(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვამზადოთ გლინტვეინი

ცივ ზამთარს ისე არაფერი უხდება, როგორც გლინტვეინი. წარმოიდგინეთ ქუჩიდან გაყინული ბრუნდებით სახლში და სვამთ ამ ცხელ, მოტკბო არომატულ სითხეს. მაშინვე გიჯდებათ ძარღვებში და მთელ სხეულს გითბობთ. გარდა გასტრონომიული სიამოვნებისა, გლინტვეინი ზამთრის ერთგვარი რიტუალიცაა, როცა მეგობრებთან ერთად შემოდგამთ ღვინით სავსე ქვაბს ცეცხლზე და ამ მაცოცხლებელი სასმლის მომზადებას ერთად დაელოდებით.

მაშ ასე, დავიწყოთ მომზადება.

ინგრედიენტები:

  • ლიმონი - 1ცალი
  • ფორთოხალი -2 ცალი
  • წიტეელი მშრალი ღვინო - 750 გრამი
  • დარიჩინი 2 ღერი
  • მიხაკი 3 ცალი
  • 5 ცალი ბაჰარის მარცხვალი
  • თაფლი ან შაქარი - 60 გრამი

 

საჭირო ხელსაწყოები:

ღვინო ჩავასხათ ქვაბში და ნელ-ცეცხლზე წამოვადუღოთ.

დავუმატოთ თაფლი ან შაქარი. ჩავყაროთ სანელებლები და მოვუმატოთ ცეცხლს. დავუმატოთ ფორთოხლის ნაჭრები.

გლინტვეინი მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ წამოვადუღოთ.

სასმელი ჩავასხათ ბოკლებში, ფორთოხლის ნაჭრებათნ ერთად და მივირთვათ ცხელი.