნქცია დაუმატა.
გეიზერის პრინციპით მომუშავე ყავის მადუღარები გამოჩნდნენ 1827 წელს. ყავის მომზადება მიმდინარეობდა ცხელი წყლით და ორთქლით მრავალჯერ დამუშავებით, რის შედეგადაც წარმოიშვებოდა „გეიზერი“ ჭიქაში.

1840 წელს შოტლანდიელმა ინჟინერმა, რომელიც საზღვაოსნო უწყებაში მუშაობდა, გამოიგონა ყავის მადუღარა, რომელიც მუშაობდა ვაკუუმის პრინციპით, რომელის დროსაც ყავის ფენას წყალი ჯერ ერეოდა და შემდეგ ვაკუუმის პრინციპით უკან ბრუნდებოდა.

კომპრესული ყავის მადუღარა გამოიგონა ფრანგმა გამომგონებელმა 1855 წელს, დე სენტაისომ. მასში ყავა დუღდებოდა მაღალი წნევის ზეგავლენის ქვეშ. იტალიელმა ლუიჯი ბეცცერამ 1901 წელს გამოგონა ყავის აპარატი ბარისთვის, რომელმაც თანამდეროვე ელექტრო მადუღარებს უშუალო წინაპარია.

ყავის მადუღარამ გაიარა საინტერესო გზა და განიცადა ტრანსფორმაცია, დღეს ყოველწლიურად მსოფლიოში 750 მილიარდი ჭიქა ყავა ისმევა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ყავას შორის მოხვდა:

  • ესპრესო
  • კაპუჩინონო
  • ამერიკანო
  • ლატე
  • კარამელის მაკიატო (macchiato)

 

ყველა ნორმალური რეპუტაციის კაფე-ბარში მათი შეძენა შეგიძლიათ, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ შეიძენთ სპეციალურ აპარატს მათ დასამზადებლად.

 

შეარჩიეთ სასურველი ყავის აპარატი Deals.ge-ზე!