(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ გაზის წყლის გამათბობელი

ცხელი წყალი ჩვენი ჰიგიენისა და კომფორტის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. თუმცა მუდმივად გვაწუხებს მნიშვნელოვანი კითხვა: რომელი უკეთესია? წყლის გამათბობელი ბუნებრივ აირზე, თუ ელექტრო დენზე. უპირატესობები ერთი შეხედვით ნათელია. ის არ არის დამოკიდებული ელექტროენერგიის გათიშვაზე, რაც უფრო ხშირი მოვლენაა, ვიდრე გაზის გათიშვა; ხშირად ძველი კორპუსების ელექტროგაყვანილობა ვერ უმკლავდება ზედმეტ დატვირთვას და მესამე და ყველაზე მთავარი: ელექტროენერგია უფრო ძვირია, ვიდრე ბუნებრივი აირი.

 

როგორი წყლის გამათბობელი დავაყენოთ

კორპუსებში, რომლებსაც აქვთ საკვამური, უმჯობესია დაამონტაჟოთ საკვამურიანი გაზის გამათბობელი. ამგვარად დაგროვილი ნამწვი გავა საკვამურიდან, ისე რომ არ მოწამლოთ მეზობლები.

კერძო სახლისთვის კი კარგი იქნება თუ ტურბირებულ გამათბობელს დააყენებთ. ასეთ დანადგარებს ნამწვი ქუჩაში გააქვს მილის საშუალებით, რომლის შიგნითაც მეორე მილია დამონტაჟებული. ერთის საშუალებით გადის ნამწვი, მეორეს საშუალებით კი შემოდის ჰაერი გაზის დასაწვავად. ამ სისტემის წყალობით ტურბირებული დანადგარები უფრო ეფექტურია, ვიდრე საკვამურიანი.


გაზის გამათბობელის არჩევა ანთების პრინციპის მიხედვით

გაზის გამათბობელი ხელით ანთების ფუნქციით

  • ძველი და ნაცადი მეთოდია. ანთებთ ასანთს, მიგაქვთ გამათბობელის ფანჯარასთან და ანთებთ გაზს. ეს სქემა ცოტა ნერვების მომშლელია და ბაზარზეც ნაკლებად შეხვდებით ასეთ დანადგარს.
  • არსებობს ასევე გამათბობლები პიეზო ნაპერწკალით. დანადგარის ასანთებადა ღილაკზე ეთი ხელის მიჭერაა საჭირო.
  • მესამე სახეობაა ელექტრო ნაპერწკალიანი დანადგარი. ეს არის ყველაზე კომფორტული გამათბობელი. მხოლოდ ონკანის მოშვებით გამათბობელი ინთება და წყალი ცხელდება.

როგორია ოპტიმალური სიმძლავრე

ცხელი წყლის მწარმოებლურობა ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია გამათბობელისთვის. სწორედ მასზეა დამოკიდებული, თქვენი შემდგომი კომფორტი.

  • ერთი ადამიანისთვის 10ლ/წთ. მწარმოებლურობის გამათბობელი საკმარისია.
  • წყვილს, პატარა ბავშვით დასჭირდება გამთბობელი სიმძლავრით 11ლ/წთ.
  • სამი - ოთხი ადამიანისთვის - 15ლ/წთ.
  • ოთხი ადამიანი + შინაური ცხოველი - 16 ლ/წთ. და მეტიც.

როგორ დავამონტაჟოთ დამოუკიდებლად?

არანაირად. რადგან ასეთ შემთხვევაში დაკარგავთ მწარმოებლის გარანტიას. დანადგარის დასამონტაჟებლად აუცილებლად უნდა გამოიძახოთ ხელოსანი. უმჯობესია, თუ ეს იქნება ხელოსანი იმ მარკეტიდან, სადაც იძენთ გამათბობელს. თავად ნუ ეცდებით დამონტაჟებას, რადგან საქმე გაქვთ გაზთან. ეს უსაფრთხო საქმე არ არის.

ახლა კი როცა ყველაფერი შეიტყვეთ წყლის გამათბობელის არჩევის სპეციფიკის შესახებ, მის შესარჩევად გეპატიჟებით ჩვენს ონლაინ მაღაზიაში.