(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავარჩიოთ თმის დასახვევი?

ზოგიერთი მშვენიერი, მბზინავი, ხვეული თმით იბადება, ხოლო ვისაც ასე არ გაუმართლა, მათაც მარტივად შეუძლიათ თავისი ვარცხნილობა კულულებად აქციოს. ამისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ თმის დასახვევი მოწყობილობა, იგივე Curling Iron.

თმის უთოს მსგავსად მისი გამოყენებაც ადვილია, არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას და არც ძვირი დაგიჯდებათ, მთავარია, იცოდეთ როგორი კულულები მოგწონთ ყველაზე მეტად და უთოც მის მიხედვით შეარჩიოთ.

თმის დასახვევის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია მისი დასახვევი პირის დიაგონალური სიგრძე, რომელიც, როგორც წესი ინჩებშია მითითებული (ერთი ინჩი=2,54 სმ)

განვიხილოთ ძირითადი სახის თმის დასახვევი მოწყობილობები:

2 ინჩიანი (ცნობილი როგორც The Bumper) ეს მოწყობილობა საუკეთესოა გოგონებისთვის, რომლებსაც სწორი, გრძელი თმა აქვთ. ამ პირით თქვენს თმას მიანიჭებთ ბუნებრივ, ბოლოებში მომრგვალებულ ფორმას, შეგიძლიათ თმა სხვადასხვა მხარეს დახაროთ და თქვენი ვარცხნილობა უფრო მოცულობითი გამოაჩინოთ.

1½ ინჩიანი მოწყობილობა მშვენიერი სქელი, ტალღისებური კულულებისათვის, სტილისტები მის სპრეით დაფიქსირებას გვირჩევენ, რათა ადვილად არ დაიშალოს და ფორმა არ დაკარგოს.

1¼ ინჩიანი უთო ყველაზე პოპულარული ზომისაა, თითქმის შეუძლებელია მისი გამოყენებისას შეცდე. ამ უთოთი გაკეთებული ხვეულები ძალიან ლამაზი და პრაქტიკულია, ტალღისებური სტრუქტურა და ოდნავ ქაოსური ვარცხნილობა. როდესაც თმას დაიხვევთ დააცადეთ რამდენიმე წუთი რომ გაგრილდეს და მხოლოდ შემდეგ ჩამოივარცხნეთ რბილი სავარცხლით, რათა მეტხანს შეუნარჩუნოთ თქვენს თმას გლამურული იერი.

1 ინჩიანი მოწყობილობა საშუალო ან უფრო მოკლე თმისათვის, ოდნავ სქელი და ძალიან მიმზიდველი.

3/4 ინჩი, საუკეთესოა ინტენსიური კულულების გასაკეთებლად, მისი გამოყენება ადვილია.

5/8 ინჩი ეს პირი მათთვისაც ვისაც ისედაც ხვეული თმა აქვთ, თუმცა, არც ხვეული თმის მოვლაა იოლი, ხანდახან ურჩი კულულები ვარცხნილობიდან გამოჩრილია ან სულაც ფორმას იცვლის ეს მოწყობილობა კი სწორედ მათ დასამორჩილებლად და თქვენი თმისსთვის დასრულებული, სრულყოფილი იერის მისანიჭებლად გამოგადგებათ.

ყველა გოგოს სქელი, ინტენსიურად დახუჭუჭებული თმით, უნდა ჰქონდეს თმის დასახვევი მოწყობილობა 3/8 ინჩიანი პირით, მათთვის კი ვისაც ასეთი თმა არ აქვს ცოტა დრო და ცოტა მონდომებაა საჭირო ეფექტის მისაღწევად, მთავარია სწორად შერჩეული თმის დასახვევი მოწყობილობა და სრულიად უბრალო დღეს, ან გლამურულ წვეულებაზე აუცილებლად იბრწყინებთ.

როგორც წესი, ყველაზე პოპულარული და მარტივი მოსახმარია უთო, რომელიც გამოყენების ინტენსივობისა და დროის მიხედვით ცვლის კულულების ხარისხს და თვითონ შეგიძლიათ აკონტროლოთ როგორი ვარცხნილობა გექნებათ.

ხშირად თმის დასახვევ უთოებს რამდენიმე სხვადასხვა ზომის პირი მოჰყვება, ზემოთ აღნიშნული ვარცხნილობების სრულყოფისათვის, თუმცა თუ ერთპირიან, სტანდარტულ მოდელს შეიძენთ უკმაყოფილო არც მაშინ დარჩებით.

აუცილებლად გაითვალისწინეთ უთოს სიმძლავრე, იგი თქვენი თმის სიურჩის პროპორციული უნდა იყოს.

სიმძლავრე: 

თმის დასახვევის პროფესიონალურ მოდელებში, სიმძლავრის მაჩვენებელია დაახლოებით 25-90 ვატი. რაც შეეხება ტემპერატურულ რეჟიმს, იგი თმის დასახვევებში მერყეობს 100 - დან 200 გრადუსამდე.

ტემპერატურის რეგულირება

თუკი თმა საკმაოდ დაზიანებული და თხელია, სასურველია დაბალი ტემპერატურის გამოყენება, ხოლო უხეში თმის დასახვევად რეკომენდებულია მაღალი ტემპერატურა.

 

ფირფიტების მასალა

თმის დასახვევის შერჩევისას, სასურველია, ყურადღება მივაქციოთ დასახვევის მუშა ზედაპირს, რადგან, სწორედ ფირფიტების მასალაზეა დამოკიდებული თმის დახვევის პროცესის უსაფრთხოება.

ტურმალინი

სილამაზის ინდუსტრიაში უფრო მეტად იყენებენ ტურმალინს, ვიდრე სხვა მასალებს, რადგან ცხელდება სწრაფად, დადებითად მოქმედებს თმაზე და უნარჩუნებს თმას სიჯანსაღეს. 

ტეფლონის და ტიტანის საფარით დაფარული მაშები 

იგი აჯანსაღებს თმას, არ წვავს და ხდის მას სრიალასა და აბრეშუმისებრს, არ იწებებს თმაზე დასხმულ სხვადასხვა გელებსა და მუსებს. დახვევის შემდეგ, თმა არის იდეალურ მდგომარეობაში და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს ასეთ სახეს.

მეტალი 

მაშები, რომლებიც უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, გაცხელებისთვის სჭირდება საკმაოდ დიდი დრო, შესაბამისად თმის დასახვევადაც მეტი დროა საჭირო.

იონურ-კერამიკული მაშები

იონურ-კერამიკული მაშები შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე ძვირადღირებულ მასალად. ასეთი ფირფიტის მქონე მოწყობილობა კარგია მათთვის, ვისაც აქვს მშრალი თმა, რადგან იგი ანოტივებს მას, აღადგენს და ბზინვარებას ანიჭებს. 

ალმასის საფარი

ალმასით დაფარული გამაცხელებელი ფირფიტები გამოირჩევა იმით, რომ ის არის ზეგამძლე მასალა და მასზე მუდმივ გარანტიას იძლევიან.

სასურველია თუ თმის დასახვევს ექნება შემდეგი ფუნქციები:

  • იონიზაციის ფუნქცია, რომელიც თმას ბზინვარებას ანიჭებს. 
  • ბურთულოვანი სადენი
  • უსადენო თმის დასახვევი - არსებობს უსადენო თმის დასახვევები, რომლებიც იმუხტება უსადენოდ, სპეციალური, დასამუხტი სადგარის საშუალებით.
  • ავტომატური გამორთვის რეჟიმი;
  • ხმოვანი სიგნალი - საჭირო ტემპერატურამდე გაცხელების დროს;
  • დიოდური ეკრანი და ტურბო რეჟიმი;
  • ტემპერატურული რეჟიმის ციფრული რეგულირება;

უსაფრთხოების წესები:

  • გამოყენების შემდეგ გამორთეთ ელექტრო ენერგიის წყაროდან.
  • არ გამოიყენოთ შხაპის მიღების დროს.
  • მოწყობილობის/სადენის დაზიანების შემთხვევაში წაიღეთ სერვის ცენტრში.
  • არ დადოთ რბილ ზედაპირზე როდესაც იგი არის ცხელი ან ჩართულ მდგომარეობაში.
  • არ შეეხოთ ცხელ ზედაპირს (გამოიყენეთ სახელური).
  • თუ მოწყობილობა ჩაგივარდათ წყალში მასინვე გამორთეთ და არ მიუახლოვდეთ წყალს.

 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის თმის დასახვევი Deals.ge-ზე!