(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Xiaomi Mi Play: ფლაგმანური ბიუჯეტური სმარტფონის განხილვა

გასული წლის ბოლოს ჩინეთში კომპანია Xiaomi–მ წარმოადგინა ერთ–ერთი მორიგი სმარტფონი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Xiaomi Mi Play, რომლითაც გინესის რეკორდებშიც შევიდა, Mi Play–თ მობილური ტელეფონებისგან შემდგარი ყველაზე დიდი მოზაიკა შექმნეს. თუმცა ტელეფონმა ჩვენი ყურადღება სულ სხვა რამის გამო მიიპყრო.  

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის Xiaomi–ს პირველი მოდელი წვეთისებრი ჭრილით ფრონტალური კამერისთვის და პროცესორით Helio P35. თუ სხვა რა განსაკუთრებულებულობა ახასიათებს აპარატს, სტატიაში განვიხილავთ.

კომპლექტაცია და დიზაინი

Mi Play–ს დიზაინი საკმაოდ საინტერესოა. ეს არის მწარმოებლის პირველი აპარატი, რომელსაც აქვს წვეთისებრი ჭრილი სელფი კამერისთვის. სენსორული ღილაკები ეკრანზეა განთავსებული.

სმარტფონი ორივე მხრიდან დაცულია მინით Gorilla Glass. შავ ფერში ეს უპირატესობა არც ისე თვალშისაცემია, მაგრამ ლურჯი და ოქროსფერი აპარატების უკანა პანელები ნამდვილად საინტერესოდ გამოიყურება. ამგვარი დიზაინის ერთადერთი მინუსი ისაა, რომ თითის ანაბეჭდები ეტყობა. უკანა პანელზე იხილავთ დაქტილოსკოპიურ სენსორს და ორმაგ ძირითად კამერას.

მხარეთა შეფარდება საკმაოდ კომფორტულია –19:9. ყველა ამ დეტალის გათვალისწინებით სმარტფონი საკმაოდ სიმპატიურად გამოიყურება. რა თქმა უნდა, არ არის პრემიალური აპარატი, მაგრამ საკმაო გემოვნებით არის შექმნილი.

დისპლეი

Mi Play–ს აქვს 5,84 დიუმიანი IPS დისპლეი 2280×1080 გაფართოებით და მომრგვალებული დამცავი 2,5D მინით. პრინციპში საკმაოდ ჭკვიანური და გავრცელებული გადაწყვეტილებაა. ეკრანი კარგად გადმოსცემს ფერებს, აქვს კარგი კონტრასტი და ხედვის კუთხეები. აკლია მხოლოდ ცოტა სიკაშკაშე. მზის განათებაზე ფერთა გადმოცემა ცოტა მოიკოჭლებს. თუმცა ეს ნაკლიც არა კრიტიკული, უბრალოდ შესამჩნევია.

მწარმოებლურობა

სმარტფონი მუშაობს არა უბრალო პროცესორზე, არამედ  Helio P35–ზე. Xiaomi Mi Play პირველი სმარტფონი იყო მსოფლიოში, რომელშიც MediaTek–ის ახალი ჩიპსეტი გამოიყენეს.

8 ბირთვიან პროცესორს ეხმარება გრაფიკული დამაჩქარებელი PowerVR GE8320. აპარატი მუშაობს Android–ის მერვე ვერსიაზე, რომელსაც აქვს საფირმო ნიშანი MIUI 10.1. ოპერატიული და შიდა მეხსირების მოცულობა შეადგენს 4/64 GB–ს. მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კი ეს საკმარისად მეტია. მით უმეტეს რომ მისი გაზრდა ყოველთვის შეგიძლიათ  microSD ბარათით 256 GB–მდე.

სახელწოდებიდან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს გეიმერული აპარატია, თუმცა შიგთავსიდან გამომდინარეც მიხვდებოდით, რომ ეს ასე არ არის. ამის მიუხედავად სმარტფონი სწრაფად მუშაობს და გადასარევად უმკლავდება ყოველდღიურ ამოცანებს.

კამერები

Xiaomi Mi Play–ს ერთ–ერთი უპირატესობა ორმაგი ძირითადი კამერაა 12 და 2 მეგაპიქსელიანი მოდულებით, საფაზო ფოკუსირებით, f/2.2 დიაფრაგმით და შესაძლებლობით გადაიღოს ვიდეო Full HD ფორმატში.

სელფი კამერა წარმოდგენილია 8 მეგაპიქსელიანი ერთადერთი მოდულით. მას ამ დროისთვის პოპულარული ყველა Beauty აპლიკაცია აქვს, რომელიც სელფის დამუშავებაში დაგეხმარებათ.

ავტონომიურობა

სმარტფონის აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 3000 mAh–ს, რაც თანამედროვე აპარატებისთვის სტანდარტს წარმოადგენს. ერთი დატენვაც ბუნებრივია ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ჰყოფნის.