(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ეპილატორი?

რა აქცევს ქალს სასურველად, თუ არა მისი უნაკლო და ლამაზი სხეული? თანამედროვე სამყაროში ზედმეტი თმის მოშორების პრობლემა უკვე აღარ დგას, თუმცა ყოველთვის ფორმაში ყოფნისათვის საჭროა დიდი ძალისხმევა და ფინანსები. თუ თქვენ არ გაქვთ დრო ყოველ კვირა სილამაზის სალონში საკუთარ თავს დიდი დრო დაუთმოთ, ან თუნდაც ფიქრობთ, რომ ეპილაცია ფულის ხარჯვაა, მაშინ თქვენთვის აუცილებელი ნივთი სწორედ ეპილატორია. ის ადვილად ანაცვლებს და სამუდამოდ დაგავიწყებთ საპარსის არსებობას, არის გაცილებით ეფექტური და სწრაფი მეთოდი ზედმეტი თმის მოსაშორებლად. გაპარსულ და დეპილირებულ კანზე თმის ღერები რამდენიმე დღეში იჩენს თავს, ეპილატორით გასუფთავებული კანით კი 20-30 დღის განმავლობაში დატკბებით.

არსებობს ეპილატორის 2 ტიპი:
ეპილატორები დისკით და ეპილატორები სამტვრევით
ეპილატორებს, რომლებსაც გააჩნიათ დისკი საკმაოდ სწრაფად აცლის თმას, თუმცა შეიძლება ითქვას რომ ეს პროცედურა უმტკივნეულო ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება სამტვრევებით აღჭურვილ ეპილატორებს, ის შედარებით ნელა მუშაობს და დიდი დრო სჭირდება, თუმცა ამ ტიპის ეპილატორით ჩატარებული პროცედურა გაცილებით კომფორტულია.

მგრძნობიარე კანის შემთხვევაში
განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონად ითვლება იღლიისა და ბიკინის ზონა, სადაც სხვა ზონებთან შედარებით ეპილაცია შედარებით მტკივნეულია. სწორედ ამიტომ ეპილატორების კომპლექტაციაში შედის საცმები „დამწყებთათვის“ , რაც ძალიან მოსახერხებელია მათთვის ვინც პირველად იკეთებს ეპილაციას. ტკივილია შესანელებლად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ყინული, რომელიც გიცავთ თუკი ეპილაციის პროცესშ კანი დაგიზიანდებათ.

სიჩქარე
არის ეპილატორების ტიპი, რომლებსაც აქვთ მხოლოდ ერთი სიჩქარე, თუმცა სასურველია ისეთი ეპილატორის შეძენა, რომელსაც სიჩქარის ორი რეჟიმი ექნება. ორ-სიჩქარიან ეპილატორს შეუძლია მოაშოროს ძალიან თხელი თმაც კი გაცილებით უმტკივნეულოდ და სწრაფად.

განათება
ეს ფუნქცია დაგეხმარებათ სუფთად ჩაიტაროთ ეპილაცია და არ დაგრჩეთ თმის არცერთი ღერი.

კვების წყარო
არსებობს ეპილატორები, რომელიც, როგორც, დენის წყაროდან, ასევე ბატარეების საშუალებით მუშაობს. არის ეპილატორის ისეთი მოდელები, რომლებიც აკუმულატორით არის აღჭურვილი და მისი გამოყენება დამუხტვის შემდეგ დენის წყაროს გარეშეც არის შესაძლებელი.

საცმები ეპილატორისთვის

  • შემზღუდავი საცმი - ამცირებს საეპილაციო ზონის ფართობს.
  • საცმი ტრიმერი - კომბინირებული პარსვისა და სტაილინგისთვის ბიკინის ზონაში.
  • საცმი სამართებელი - მოსახერხებელია იმ ადგილებში, სადაც ეპილაცია არასასურველია და სხვა საცმები.

 შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის ეპილატორი Deals.ge-ზე!