(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევიძინოთ საყინულე

როგორ ავირჩიოთ საყინულე, ამ კითხვას ხშირად სვამენ მომხმარებლები, რომელთაც სურთ ხილისა და ხორცის მარაგი გააკეთონ და დიდი ხნით გაყინონ. ბაზარი კი უდიდეს არჩევანს გვთავაზობს, ამიტომ გვესაჭიროება ერთგვარი გიდი, რომელიც ტექნიკის ამ სახეობაში გაგვარკვევს.

საყინულეების სახეობები

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია სახეობა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა.

  • ჰორიზონტალური კამერები

დიდი მოცულობა აქვს და მოსახერხებლადაა განაწილებული დანაყოფები, მაგრამ იკავებს დიდ ადგილს და ჩასაშენებელი მოდელები ცოტა მოიპოვება.

  • ვერტილური კამერები

აქვს მოდელების დიდი ასორტიმენტი, ბევრი თაროები, ტექნიკის გაბარიტებში დიდი ასორტიმენტი, მაგრამ ძვირია და გამოსაყენებელი მოცულობა ნაკლები აქვს, ვიდრე ჰორიზონტალურს.

რეკომენდაციები მოცულობის არჩევისას

 

 

ამ მხრივ რეკომენდაციის მოცემა ცოტა რთულია, რადგან თავად უნდა განსაზღვროთ რა მოცულობის საყინულე გჭირდებათ. უბრალოდ უნდა განასხვაოთ საერთო მოცულობა და საჭირო მოცულობა. პირველი აზუსტებს მთლიან სივრცეს, რომელსაც საყინულე იკავებს. მეორე მათგანი კი იმ სივრცეს, რომელშიც პროდუქტს ინახავთ.

ზომების შესახებ

მაცივარი არა მხოლოდ კარგად უნდა ასრულებდეს თავის მოვალეობას, არამედ მშვენივრად უნდა ჯდებოდეს თქვენს ინტერიერში. ვერტიკალური საყინულეების სიგრძე და სიღრმე სტანდარტულია (60x60სმ). სიმაღლე კი ვარირებს 80–110 სმ–ს შორის. ჰორიზონტალური საყინულის სიმაღლე კი ერთი და იგივეა – 85 სმ.

გაყინვის მეთოდები

როგორც წესი გვხვდება ორი სახეობის საყინულეები. გაყინვის ხელის სისტემა და ავტომატური სისტემა. პირველი მათანი ნიშნავს, რომ პერიოდულად თავად უნდა გათიშოთ, გაათავისუფლოთ პროდუქტისგან და გაალღოთ მაცივარი. მეორე მათგანი კი No Frost–ია, რომელსაც გათიშვა არ სჭირდება და ყინულის წარმოქმნის გარეშე ინახავს პროდუქტს.

საყინულის კლასი

არსებობს კიდევ ერთი კლასიფიკაცია. ეს არის კლასი და ის განსაზღვრავს შეუძლია თუ არა მაცივარს შექმნას და შეინარჩუნოს განსაზღვრული ტემპერატურა. ალბათ საყინულის კორპუსზე გინახავთ ვარსკვლავები. სწორედ ეს არის კლასის მაჩვენებელი.

  • * ტემპერატურული რეჟიმია - 6° С, რომლის დროსაც პროდუქტი ინახება 1 კვირის განმავლობაში.
  • ** ტემპერატურული რეჟიმია - 12° С, რომლის დროსაც პროდუქტი ინახება 1 თვის განმავლობაში.
  • *** გულისხმობს რეჟიმს - 18° С. პროდუქტი ინახება 3 თვის განმავლობაში.
  • **** შემთხვევაში ტემპერატურა ბევრად დაბალია, რაც საშუალებას გვაძლევს პროდუქტი შევინახოთ 1 წლამდე ვადით.

სწრაფი გაყინვის ფუნქცია

ტექნიკას ყოველთვის ვირჩევთ პარამეტრების მიხედვით. ერთ–ერთი მათგანია სწრაფი გაყინვის ფუნქცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უნარჩუნებს პროდუქტს ვიტამინებსა და საკვებ ღირებულებას.

სიმძლავრე

სიმძლავრე იზომება გაყინული პროდუქტის კილოგრამების განსაზღვრით 24 საათის განმავლობაში. აქაც საყინულის შესაძლებლობები უამრავია და ვარირებს 5–25 კგ–ს შორის. არჩევანი ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოთ.

ელექტროენერგიის მოხმარება

 

გასაგებია, რომ ჩვენი საყინულე მუდმივად იქნება შეერთებული ელექტროდენზე და მუდმივად დახარჯავს გარკვეულ რაოდენობას. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესია ტექნიკამ, რაც შეიძლება ნაკლები ელექტროენერგია დახარჯოს.

ამ მაჩვენებელს განსაზღვრავს საყინულეზე მითითებული ბგერები „A” –“E”.  ყველაზე ეკონომიურია A და A+. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ A კლასის საყინულეებს უფრო მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ნაკლებად ეკონომიურ ტექნიკას.

საყინულის შესაძენად მიყევით ბმულს.