(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რა არის eSIM სტანდარტი და რისთვის გვჭირდება

eSIM წარმოადგენს ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას მოგცემთ აირჩიოთ მობილური ოპერატორი და წამებში დაუკავშირდეთ მას.

ყოველ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ახალი ტელეფონის შეძენისას დასჭირვებია მასში SIM ბარათის ჩადება. რაც არც ისე მარტივი დავალებაა და გარკვეულ ძალისხმევას საჭიროებს. სიმ ბარათის ზომები მუდმივად იცვლება და ეს უფრო გვირთულებს საქმეს. მაგრამ შესაძლოა ძალიან მალე დავივიწყოთ SIM ბარათების არსებობა და გადავიდეთ ახალ ტექნოლოგიაზე eSIM, რომელიც ტელეფონის დედა დაფაზე განთავსდება. ერთი შეხედვით გადაწყვეტილება შეიძლება სადაოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ სტატიაში დაინახავთ, რომ მას საკმაოდ ბევრი პლიუსები აქვს.  

რა არისSIM–ბარათი?

დასაწყისისთვის ორი სიტყვით გავიხსენოთ რა არის SIM ბარათი. არსებითად ეს არის ფიზიკური ნივთი, რომელიც იცავს ქსელს. მის სქემაში კოდირებულია უნიკალური IMSI ნომერი (მობილური აბონენტის საერთაშორისო იდენტიფიკატორი) და მასთან დაკავშირებული გაშიფრვის კოდი. ეს ორი ინფორმაციის წყარო არის ის მთავარი შემადგენელი, რაც საშუალებას გაძლევთ მობილური ოპერატორის ქსელი გამოიყენოთ.

ერთი ოპერატორიდან მეორეზე გადასვლილას აუცილებელია მიიღოთ SIM ბარათი, რომელიც კონკრეტული ოპერატორის მიერ იქნება გამოშვებული. თუ ახალი აპარატი გაქვთ ნაყიდი, მასში ან ახალი ბარათი უნდა ჩადოთ, ან ძველი გამოცვალოთ. ეს კი არც ისე მოსახერხებელი პროცესია.

ამჟამად SIM ბარათი უმნიშვნელო ზომის პლასტმასის ნაჭერს წარმოადგენს, მაგრამ დებიუტისას 1991 წელს ის პლასტიკური ბარათის ზომის იყო და მხოლოდ 1996 წელს შემცირდა miniSIM–მდე (25×15 მმ). ეს სტანდარტი გამოიყენებოდა ყველა აპარატში  ათეულობით წელი.

ამის შემდეგ მინიატურიზაცია გაგრძელდა. 2003 წელს გაჩნდა სტანდარტი MicroSIM (15×12 მმ), რომელიც ხმარებაში 2010 წელს, iPhone 4–ით შემოვიდა. მისი შემდგომი თაობა 2012 წელს წარმოადგინეს და მან მიიღო სახელწოდება nanoSIM (12,3×8,8 მმ). ის პირველად iPhone 5–ში გაჩნდა. შემდეგ კი თითქმის ყველა სმარტფონში გავრცელდა.  

შემდგომი ეტაპი მასზე საერთოდ უარის თქმა და eSIM სისტემით ჩანაცვლება იქნება. ეს იქნება  ჩიპი MFF2 ზომებით 6×5 მმ, რომლის სპეციფიკაციაც ჯერ არ არის GSMA–ის მიერ სტანდარტიზებული.

რა არის eSIM ტექნოლოგია?

ახალი სტანდარტი eSIM წარმოადგენს ერთგვარ მოდულურ ჩიპს, რომელიც ტელეფონის დედა დაფაზე მონტაჟდება მისი შექმნის მომენტში. პირველი ჩართვისას აბონენტს მოუწევს რამდენიმე მარტივი setting–ის მომართვა და QR კოდის სკანირება, რომელსაც თქვენი ოპერატორი მოგაწვდით. ახალი ნომერი მაშინვე ჩაიწერება ჩაშენებულ eSIM-ზე.

ამ ტექნოლოგიის რეალიზაცია შექმნის უფრო თხელი და ელეგანტური აპარატების შექმნის შესაძლებლობას. არა მხოლოდ სმარტფონისთვის, არამედ სმარტ საათებისა და სხვა მცირე ზომის მობილური აპარატებისთვის.

რას მოგვცემს eSIM?

SIM ბარათის შეცვლა ინტეგრირებული ჩიპით კარგი იდეაა არა მხოლოდ ესთეტიური კუთხით. ის უფრო გაადვილებს თქვენი ტელეფონის setting–ებს. ამ დროისათვის აპარატის პირველი ჩართვისას აუცილებელია მასში SIM ბარათი მოათავსოთ. ახალი ტექნოლოგიით კი ეს აღარ დაგჭირდებათ.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ ბარათის ტელეფონში მოთავსებას და ამ პროცესში აფუჭებენ მას. eSIM ტექნოლოგია ამისგანაც დაგიცავთ.

ახალი გადაწყვეტილება გაამარტივებს ოპერატორის შეცვლის პროცედურასაც. ამ დროისათვის მის შესაცვლელად თქვენ უნდა მიხვიდეთ მობილური ოპერატორის ოფისში ან მაღაზიაში, შეიძინოთ სასტარტო პაკეტი და მოათავსოთ სიმი ტელეფონში. eSIM – ის საშუალებით კი თქვენთვის საჭირო სატარიფო გეგმის მონიჭება პროგრამული უზრუნველყოფით იქნება შესაძლებელი.

ახალი ტექნოლოგია მოპარული ტელეფონის გამოყენებას გაართულებს. eSIM არ იცვლება და მის გასააქტიურებლად მომხმარებლის პაროლის ცოდნა იქნება აუცილებელი.  

რომელ ქვეყნებშია დანერგილი?

ამ დროისათვის ტექნოლოგია მთელ რიგ ქვეყნებშია დანერგილი. ესენია: აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრალია, შვეიცარია, დანია, ავსტრია, ინდოეთი, პოლონეთი, ბრაზილია და ა.შ. ქვეყნების ჩამონათვალი სულ უფრო და უფრო იზრდება და შესაძლოა მას მალე საქართველოც შეუერთდეს.