(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რა არის ირიგატორი?

ბევრი ჩვენგანისთვის პირის ღრუს ირიგატორი რაღაც ამოუცნობი მოწყობილობაა, რომელიც ზოგის აზრით მთლიანად გვაცილებს თავიდან სტომატოლოგიურ პრობლემებს, სხვებისთვის კი უსარგებლო ნივთია.

თუმცა დღეს ჩვენ მთლიანად გავფანტავთ ყველა მითს და ვეცდებით სრულად მოგაწოდოთ რეალობის შესაბამისი ინფორმაცია ამ დანადგარის შესახებ.

კბილისა და ღრილის დაავადებების გაჩენის მიზეზები

კბილის ერთადერთი მუნებრივი დაცვის საშუალება ემალია. ეს რთული მასალაა, რომელიც შედგება 96% არაორგანული ნივთირერებებისგან, 3% წყლისა და 1% ორგანული ნივთიერებებისგან. არაორგანული ნაწილი ემალის პრიზმისა და პრიზმათშორისი ემალისგან შედგება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ორგანული ნაერთების ფირფიტებს. სწორედ ეს ფირფიტებია კბილის ყველაზე დაუცველი ნაწილი.

პირის ღრუში არსებული ბაქტერიები, ნთქავენ კბილის ზედაპირზე არსებულ ნახშირწყლებს. რთული ბიოქიმიური რეაქციების შედეგად კი გამოყოფენ მჟავას, რომელიც სპობს კბილის ემალს და ნთქავს მის ორგანულ ნაწილს. ამგვარად ემალის მთლიანობა ირღვევა და იხსნება გზა კბილის ორგანული ქსოვილისაკენ. ამგვარად ყალიბდება კარიესი.

ბაქტერიების კიდევ ერთი მავნე ზემოქმედების შედეგი პარადონტოზია. კბილის ზედაპირზე დარჩენილი საკვების ნაწილი ქმნის ნადებს, მისი შემადგენელი ორგანული ნაწილი კვებავს მიკროორგანიზმებს. თუ ნადებს რეგულარულად არ გაწმენდთ, ხდება მისი მინერალიზაცია, მაგრდება, ქვადება და დროთა განმავლობაში იჭრება ღრძილის სივრცეში, ქრება კავშირი კბილსა და ძვლებს შორის და კბილი იკარგება.

კბილებისა და ღრილების დაავადებების პროფილაქტიკა

ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებების მიზეზების გაგების შედეგად ცხადი ხდება, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა არ დავუშვათ კბილის ქვების წარმოქმნა და ხელი შევუწყოთ ბაქტერიების მუდმივ განადგურებას.

სტომატოლოგიური პროფილაქტიკის საშუალებებია:

  • კბილის ჯაგრისი
  • კბილის ძაფი
  • ბალზამები და სავლებები
  • კბილის ღრუს ირიგატორები

მოდით განვიხილოთ ეს უკანასლნელი და გავიგოთ, როგორ მუშაობს ის პირის ღრუზე.

ირიგატორის შექმნის ისტორია

სტომატოლოგებმა იციან, რომ პირის ღრუს გაწმენდას მხოლოდ ჯაგრისი და სავლები არ ჰყოფნის, რადგან პირში არის რთულად მისადგომი ადგილები, რომელიც არ იწმინდება. ექიმების კაბინეტებში კი უკვე დიდი ხნის წინ არსებობდა სტაციონალური ხელსაწყო, რომელიც მკურნალობის დაწყებამდე ხარისხიანად წმენდდა ყოველ წერტილს. ამის საშუალებას კი ძლიერი წყლის ნაკადი იძლეოდა.

ამერიკელი ექიმი ჟერარ მეიერი მიხვდა, რომ ის შეიძლება გამხდარიყო პროფილაქტიკის ეფექტური მეთოდი. ამისთვის კი უნდა შექმნილიყო აპარატი, რომელსაც პაციენტი სახლის პირობებში ყოველდღიურად გამოიყენებდა, ისევე როგორც ჯაგრისს. მან თავისი დასკვნა ინჟინერ ჯონ მატინგლის გააცნო და დაიწყო იდეის რეალიზება.

პარტნიორებმა შექმნეს კომპანია სახელწოდებით Waterpik. და 1962 წელს გაყიდეს პირველი ირიგატორი. სპეციალისტებმაც და მომხმარებლებმაც მაშინვე დააფასეს სიახლე და შედეგად კომპანია Waterpik დღემდე ინარჩუნებს ლიდერობას ირიგატორების ბაზარზე.

ირიგატორის შესალებლობები

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ირიგატორი ვერ შეცვლის პირის ღრუს მოვლის ყველა საშუალებას. პარალელურად აუცილებელია კბილის ჯაგრისის გამოყენებაც. ირიგატორი სწორედ ჯაგრისის დამხმარედ მოიაზრება, რადგან ის აღწევს ისეთ მიუვალ ადგილებში, როგორსაც ვერ აღწევს ჯაგრისი.

ირიგატორი შეუცვლელია ბრეკეტების ტარების დროსაც. მისი საშუალებით თქვენ ახდენთ ბრეკეტის კონსტრუქციის რეგულარულ წმენდას.

ამგვარად ირიგატორი ასრულებს შემდეგ დავალებებს:

  • უზრუნველყოფს კბილის ნადების მოშორებას კბილიდან და კბილთა შორის არედან.
  • აცილებს ნადებს ღრძილებთან.
  • უზრუნველყოფს ბრეკეტების მუდმივ სისუფთავეს.
  • უზრუნველყოფს ღრძილისა და კბილის სისუფთავეს ზედმეტი მგრძნობელობის დროს.
  • მას კომფორტულად იყენებთ პარადონტოზის დროს.
  • აქვს მასაჟის ეფექტი და ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

ირიგატორის მუშაობის პრინციპი

ირიგატორების მთავარი დანიშნულებაა წნევის ზემოქმედებით შექმნას სითხის თხელი ნაკადი, რომელიც ასუფთავებს ნადებისგან. ყველა მოდელის ძირითადი ფუნქციური შემადგენელი ერთნაირია:

  • სითხის წყარო. ხშირად ეს არის რეზერვუარი, რომელიც დანადგარის საბაზისო კომპლექტაციაში შედის.
  • სიმძლავრის ნაწილი, რომელიც ნაკადს აძლევს წნევას.
  • გამშვები ნაწილი, რომლიდანაც გადის სითხე.

ამგვარად, თუ გსურთ შეინარჩუნოთ პირის ღრუს ჯანმრთელობა და ნაკლებად დადგეთ კარიესისა და პარადონტოზის გაჩენის საფრთხის ქვეშ, შეიძინეთ ირიგატორი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.