(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვამზადოთ ტოლმა ვაზის ფოთოლში

ტოლმის ერთ-ერთი უგემრიელესი, მსუბუქი და არომატული ნაირსახეობაა ტოლმა ვაზის ფოთოლში. კერძი განსაკუთრებით პოპულარულია ახალ წელს, როცა სადღესასწაულო სუფრა იშლება. სწორედ ამიტომ, საახალწლოდ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ რეცეპტი და გასწავლოთ, როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ტოლმა ვაზის ფოთოლში.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. საქონლის ხორცი ან შერეული
  • 100 გრ. ბრინჯი
  • 4 თავი ხახვი
  • 500 გრ. არაჟანი ან მაწონი
  • ვაზის ფოთოლი
  • მარილი და პილპილი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • უცხო სუნელი
  • ხმელი ქინძი
  • 4   კბილი ნიორი

საჭირო ხელსაწყოები:

მომზადების წესი

საქონლის ხორცი (სურვილისამებრ, შეურიეთ ღორის ხორცი) პატარა ნაჭრებად დაჭერით და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. გაატარეთ აგრეთვე ხახვი, მწვანილები და ნიორი. გატარებული ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და მარილი, პილპილი და სუნელები დაუმატეთ. შეურიეთ ნახევრად მოხარშული ბრინჯი. კარგად აურიეთ.

ვაზის ფოთოლი გარეცხეთ და ყუნწები მოაჭერით. დაასხით მდუღარე წყალი, წამოადუღეთ და მალევე ამოიღეთ წყლიდან, გაშალეთ და გააცივეთ.

ხორცის პატარ–პატარა გუნდები მზა ვაზის ფოთოლში გაახვიეთ. ქვაბის ძირში რამდენიმე ვაზის ფოთოლი ჩააფინეთ და ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ. დაასხით მარილიანი წყალი და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ. როცა მოიხარშება, ამოიღეთ ლაგარზე და მოასხით მაწონი არ ანაჟანი. გემრიელად მიირთვით!