(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ სელფის ჯოხი

იმისთვის რომ სწორად ავარჩიოთ სელფის ჯოხი, უნდა გავერკვეთ რა სახეობის  მოწყობილობები არსებობს.

  • უღილაკო – მარტივი გასაშლელი შტანგა, რომელსაც არ აქვს ტელეფონის მართვის შესაძლებლობა;
  • სადენიანი – სახელურში აქვს ღილაკი, რომელიც ტელეფონს კაბელით უერთდება და ყურსასმენების პორტში ერთვება;
  • სახელურში ჩაშენებული Bluetooth მოდულით;
  • ცალკე Bluetooth მოდულით. ჯოხს უკავშირდება ცალკე პულტით.
  • მოხსნადი Bluetooth მოდულით. შეიძლება არსებობდეს ცალკე, ან ჩაშენებული იყოს ჯოხში.

მას შემდეგ, რაც გაგაცანით თითოეული სახეობა, განვიხილოთ თითოეული მათგანის პლიუსები და მინუსები, რაც დაგვეხმარება სწორად ავირჩიოთ ჩვენთვის საჭირო სელფის ჯოხი.

უღილაკო

იაფია, მაგრამ ფოტოს გადაღება მხოლოდ ხმოვანი ბრძანებით ან ხელის მიწვდენით შეგიძლიათ.

სადენიანი

ენერგო დამოუკიდებელია, მაგრამ შესაძლოა ხმა გაეთიშოს ვიდეოს გადაღების დროს, რადგან ტელეფონი ჯოხს აღიქვამს, როგორც გარნიტურას. გარდა ამისა ტელეფონს უაცილებლად უნდა ჰქონდეს პორტი შესაერთებლად.

ჩაშენებული Bluetooth მოდულით

მოდულის დაკარგვა შეუძლებელია, მაგრამ მუდმივად უნდა მიქციოთ ყურადღება დატენილია თუ არა ტელეფონი; ყინვაში მალე ჯდება; არ ეცვლება აკუმულატორი; სახელურის საფარმა შესაძლოა ღილაკის მუშაობა შეაფერხოს; ვერ იღებთ დისტანციურ ფოტოებს.

ცალკეBluetooth მოდულით

ფოტოს უფრო შორი მანძილიდან იღებთ, ვიდრე ჯოხის სიგრძეა, მაგრამ მოდული ადვილად იკარგება;მუდმივად უნდა მიქციოთ ყურადღება დატენილია თუ არა ტელეფონი; ყინვაში მალე ჯდება.

მოხსნადიBluetooth მოდულით.

ფოტოს უფრო შორი მანძილიდან იღებთ, ვიდრე ჯოხის სიგრძეა და მოდული გადაგაქვთ, როგორც ჯოხის ნაწილი, მაგრამ მუდმივად უნდა მიქციოთ ყურადღება დატენილია თუ არა ტელეფონი; ყინვაში მალე ჯდება.

 

სელფის ჯოხის ასარჩევად გადადით ბმულზე: