(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ჩირის მოსამზადებელი აპარატი - გემრიელი და სასარგებლო ხილი მთელი წლის განმავლობაში!

ჩირი თითქმის იმდენივე სასარგებლო ვიტამინს ინახავს, რამდენსაც ახალი ხილი. ჩირი გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე სხვა ნებისმიერი ტკბილეული და ნუგბარი. კალცი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, ფოსფორი, A და B ვიტამინები შეგიძლიათ ჩირის საშუალებით მიიღოთ. რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩირი სწორედ იმ რაოდენობის შაქარს შეიცავს, რაც ორგანიზმისთვის მავნე არ არის, მეტიც, საჭიროა. მისი მიღება არც სისხლში შაქრის მატებას გამოიწვევს და არც გაგასუქებთ. მინერალებისა და ვიტამინების გარდა ჩირი ბევრ ისეთ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც კუჭნაწლავის ტრაქტის სტიმულაციას ახდენს. 

როგორც ვხედავთ, ჩირს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება გააჩნია და თქვენი ჯანმრთელობისთვისაც მისი მიღება ძალიან სასურველი იქნებოდა, მაგრამ ჩირის შეძენისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ყველანაირი წესით მომზადებული ჩირი სასარგებლო სულაც არ არის. რიგ შემთხვევებში გასაყიდად გამზადებული ჩირის სპეციალური ქიმიური დამუშავება ხდება, რადგან მან გაიხანგრძლივოს ვარგისიანობის ვადა და მყიდველისთვის ხანგრძლივად  მიმზიდველი და სასურველი იყოს.

ჩირის შეძენა ერთი შეხედვით მარტივი საქმეა, თუმცა გასათვალისწინებელი ბევრი ფაქტორია: სოფელში მომზადებული ჩირი მართალია ნატურალურია და არ არის სხვადასხვა ქიმიური ხსნარებით დამუშავებული, მაგრამ რთულია შეძენისას დარწმუნებით იცოდეთ თუ რამდენად სუფთა გარემოშია მომზადებული ამა თუ იმ ხილის ჩირი, რამდენად დაცულია მწერების შეხებისგან და ა.შ. ვიცით, რომ ხილის მზეზე გამოშრობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. ქარხნული წესით მომზადებული ჩირი კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, შესაძლოა სხვადასხვა უსარგებლო ნივთიერებებით იყოს დამუშავებული, რაც ჯანმრთელობისთვის არც თუ დიდად სასარგებლოა.

იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ ნატურალური და სუფთა საკვების მიღებაში, შეგვიძლია სასურველი ხილი თავად გამოვაშროთ და უგემრიელესი ჩირებიც სახლის პირობებში მოვამზადოთ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო დიდი ვერანდა და მუდმივად მზიანი ამინდი, საჭირო მხოლოდ რამდენიმე საათი და ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშრობი აპარატია.

სხვადასხვა ბრენდებმა, უკვე მიაგნეს ჩირის მომზადების მარტივ და საინტერესო მეთოდს, მათ შექმნეს რამდენიმე განყოფილებიანი აპარატები, რომლებიც სხვადასხვა ხილის გამოშრობაში მარტივად და სწრაფად დაგეხმარებათ. არსებობს Sinbo-ს, Saachi-ს და სხვა ცნობილი ბრენდების ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშრობი აპარატები, რომლებიც  220-240 ვოლტზე მუშაობს და მათი სიმძლავრე საშუალოდ 245 ვატია. ამგვარი აპარატების საშუალებით გემრიელი და სასარგებლო ჩირების მომზადება ძალიან მარტივად და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სწრაფად არის შესაძლებელი.

აპარატის ფირფიტებზე შეგიძლიათ თევენთვის სასურველი ნებისმიერი ხილი დაალაგოთ, სასურველი ტემპერატურა დაარეგულიროთ და დაელოდოთ გამოშრობას. დილით თუ ჩართავთ, საღამოს, ან სულაც შუა დღეზე შესაძლოა ჩირი მზად გქონდეთ.

ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშრობი აპარატები ძირითადად 30 სმ სიაგონალის ფირფიტებისგან შედგება. განყოფილებების რაოდენობა კი ტქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ შეარჩიოთ. არსებობს 5 და 12 განყოფილებიანი აპარატები. მათი არჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძალიან გიყვართ ეს სასარგებლო ტკბილეული და რამდენად ხშირად მიირთმევთ მას.

ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშრობი აპარატის ერთი განყოფილების სიმაღლე დაახლოებით 3.5 სმ-ია, ასე რომ მასში შეგიძლიათ როგორც დაჭრილი, ასევე მთლიანი ხილი ჩააწყოთ. გაგისინჯავთ მარწყვის ან ჟოლოს ჩირი? ორივე უზომოდ გემრიელია.

ჩირის მოსამზადებელი აპარატის მძლავრი ძრავი ვენტილატორით უზრუნველყოფს ჰაერის თანაბარ ცირკულაციას. მოწყობილობა მარტივად იშლება და ირეცხება. ტემპერატურის რეგულირება 30-დან 70 გრადუსამდეა შესაძლებელი. სხვადასხვა პროდუქტის გამოსაშრობად საჭიროა სხვადასხვა დრო. მაგალითად: ვაშლის გამოსაშრობას სჭირდება 4-დან 8 სთ-მდე. მსხლის ჩირის დასამზადებლად - 8-დან 30 სთ-მდეა რეკომენდირებული. მოწყობილობის უწყვეტ რეჟიმში მუშაობა შესაძლებელია არაუმეტეს 40 სთ. 40 სთ უწყვეტი მუშაობის შემდეგ აპარატი უნდა გამოირთოს მის სრულ გაგრილებამდე, თუმცა სრული 40 საათი არც ერთი ხილისა თუ ბოსტნეულის გამოსაშრობად არ არის საჭირო.

ამგვარად, მარტივად მოსახმარი, მსუბუქი და კომფორტული აპარატის საშუალებით, თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ თქვენი საყვარელი ხილი მთელი წლის მანძილზე და მაშინაც კი, როცა გარეთ ითოვებს და მაღაზიებში მხოლოდ ზამთრის ხილი გაიყიდება, თქვენ შეგეძლებათ სახლში იქონიოთ მარწყვის, მოცხარის, ჟოლოს, ნესვის, ატმის და სხვა უგემრიელესი ხილის ჩირები. რაც მთავარია, წლის ნებისმიერ სეზონზე შეძლებთ მიიღოთ სასარგებლო ვიტამინები და მინერალები უგემრიელესი ტკბილეულის საშუალებით.

 

შეარჩიეთ სასურველი ჩირის აპარატი Deals.ge-ზე!