(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

Redmi Go: ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი მსოფლიოში

ალბათ ბევრს სმენია, რომ Google–მა შექმნა საკუთარი ოპერაციული სისტემის გამარტივებული ვერსია Android Go, რათა არც დატვირთული ფუნქციონალი ჰქონოდა და მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო. პირველი ბიუჯეტური სმარტფონი, რომელიც ამ სისტემაზე მუშაობს Xiaomi–ის აპარატებთან ერთად გახდა Redmi Go – ბრენდის ყველაზე ხელმისაწვდომი მობილური ტელეფონი.
რითაა კარგი Redmi? აღნიშნულ სტატიაში სწორედ მის მახასიათებლებს განვიხილავთ.


დისპლეი


Redmi Go აღჭურვილია 5 დიუმიანი IPS დისპლეით, რომელსაც აქვს 1280×720 გაფართოება. ეს არის ნამდვილად კარგი დისპლეი. სურათი საკმაოდ მკაფიო და კონტრასტულია. ფერთა გადმოცემა ნორმაში აქვს და კითხვადია მზიან დღესაც კი. თუმცა მაქსიმუმი, რაც ეკრანის სეთინგებიდან შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს არის შრიფტის ზომის არჩევა, სიკაშკაშის მართვა, ან კითხვის რეჟიმის არჩევა.

 

რა არის შიგნით?


აპარატი მუშაობს 4 ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon 425, გრაფიკული დამაჩქარებლით Adreno 308. პროცესორი ახალი არ არის, თუმცა საწყისი დონის სმარტფონისთვის კარგია.
აქვს 1/8 GB ან 1/16GB მოდიფიკაციების შიდა და ოპერატიული მეხსიერებები. ამ შემთხვევაში დიდი არჩევანი არ გაქვთ იმის გათვალისწინებით, რომ მეხსიერების ბარათის შეძენა ყველა ვარიანტში დაგჭირდებათ.
როგორც თავადაც ხვდებით, Redmi Go–ს არ აკისრია მისია, რაიმე განსაკუთრებული შეძლოს. მისი მისიაა ყოველდღიური ფუნქციების შესრულება, რისთვისაც საკმაოდ ნორმალური ტელეფონია. შეგიძლიათ რაიმე მოკრძალებული თამაშიც კი გადმოწეროთ, მაგრამ ზედმეტს ნუ მოვთხოვთ ბიუჯეტურ სმარტფონს.

როგორია Android Go პრაქტიკაში


აპარატი მუშაობს არც ისე დიდი ხნის წინ გამოშვებულ ოპერაციულ სისტემაზე Android Go, რომელიც ამ შემთხვევაში დააფუძნეს Android 8.1 Oreo–ს ბაზას. ასეთი გადაწყვეტილება სუსტ აპარატებს საშუალებას აძლევს იმუშაონ ნორმალური მწარმოებლურობით. თუმცა ამისათვის Google–ს მოუწია ბევრი პუნქტის გადახედვა. მაგალითად სეთინგების მენიუ უფრო მწირია, ვიდრე Android 8.1–ში.
ამ ოპერაციული სისტემის პლიუსი უდაოდ არის ის, რომ მუდმივად განახლებადი იქნება და მუდმივად უზრუნველყოფს მომხმარებელს ახალი აქტუალური ფუნქციებითა და უპირატესობებით. ეს კი სწორედ ის არის, რაც ასე აკლია ძველ Android სმარტფონებს.


ინტერფეისი


ინტერფეისი აპარატს განსხვავებული აქვს, ვიდრე ტრადიციულად ვართ მიჩვეულები, რაც მომხმარებლისთვის თავდაპირველად, შესაძლოა ცოტა უჩვეულო იყოს, თუმცა რთული ის ნამდვილად არ არის. მის განსხვავებულობას სულ რაღაც ნახევარ საათში ადვილად აითვისებთ.


კამერები

როგორც მოსალოდნელი იყო Redmi Go–ს კამერებიც საკმაოდ მოკრძალებულია. თუმცა რა უნდა მოვითხოვოთ მსოფლიოს ერთ–ერთი უიაფესი სმარტფონისგან? ძირითადი კამერა 8 მეგაპიქსელიანია, f/2.0 დიაფრაგმით, ავტომატური ფოკუსირებითა და შესაძებლობით გადაიღოს ვიდეო HD Ready ფორმატში. რეალურად ასეთი კამერით არც ისე ცუდ გამოსახულებას მიიღებთ. უკეთესი შედეგისთვის კი სჯობს ქუჩაში გადაიღოთ დღის განათებაზე.
სელფი კამერა 6 მეგაპიქსელიანი მოდულითაა წარმოდგენილი. მას დამატებითი ფუნქციები და ბიუთიფაქტორები არ გააჩნია. აქვს მხოლოდ ფოტოს გაუმჯობესების შესაძებლობა.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, სმარტფონი 3000 mAh–იანი აკუმულატორით არის აღჭურვილი, რაც თანამედროვე აპარატისთვის სრულიად საკმარისია. აქტიური მუშაობის დროს ის 24 საათით გემსახურებათ. შედარებით ნაკლები ინტენსივობით გამოყენებისას კი შესაძლოა ორ დღესაც გეყოთ.

სმარტფონის შესაენად მიყევით ბმულს