(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მივიღოთ პროტეინები

თქვენ უკვე რამდენიმე თვეა ვარჯიშობთ და ეს საქმე იმხელა სიამოვნებას განიჭებთ, გადაწყვიტეთ პროფესიონალურად მიუდგეთ ფიტნესს და ვარჯიშის პარალელურად თქვენი სხეული პროტეინებითაც მოამარაგოთ. თუმცა ბაზარზე სპორტული დანამატების დიდი არჩევანია და ცოტა რთულია მათ შორის სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენ გაგიზიარებთ ხუთ საიდუმლოს, თუ როგორ ავირჩიოთ სწორად პროტეინები კუნთების გასამაგრებლად. 
 
 
ნახშირწყლები - სამშენებლო მასალაა, რომელსაც ორგანიზმი გასაჯანსაღებლად, აღსადგენად და დარღვეული კუნთოვანი ქსოვილის საკომპენსაციოდ იყენებს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. მისი წყაროა: ქათმისა და საქონლის ხორცი, კვერცხი, რძე, ყველი, თევზი და რა თქმა უნდა, სპორტული დანამატები, ე.წ. მშრალი პროტეინები. 
 
ამას გარდა ცილების კარგი წყაროა კარტოფილი, ბრინჯი, მარაკორნი და თხილეული. თუმცა მცენარეული წარმოშობის ამინომჟავები სრულყოფილი არ არის, ამიტომ ცილების დღიური ნორმის დათვლისას უნდა გაითვალისწინოთ მხოლოდ სრულყოფილი ცილები. 
 
კუნთების დასაყენებლად ცილები აუცილებელი კომპონენტია. იმისთვის, რომ ჩვენთვის აუცილებელი პროტეინების რაოდენობა დათვალოთ, სხეულის სუფთა წონა უნდა გაამრავლოთ 2-2.5-ზე, მიღებული რაოდენობა გაყოთ 5-6-ზე, - სწორედ მიღებული რაოდენობის ცილა უნდა მიიღოთ ყოველ ჭამაზე. 
 
6 ნაჭერი ქათმის ფილეს ან 8 ცალი კვერცხის ცილის ჭამა დღეში საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ მათ სპეციალური პროტეინებით ანაცვლებენ. თუკი სასურველი შედეგის მისაღებად დღეში 5-6-ჯერ უნდა ისადილოთ, ჭამა შეგიძლიათ 2-3-ჯერ მშრალი პროტეინის მიღებით ჩაანაცვლოთ.
 
 
ამგვარი კვების უპირატესობებია:
 
• მოხმარების კომფორტულობა.
• ორგანიზმის უზრუნველყოფა ადვილად ასათვისებელი ცილებით, ვარჯიშის შემდგომ პერიოდებში. 
• უკეთესი ათვისება და გადამუშავება.
• ამინომჟავების მუდმივი შევსება ახლა ის დაგვრჩა გასარკვევი, როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ხარისხის პროტეინები.

გეინერები პროტეინების წინააღმდეგ

პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რომ სპორტული დანამეტები სხვადასხვაგვარია. ამგვარად, არსებობს დანამატები, რომელსაც ეწოდება გეინერები. როგორც წესი, ეს არის კონცენტრირებული ნაერთი, რომელიც შეიცავს ცილებს, ნახშირწყლებსა და ცხიმებს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე კომპონენტი აუცილებელია ბალანსირებული რაციონისთვის, მშრალი რაციონის შეძენისას ჯობს აირჩიოთ პროტეინების სასმელი და არა პროტეინ-ნახშირწყლების (გეინერები). ბევრი დამწყები სპორტსმენი უშვებს ამ შეცდომას და ყიდულობს ნახშირწყლებისა და პროტეინების ნარევს, რაც ზედმეტ კალორიებს შეიცავს და სხეულზე გვმატებს ცხიმებს.

მშრალი პროტეინის შეძენისას დარწმუნდით, რომ ეტიკეტზე მითითებული იყოს

 

• ცხიმის მცირე შემადგენლობა (1-5 გრ).
• ნახშირწყლების მცირე შემადგენლობა (1-5 გრ). 
• პროტეინების მაღალი შემადგენლობა (20-30 გრ პორციაზე).

დროში გამოცდილი

პროტეინების შერჩევისას ყურადღება გაამახვილეთ კიდევ ერთ ფაქტორზე. კომპანია, რომელიც მას უშვებს დიდი ხნის განმავლობაში უნდა ოპერირებდეს ბაზარზე. შეიძინეთ ისეთი დანამატი, რომელსაც უშვებენ უკვე 3 წელზე მეტია და აქვს ბევრი კარგი გამოხმაურება. 

ჩვენს საიტზე პროტეინების შესაძენად მიყევით ბმულს.