(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ ექშენ კამერა

ექშენ კამერა - ციფრული ვიდეო კამერების მოდიფიკაციაა, რომელიც ფართოკუთხოვანი ლინზის საშუალებით ხედვის კუთხეს გვაჩვენებს, როგორც „თევზის თვალი“. სხვადასხვა მწარმოებელთან რაკურსი განსხვავებულია - 110°, 140°, 170°. ეს პარამეტრები პროდუქტის მახასიათებლებში უნდა მოძებნოთ.

კამერას აქვს ფიქსირებული ფოკუსის დაშორება. სხვადასხვა მოდელებში ფოკუსირება განსხვავებულია. დაწყებული ახლომდებარე ობიექტიდან (20-50 სმ) უსასრულობამდე, წინა ხედიდან უკანა ხედამდე. ეთი მხრივ ეს კარგია. არ არის საჭირო იდარდოთ იმაზე ფოკუსირებულია თუ არა კადრი სიბნელეში, სინათლეში, ახლოს ან შორს. ცუდი კი იმითაა, რომ მხატვრულ გამოსახულებას მისი საშუალებით ვერ მიიღებთ.

როგორ ავირჩიოთ

ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელს. ექშენ კამერის არჩევისას ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბრენდები, როგორიცაა GoProSony, Nikon, Polaroid დაპატენტებულ პროდუქციას უშვებენ. ცნობილი კომპანიები ზრუნავენ თავიანთი პროდუქციის მომხმარებლებზე და გარდა კამერის აპლიკაციებისა, რომლებიც Wi-Fi-ზე მუშაობენ, უშვებენ რედაქტირებისა და პუბლიკაციის პროგრამებსაც.

  • GoPro-სთან ეს არის Quik აპლიკაცია. ის ხელმისაწვდომია მობილურ და კომპიუტერულ ვერსიებში. გადაღების დროს შეგიძლიათ გააკეთოთ შენიშვნები, რომელსაც მონტაჟში გამოიყენებთ. გარდა ამისა ვიდეოში შეგიძლიათ გამოიყენოთ მარშრუტის სიჩქარის, სიმაღლის გრაფიკული გამოსახულებები.
  • Sony-ს კი აქვს თავისი უფასო პროგრამა Action Cam Movie Creator. მისი გამოყენებაც შესაძლებელია კომპიუტერსა და სმარტფონში.

ნაკლებ ცნობილი ჩინური ბრენდების კამერები არც ისე კარგი ხარისხისაა. ან ზოგი ფუნქია არ მუშაობს ან მოტრიალებაა ირიბი. ამიტომ მათი შეძენისას ფრთხილად იყავით და გაითვალისწინეთ, რომ სისტემას შესაძლოა რაიმე ნაკლი ჰქონდეს.

სინამდვილეში, ცნობილ და ნაკლებად ცნობილ ბრენდს შორის ძირითადი განსხვავება ფასშია. მაგრამ გირჩევთ, ცნობილი ბრენდის მარტივი მოდელი შეიძინოთ, ვიდრე ნაკლებადცნობილი ბრენდის ფუნქციურად დატვირთული მოდელი.

რაც უფრო ძლიერია ექშენ კამერა მწარმოებლურობის მიხედვით, მით უკეთესია მისი სტაბილიზაცია.

განასხვავებენ ორი სახის სტაბილიზაციას.

  • ციფრული - სურათის სტაბილიზაცია ხდება პროგრამულად და ავტომატურად იჭრება კუთხეებში. რაც უფრო კარგია კამერა, მით უკეთესი აქვს სტაბილიზაცია.
  • ოპტიკური - გამოსახულების სტაბილიზაციას ახდენს ლინზების ბლოკის მუშაობის შედეგად. ისინი მოძრაობენ აუცილებელი დაშორების მიხედვით და არ ჭრიან გამოსახულებას. გამოსახულების ხარისხი არ ზარალდება.

ექშენ კამერის შეძენას შეძლებთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.