(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ კრონშტეინი ტელევიზორისთვის

ბინაში ტელევიზორის კომფორტულად განთავსების ერთ-ერთი საშუალება მისი კედელზე ჩამოკიდებაა და ამას სპეციალური კრონშეტინის საშუალებით აკეთებენ. აღნიშნული მეთოდი ზოგავს ოთახში სივრცეს და საშუალებას გაძლევთ ტელევიზორს უყუროთ ნებისმიერი წერტილიდან. აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც პატარა ბინა ან სტუდიოს ტიპის ოთახი აქვს.

როგორ ავირჩიოთ დამაგრების მეთოდი: 5 მოსამზადებელი ეტაპი

როგორი კედელი გაქვთ

ბეტონის ან აგურის კედელი ნებისმიერი ტიპის პანელს გაუძლებს. ერთი ფენა თაბაშირმუყაოს კედელი ვერ გაუძლებს კრონშტეინს. ორფენიან თაბაშირმუყაოს კედელზე კი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ მცირე ზომის ტექნიკური მონიტორი.

როგორი უნდა იყოს წონა

კრონშტეინის წონა უნდა აჭარბებდეს ტელევიზორის პანელის წონას მინიმუმ მეოთხედით.

ტელევიზორის ზომები

ტელევიზორის ზომებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე დიაგონალს. თუ ეს ზომები გეცონებათ, უკეტესად მიხვდებით სად უნდა გააკეთოთ პანელის დასაყდენი.

ფიქსირებული კრონშტეინი

 

არსებობს კრონშტეინის რამდენიმე ტიპი. პირველი არის ფიქსირებული. ეს არის დახრილი პლასტმასი, რომლითაც ტელევიზორი ბოლტებით მაგრდება კედელზე. ის კედელსა და ტელევიზორს შორის ტოვებს მინიმალურ დაშორებას. ტელევიზორი უძრავად ფიქსირდება კედელზე, როგორც სურათი. მისი მოტრიალება ან დახრა შეუძლებელია.

მოძრავი კრონშტეინი

ეს არის მიმაგრების რბილი ფორმა. ის საშუალებას გაძლევთ ტელევიზორი სასურველი მიმართულებით შეატრიალოთ. იდეალურია სტუდიოს ტიპის ბინებისთვის და საშუალებას გაძლევთ გამოსახულებას ნებისმიერი კუთხიდან უყუროთ.

კრონშტეინი ტელევიზორის ქვეშ

 

ასეთი კრონშტეინი საშუალებას გვაძლევს ვარეგულიროთ ტელევიზორის დახრის კუთხე 10-15 გრადუსით.


კრონშტეინი ჭერზე

ეს არის ხსნა მათთვის, ვისაც აქვს თაბაშირ-მუყაოს კედელი. კრონშტეინი მაგრდება ჭერზე შტანგით. შესაძლებელია მისი დახრაც, სასურველი მიმართულებით ტრიალიც და სიმაღლის კონტროლიც.

ასე, რომ თუ ტელევიზორის დასდგმელად არ გაქვთ საჭირო ადგილი და სივრცე, გამოსავალი მისი კედელზე ან ჭერზე დამაგრებაა. ამისათვის კი არსებობს სხვადასხვა სახის კრონშტეინი, რომელიც საშუალებას გაძლევთ ტელევიზორი სასურველ ადგილას განათავსოთ.