(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავარჩიოთ ელექტრო ჩაიდანი?

ნებისმიერ სამზარეულოში ელექტრო ჩაიდანი აუცილებელ ნივთს წარმოადგენს. ის ადვილი გამოსაყენებელია როგორც წყლის მცირე ოდენობის გასაცხელებლად, ასევე 2 ლიტრამდე სითხის სწრაფად ასადუღებლად. 

არსებობს ელექტრო ჩაიდნების გამაცხელებლის ორი ტიპი - სპირალი, რომელიც შედარებით ძველ მოდელებს აქვთ, გამოირჩევა დაბალი ხმითა და იაფი ღირებულებით. ფირფიტის სტილის გამაცხელებლის გაწმენდა კი უფრო ადვილია და სპირალისაგან განსხვავებით ცოტა წყლის გათბობაც შესაძლებელია. ელექტრო ჩაიდნების ყველაზე გავრცელებული, იაფი და პრაქტიკული კორპუსის ტიპი პლასტმასია, თუმცა შეხვდებით მინის, მეტალის, კერამიკისა და უჟანგავი ფოლადის ჩაიდნებიც. ჩაიდნის არჩევისას ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი მისი რეზერვუარის მოცულობაა, რომელიც 0.8-2 ლიტრამდე მერყეობს. რაც მეტია მოცულობა, მით მეტ ენერგიას მოიხმარს. ზოგიერთ ჩაიდანს კორპუსზე გააჩნია დისპლეი, რომელიც გვიჩვენებს წყლის ტემპერატურას, მუშაობის რეჟიმს და გვაწვდის სხვა ტექნიკურ ინფორმაციას.

ჩაიდნის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ ფილტრს, ის უნდა იყოს რაც შეიძლება წმინდა, რათა დააკავოს ნალექი და არ მოხვდეს წყალთან ერთად თქვენს ჭიქაში. ელექტრო ჩაიდნების ზოგიერთ მოდელს გააჩნია ბლოკირების ფუნქცია, რომელიც იცავს მათ უწყლოდ ჩართვისას გადახურებისა და დაზიანებისაგან. ჩაიდნების რიგ სახეობებს გააჩნიათ თერმორეგულატორი, ის უზრუნველყოფს ჩაიდნის ავტომატურ გათიშვას წყლის სასურველი ტემპერატურის მიღწევისას.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ტექნიკური მახასიათებლებისა, აუცილებელია, რომ ჩაიდანმა და მისმა კაბელმა არ დაიკავოს დიდი ადგილი თქვენს სამზარეულო მაგიდაზე, ამიტომ თითქმის ყველა ჩაიდანს აქვს სპეციალური სათავსო, სადაც შესაძლებელია მისი დამაგრება და საჭირო სიგრძეზე რეგულირება.

შეარჩიე საუკეთესო ხარისხის ჩაიდანი Deals.ge-ზე!