(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რა არის NFC და როგორ გამოვიყენოთ

NFC წარმოადგენს მოდულს სმარტფონში და იშიფრება, როგორც Near Field Communication ("უახლესი უკონტაქტო კავშირი"). NFC მუშაობს მცირე დაშორებებზე - 10 სანტიმეტრამდე. ესაა მისი მთავარი განსხვავება Bluetooth-ისა და Wi-Fi-სგან. შეზღუდვა დაკავშირებულია უსაფთხოების საკითხებთან. ურთიერთქმედებისთვის მოწყობილობები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს განთავსებული.

როგორ გამოვიყენოთ NFC

ჭკვიანი გაჯეტები ერთმანეთთან კავშირს NFC-ის საშუალებით ამყარებენ. საკმარისია სმარტფონი საჭირო წერტილთან ახლოს მიიტანოთ და ის შეასრულებს მიცემულ დავალებას. შეგიძლიათ გაცვალოთ ინფორმაცია, გამორთოთ ხმა ან GPS და ყოველ ჯერზე არ გჭირდებათ პარამეტრებში შესვლა.

საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მიმართებაშიც იგივეა. პარამეტრებში ირჩევთ საჭირო რეჟიმებს, მიგაქვთ სმარტფონი მიკროტალღური ღუმელთან, სარეცხ მანქანასთან და სხვა ტექნიკასთან ახლოს და აძლევთ საჭირო დავალებებს. მისი პლიუსი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმაზე მეტი რეჟიმები და პროგრამები, ვიდრე მოწყობილობის მეხსიერებაშია ჩადებული.

როგორ გავიგოთ აქვს თუ არა სმარტფონს NFC

მოძებნეთ ნიშანი NFC Android-ის სწრაფი მართვის პანელში. აქვს თუ არა ტელეფონს უკონტაქტო კავშირი, ამის შემოწმება შესაძლებელია სამი კლიკით.

შედით მთავარ მენიუში, შემდეგ პარამეტრებში, შემდეთ დააჭირეთ მოწყობილობის ჩართვას და ჩართეთ NFC.

როგორ გამოვიყენოთ NFC მონაცემთა გადასაცემად

NFC აქვს ყველა ანდროიდს მეოთხე  ვერსიიდან მოყოლებული. ამ ტექნოლოგიას ეწოდება  Android Beam. მას შეუძლია ბმულების, კონტაქტებისა და აპლიკაციების სწრაფი გაგზავნა.

როგორ მუშაობს უკონტაქტო კავშირი

  • ორ მოწყობილობას, ჩართული ეკრანებით ადებენ ერთმანეთს.
  • სმარტფონი, რომლითაც გადასცემთ ფაილს გააქტიურეთ საჭირო კონტენტი: გაუშვით აპლიკაცია, გახსენით ბმული, გაუშვით მუსიკა ან ვიდეო.
  • კავშირის დამყარების შემდეგ მონაცემები დუბლირდება მეორე მოწყობილობაში, მაგრამ ფაილების გადაცემა არ ხდება. მაგალითად, აპლიკაციის გადმოწერის მაგიერ ის გაიხსნება Google Play-ში, საიდანაც შეძლებთ მის გადმოწერას.

როგორ გადავიხადოთ NFC - ის საუშალებით

NFC-ს მხარდაჭერა ტელეფონში საკრედიტო ბარათის ნაცვლად ძალიან პრაქტიკულია. ეს არა მხოლოდ კომფორტული, არამედ სწრაფი გადახდის საშუალებაცაა. თანხის გადახდა მისი საშუალებით ხდება 0.1 წამში.

როგორ გავააქტიუროთ უკონტაქტო გადახდის საშუალება ანდროიდის სმარტფონებში?

  • ჩამოწერეთ Google Pay.
  • მიიღეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა და დაამატეთ თქვენი საკრედიტო ბარათი.
  • შეიყვანეთ ტელეფონში საბანკო ბარათის მონაცემები.
  • დააყენეთ ეკრანის დაბლოკვის ფუნქცია თუ ეს მანამდე არ გაგიკეთებით. როცა დააყენებთ Google Play-ს ბანკით, განბლოკეთ აპარატი და მიიტანეთ ტერმინალთან, რომელსაც აქვს უკონტაქტო გადახდის მხარდაჭერა. ეს არის და ეს.