(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვამზადოთ აფხაზურა

აფხაზურა ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძია აფხაზეთიდან. მას როგორც წესი სადღესასწაულოდ ამზადებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩვეულებრივ სადილადაც მოამზადოთ, თუ დრო და ენერგია გექნებათ. დღევანდელ რჩევაში სწორედ იმას გასწავლით, თუ როგორ მოამზადოთ გემრიელი, არომატული და ნამდვილი აფხაზურა ტრადიციული რეცეპტით.

თქვენ დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

  • 150   გრ. ბადექონი
  • 500   გრ. საქონლის ხორცის ფარში
  • 500   გრ. ღორის ხორცის ფარში
  • 1   კონა ოხრახუში
  • 1   კონა ქინძი
  • 1   ცალი ბულგარული წიწაკა
  • 2   თავი ხახვი
  • 12  ჭიქა ბროწეული, ან გემოვნებით
  • 1   ჩ/კ ხმელი ქონდარი
  • 12  ჩ/კ წითელი წიწაკა
  • 14  ჩ/კ შავი პილპილი
  • 4   კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

ჭურჭელი და ტექნიკა:

გაატარეთ ხორცი ხორსაკეპ მანქანაში. ფარში თასში მოათავსეთ და დაუმატეთ დანაყილი ნიორი, ბროწეული და სუნელები. შეაზავეთ მარილით და კარგად აურიეთ.

მწვანილები წვრილად, ხახვი თხლად, ბულგარული კი რგოლებად დაჭერით.

საჭრელ დაფაზე გაშალეთ ბადექონი, ზედ შიგთავსი მოათავსეთ და ისე გადაახვიეთ, რომ ბადე არ გაიხეს.

შეგიძლიათ, შეწვათ ღუმელში ან ტაფაზე. წვით დაბალ ცეცხლზე ორივე მხარეს.

როცა აფხაზურა მზად იქნება, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილები, ხახვი და ბულგარული წიწაკა. გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით. მიირთვით ცხელი.