(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვამზადოთ ორაგული?

გემრიელი, სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი. ახალმა წელმა გადაირა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გემრიელი კერძებით თავი არ უნდა გავინებივროთ. დღეს გასწავლით გემრიელად შემწვარი ორაგულის მომზადებას მწვანილთან ერთად, რომელიც თქვენს სამზარეულოში ახალ არომატებს შემოიტანს.

ინგრედიენტები:

  • 125 გრ  ოდნავ გამდნარი კარაქი
  • 20 გრ კამა, წვრილად დაჭრილი
  • 20 გრ მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი
  • 2 ლიმონი
  • 200 გრამი სატაცური
  • 200 გრამი მწვანე ლობიო
  • 1 კგ ორაგული, კან და ფხა გაცლილი
  • 150 მლ თეთრი ღვინო

საჭირო ხელსაწყოები:

მომზადების წესი:

125 გრამ დარბილებულ კარაქს აურიეთ 20-20 გრამი კამა, მწვანე ხახვი და 2 ლიმონის ცედრა.

გაშალეთ ფოლგა, წაუსვით ცოტა კარაქი და მოათავსეთ მასზე მწვანე ლობიო და სატაცური. დადეთ ფოლგაზე 1 კგ. ორაგული, მოასხით კოვზით კარაქი მწვანილებთან ერთად და ცოტა ღვინო.

ფოლგა კარგად გადაახვიეთ და შედგით ღუმელში 25-30 წთ.

მიირთვით მოხარშულ კარტოფილთან ერთად.