(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რატომ შევიძინოთ Xiaomi Mi A3

ივლისის ბოლოს გაიმართა Xiaomi Mi A3-ის პრეზენტაცია და ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბრენდმა შეცვალა თავისი ხედვა თანამედროვე სმარტფონის მიმართ. წინამორბედისგან განსხვავებით ახალ სმარტფონს აქვს დაკტილოსკოპიური სკანერი, OLED დისპლეი, სწრაფი დატენვის ფუნქცია და ის ყველაფერი, რაზეც ლაპარაკი ნამდვილად ღირს.

დიზაინი 

გასულ წელს გამოსული Mi A2-სგან განსხვავებით A3-ში მატეს მეტალის კორპუსი შეცვალეს მინით, რამაც მწარმოებელს მისი გამრავალფეროვნების საშუალება მისცა და ახლა ერთგვაროვანი ზურგის მაგიერ, სმარტფონი თავს იწონებს ტრენდული ფერებით. Mi A3-ს არ აქვს გრადიენტი ისე, როგორც ეს 2019 წელს გამოშვებული აპარატების უმრავლესობასთან გვხვდება. მის მაგივრად კი კორპუსი პერლამუტრისაა, რაც ცისარტყელის სილაჟვარდის ეფექტს ქმნის.

სმარტფონის დისპლეი

Xiaomi Mi A3-ს აქვს 6.1 დიუმიანი OLED მატრიცა 1560×720 გაფართოებით და მეხუთე თაობის Gorilla Glass მინით. მიუხედავად იმისა, რომ გათამამებულები ვართ უფრო შთამბეჭდავი დისპლეებით, აქ ჩვენ გვაქვს HD გაფართეობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოს ხარისხზე არ აისახება, მაინც საწყენია, რომ შარშანდელ მოდელს უკეთესი FullHD+ გაფართოება ჰქონდა. ახალს კი, არა.

 

არც ისე კარგი თითის ანაბეჭდის სკანერი

 

თითის ანაბეჭდის სენსორი განლაგებულია დისპლეის ქვეშ, ქვედა ზღვართან ახლოს. რის შედეგადაც, როდესაც სმარტფონი ხელში გიჭირავთ ერთი ხელით და ცდილობთ მის დიდი თითით განბლოკვას, საკმაოდ გირთულდებათ საქმე. რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია ორი ხელითაც, მაგრამ ეს ყოველთვის მოსახერხებელი არ არის. თითის ანაბეჭდის მეორე ურაყოფითი ხმარე ის არის, რომ ის არც ისე სწრაფად მუშაობს.

შიგთავსი

 

Xiaomi Mi A3 მუშაობს რამდენიმე თვის წინ გამოსულ 8 ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 665, რომლის მაქსიმალური ტაქტური სიხშირე 2 GHz-ს შეადგენს და მუშაობს გრაფიკულ დამაჩქარებელთან, Adreno 610-სთან ერთად. ხელმისაწვდომია რამდენიმე მოდიფიკაცია 4/64 GB და 4/128 GB მეხსიერებით. გაზრდა შესაძლებელია 256 GB-მდე microSD ბარათით.

 

ოპერაციული სისტემა

 

ამ ხაზის მთავარი ღირსებაა ის, რომ ისინი შედიან Android One-ის კლუბში და გამოდიან საფირმო მარკის MIUI-ს გარეშე, სუფთა ანდროიდით. ვინც მიჩვეულია Xiaomi-ის პროდუქციის გამოყენებას, ოპერაციული სისტემა სუფთა ანდროიდნზე ცოტა მოსაწყენად მოეჩვენება. თუმცა მალე მიხვდებით, რომ ის უფრო მარტივია, ლაკონური და ზედპეტი გაფორმებებიც არ გხვდებათ თვალში.

კამერის მონაცემები

Mi A3-ის კამერებზე მწარმოებლებმა მთელი სულით და გულით იმუშავეს. სმარტფონს აქვს ძირითადი კამერის სამი მოდული. წამყვანი სენსორი 48 mp (f/1.79), ფართოკუთხოვანი ობიექტივი 8 mp (f/2.2) და სიღრმის დამატებითი მოდული 2 mp (f/2.4). კამერას აქვს ახალი ფუნქცია Super Pixel 4/1, რომელიც ღამით გადაღების დროს, მეტი სიმკვეთრისთვის აერთიანებს „კვადრატს“ ოთხი პიქსელისგან ერთში.

ცუდი განათების დროს, ამ ტექნოლოგიის წყალობით საკმაოდ კარგი ფოტოები გამოდის. გადაღების რეჟიმებს შორის გამოვყოფთ შემდეგს: კლასიკური და მოკლე ვიდეოს რეჟიმები 4K ფორმატში შენელების, ან აჩქარების შესაძლებლობით, პორტრეტის რეჟიმი, პანორამა და პროფი, რომელშიც აპარატის მომართვას ხელით, თავად შეძლებთ. რა თქმა უნდა, აპარატს არც ფილტრები და ბიუთიფიკაციის ელემენტები აკლია.

ამ სმარტფონების კამერები აღჭურვილია ხელოვნური ინტელექტით. თუმცა ამ ეტაპზე ის იმდენად კარგი არ არის, რომ მივანდოთ კადრის აწყობა. მას ჯერ კიდევ არ გამოსდის სიუჟეტის სწორად ამოცნობა და კომპოზიციის საუკეთესო ვარიანტის შემოთავაზება.

ავტონომიური მუშაობა

Mi A3 -ს აქვს საკმაოდ კარგი მოცულობა 4030 mAh-ის ტევადობით, რაც სრულიად საკმარისია, რომ თავისუფლად იმუშაოთ მთელი დღის განმავლობაში. აღჭურვილია სწრაფი დატენვის ფუნქციითაც, ასე რომ საკმაოდ კომფორტული გამოსაყენებელია ამ მხრივ.

როგორ შევიძინოთ

ქართულ ბაზარზე Mi A3 უკვე შემოსულია და დაბალბიუჯეტური თანამედროვე სმარტფონის კვლალობაზე საკმაოდ კარგ მონაცემებსაც ფლობს. ჩვენს ონლაინ მაღაზიაში სმარტფონის შეძენას 781 ლარად შეძლებთ.