(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვუაროთ ზამშს

ზამში ტყავის განსაკუთრებული ფორმაა და თან ძალიან ელეგანტური და ლამაზი, მაგრამ ეს საკმარისია? ბევრი ადამიანი ერიდება მის ტარებას და ზოგიერთი მის მოზომებაზეც კი უარს ამბობს. რა რატომ? ალბათ ბევრი მიზეზი გაგიგიათ: „ეს ჩემთვის არ არის“, „ძალიან ძვირია“, „მიჭირს მოვლა“ და ა.შ.

პირველი ორი მიზეზი თავის მართლებას გავს. მეორე კი რეალური პრობლემაა.

მაგრამ გეტყვით, რომ თუ თქვენს გარდერობში მოიძებნება ერთი ზამშის პიჯაკი ან ფეხსაცმელი და თუ იცით როგორ მოუაროთ, თქვენ უკვე აღარ დგახართ პრობლემის წინაშე. რადგან ზამში შეიძლება არაჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, კარგი მოვლის პირობებში და შეგიძლიათ მშვენივრად გამოიყენოთ.

ასე რომ, თუ თქვენ რეალურად დგახართ ზამშის ტანსაცმლის მოვლის პრობლემის წინაშე, არ იდარდოთ. გადაავლეთ თვალი ჩვენს ინსტურქციას და ისწავლეთ მისი მოვლა. ჩვენ ეს წესები სწორედ თქვენთვის ჩამოვწერეთ, რათა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ ცხოვრება.

პირველი ნაწილი - გაწმენდის წესები

ზამში მოდური, მაგრამ დელიკატური მატერიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი მოვლის განსაუთრებული წესები არსებობს. ჩვენ ამ სტატიაში ვაპირებთ განვიხილოთ თითოეული ეს წესი, მაგრამ მანამდე დაიხსომეთ, რომ როცა ზამშის ტანსაცმელს შეიძენთ, აუცილებლად გადახედეთ მარკას, სადაც მითითებული იქნება მისი მოვლის ნიშნები.

წესი პირველი - ჯაგრისით გაწმენდა

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ლატუნის მავთულებიანი ჯაგრისი ან სპეციალური ჯაგრისი ზამშისთვის. სწრაფად და მსუბუქად გაუსვით ჯაგრისი თქვენს სამოსს და ეს მოძრაობა ერთ ადგილზე რამდენჯერმე გაიმეორეთ, რათა ამოიღოთ ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყი.

არ დაატანოთ ჯაგრისს ძალა და არ გაუსვათ ტანსაცმელზე ზედმეტად ძლიერად. მოძრაობა განახორციელეთ ერთი მიმართულებით.

საშლელი

თუ თქვენს ზამშის ტანსაცმელს აქვს ღრმად ჩამჯდარი ლაქა, გამოიყენეთ სპეციალური საშლელი (თუ ვერ იშოვით, შეგიძლიათ ჩვეულებრივი საშლელიც გამოიყენოთ) ჩვეულებრივად, წარმოიდგინეთ, რომ ლაქა უნდა წაშალოთ.

ორთქლი

თუ თქვენი ზამშის ტანსაცმელი ზედმეტად მოშვებულად გამოიყურება, გააჩერეთ ის ცოტა ხნით ორთქლზე და შემდეგ გაწმინდეთ.

როგორ გავწმინდოთ ზამშის ფეხსაცმელი

ფეხსაცმლიდან ლაქების ამოსაყვანად წყლის გამოყენება დასაშვებია. მიუშვირეთ დასვრილი ადგილი გამდინარე წყალს, შემდეგ კი გამწინდეთ ქაღალდის ხელსაწმენდით. თუ გეყოფათ მოთმინება, რომ ფეხსაცმელს ხელსაწმენდით წყალი შეაშროთ, მასზე წყლის კვალიც კი არ დარჩება.

წვიმაში დასველებული ზამშის ფეხსაცმელიც იგივე პრინციპით შეგიძლიათ გაწმინდოთ. მშრალი ნაჭრით ან ქაღალდის ხელსახოცით და დატოვეთ მთელი ღამის განმავლობაში მშრალ ადგილას.

კრახმალი ან ტალკი

თუ თქვენს ზამშის ფეხსაცმელს თხევადი ლაქა აქვს, მოაყარეთ კრახმალი ან ტალკი. დატოვეთ გასაშრობად მთელი ღამით, მოაცილეთ ის ჯაგრისის საშუალებით, შემდეგ კი გაიმეორეთ პირველ ინსტრუქციაში მოცემული მოქმედება. გაწმინდეთ საშლელით, ან სპეციალური ჯაგრისით.