(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ გავაძლიეროთ ფიჭური ქსელის სიგნალი ქალაქგარეთ

დღევანდელ დღეს რთულია წარმოვიდგინოთ ცხოვრება მობილური კავშირისა და უსადენო ინტერნეტის გარეშე, მით უმეტეს, რომ ამ პრობლემას ხშირად ვაწყდებით ქალაქგარეთ. გარესამყაროსთან კავშირის დაკარგვა არავის უნდა. გარდა ამისა, ხშირად სამუშაოც გვაქვს და ცუდი ინტერნეტის გამო ამას ვერ ვახერხებთ.

აღნიშნულ სტატიაში ვეცდებით გავარკვიოთ, როგორ უზრუნველვყოთ გარესამყაროსთან კავშირი რთულად მისაწვდომ ადგილებშიც კი.

ფიჭური კავშირის გაძლიერება შესაძლებელია 3G/4G როუტერის დახმარებით, რომელიც სიგნალს იჭერს ანტენით და შენობის შიგნით ავრცელებს  Wi-Fi-ს.

3G/4G ინტერნეტ სიგნალის გაძლიერება

ეს საშუალება კარგია მათთვის, ვისაც სახლში ბევრი ინტერნეტის მომხმარებელი ჰყავს. ან საბაზისო სადგურზე სიგნალი იმდენად ცუდია, რომ სახლის წინ, ეზოშიც კი რთულია მისი დაჭერა.

ჩართვის ფორმა: ანტენა + 4G მოდემი+როუტერი

ამ პრინციპის სქემა ძალიან მარტივია და აღვწერთ მას ნაბიჯ-ნაბიჯ:

  1. 3G/4G სიგნალს საბაზო სადგურიდან იჭერს ანტენა, რომელიც განთავსებულია სახლის ფასადზე ან სახურავზე.
  2. სიგნალი გადაეცემა კაბელით მოდემთან ერთად, რომელიც როუტერშია შეერთებული.
  3. როუტერი ინტერნეტს ავრცელებს LAN-კაბელით აბონენეტების დიდ რაოდენობაზე.

ანტენა ჩაშენეული როუტერით

 

ანტენის კორპუსის შიგნით მონტაჟდება 4G მოდემი, ხანდახან როუტერთან ერთადაც. ასეთო გადაწყვეტილების მიზანია თავიდან ავირიდოთ დანაკარგები კოაკსილურ კაბელზე, გავზარდოთ კამერის სიგრძე ანტენიდან ჩართვის წერტილამდე და გავამარტივოთ კაბელის მონტაჟი.

 როუტერების შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში.