(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

2019 წლის საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონები

2019 წელს ტოპ მწარმობლების ფლაგმანური სმარტფონები ისეთი ძვირადღირებულია, როგორც არასდროს. მაგრამ ამ დროსაც კი შესაძლებელია იყიდოთ ბიუჯეტური სმარტფონი, რომელსაც ნორმალური მახასიათებლებიც ექნება და არც ძვირი დაგიჯდებათ.

 1.    Xiaomi Redmi 6 Pro

აპარატი აღჭურვილია ტოპ მახასიათებლებით, მაგრამ დაბალი ფასით. Xiaomi Redmi 6 Pro–ს  აქვს 5,84 დიუმიანი FHD + გაფართოების ეკრანი, ძლიერი პროცესორი Snapdragon 625, 12/5 მეგაპიქსელიანი ორმაგი კამერა და მძლავრი აკუმულატორი 4000 mAh–იანი მოცულობით. მუშაობს  Android 8.1 Oreo ოპერაციულ სისტემაზე. აქვს სამი 2 SIM ბარათის და MicroSD ბარათის სლოტები. თითის ანაბეჭდის სკანერი უკანა პანელზეა განლაგებული.

2.       Honor 9 Lite

Honor 9 Lite–ს შესაძლოა არ აქვს საუკეთესო მწარმოებლურობა, მაგრამ ის ერთ–ერთი იაფიანი სმარტფონია, რომელიც გვთავაზობს 18:9 შეფარდების ეკრანს თხელი კიდეებით. სმარფონს მომხიბვლელობას ჰმატებს საუკეთესო ხარისხის კამერები წინა და უკანა მხარეს. მუშაობს საფირმო პროცესორზე Kirin 659, 3 ან 4 GB ოპერატიულ და 32/64 GB შიდა მეხსიერებაზე. აქვს 3000 mAh–იანი ტევადობის აკუმულატორი და ოპერაციული სისტემა Android 8.0 Oreo.

3. Sony Xperia XA1

Sony Xperia XA1 - კარგი ბიუჯეტური აპარატია ძირითადი კამერის საუკეთესო ხარისხის სენსორით. დიზაინის მხრივაც მოდელს ვერაფერს დავუწუნებთ. ავტონომიური მუშაობის დრო სტანდარტული აქვს. ოპერატიული მეხსიერება მხოლოდ 3 GB აქვს, თუმცა მწარმოებლურობის მხრივ არ არის ცუდი.

4.       Motorola Moto E5

Moto E5 Plus არც ისე კარგია, როგორც კომპანიის G სერიის სმარტფონები, თუმცა ბიუჯეტური სეგმენტისთვის მშვენიერი აპარატია. ძირითადი უპირატესობაა დიდი ტევადობის აკუმულატორი – 5000 mAh–ით, რომელიც 2 დღის განმავლობაში თავისუფლად უზრუნველყოფს თქვენს მომსახურებას. მწარმოებლურობის მხრივაც არ არის ცუდი სმარტფონი. აქვს 5.99 დიუმიანი დისპლეი და მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე Android 8.0 Oreo.

5.       Moto G6 Play

Motorola Moto G6 - ანალოგიურ მოდელებზე იაფია, თუ მის სპეციფიკაციას გავითვალისწინებთ. 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა იღებს საუკეთესო ხარისხის ფოტოებს. ეკრანის გაფართოება კი 1080 x 2160 აქვს. ერთადერთი მინუსი 32 GB მეხსიერებაა. აპარატი მუშაობს პროცესორზე Snapdragon 450, რომელიც ცოტა მოძველდა Snapdragon 625–ის გამოსვლის შემდეგ.

6.       Nokia 5.1

კონკურენტებისგან გამოირჩევა ალუმინის კორპუსითა და IPS დისპლეით, მხარეთა 18:9 შეფარდებით. ეკრანის დიაგონალია 5,5 დიუმი, გაფართოება კი 2160 х 1080. აპარატის უპირატესობაა 16 მეგაპიქსელიანი კამერა. სელფი კამერა კი მხოლოდ 8 მეგაპიქსელიანია. აქვს ფართო ხედვის კუთხე 84,6 გრადუსით. აკუმულატორის მოცულობა შეადგენს 3000 mAh-ს.

7.       HTC Desire 12+

HTC Desire 12+ გამოირჩევა 6 დიუმიანი დისპლეით, რომელსაც აქვს HD+ გაფართოება. მუშაობს 8 ბირთვიან პროცესორზე Snapdragon 450 და აქვს  13+2 მეგაპიქსელიანი ძირითადი და 8 მეგაპიქსელიანი სელფი კამერა, შიდა მეხსიერება – 3 GB, ოპერატიული მეხსიერება 32 GB.

8.    Samsung Galaxy A6

Galaxy A6 ძალიან კომპაქტურია. უფრო თხელიც კი, ვიდრე Galaxy S9. აქვს 5,6 დიუმიანი Super AMOLED ეკრანი და დაბალი გაფართოება –1480 х 720. აპარატი გამოირჩევა საუკეთესო ხარისხის კამერებით. უკანა პანელზე განთავსებულია 16 მეგაპიქსელიანი კამერა LED ფლეშ განათებითა და f/1.7 დიაფრაგმით. კამერის ქვეშ კი განლაგებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. ფრონტალური კამერაც 16 მეგაპიქსელიანია.

9.       Alcatel 3V 5099D

მიუხედავად იმისა, რომ სმარტფონი ყველაზე დაბალ ფასიანია 3V Spectrum საკმაოდ საინტერესო ფუნქციებს ფლობს. მომხმარებელი მიიღებს 6 დიუმიან ეკრანს, მხარეთა შეფარდებით 18: 9 და 2K გაფართოებით, ოთხ ბირთვიან პროცესორს და ორმაგ ძირითად კამერას,  (12 mp + 2 mp). აქვს ასევე სახის ამოცნობით განბლოკვის ფუნქციაც.


 10. Xiaomi Mi A2

Xiaomi Mi A2 აღჭურვილია 5,99 დიუმიანი  IPS ეკრანით და საუკეთესო პროცესორით Snapdragon 660,  4 GB ოპერატიული მეხსიერებით 20 და 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი და ფრონტალური კამერებით.