(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავარჩიოთ ჩოფერი?

პროდუქტების  დასაჭრელი, დასაქუცმაცებელი მოწყობილობა ე.წ ჩოფერი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან სამზარეულო მოწყობილობებს შორის, რომლებიც დიასახლისებისათვის საქმის გასაადვილებლად შექმნეს. ხელის მიქსერები, სენდვიჩმეიქერები, კვერცხის მოსახარში მოწყობილობები, ჩირის აპარატები, მექანიკური საჭრელები, წვენსაწურები თუ ხორცის გასატარებელი მანქანები, ამ ყველაფერს უკვე ჩვენი სამზარეულო ადვილად იტევს, რათა სადილის მომზადება სწრაფი და ცოტათი სახალისოც კი გახადოს, ხოლო ვისაც სამზარეულოში ტრიალი ისედაც უყვარს ხელი შეუწყოს ნაირ-ნაირი კერძის შექმნაში. ჩოფერი ერთ-ერთია ამ „არმიას“ შორის. ეს არის მცირე ზომის, კომპაქტური, მსუბუქი, ადვილად გამოსაყენებელი და ადვილად მოსავლელი ხელსაწყო ბოსტნეულის, სანელებლების თუ კერძის სხვადასხვა ინგრედიენტის სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად დასაქუცმაცებლად.

როგორ უნდა ავარჩიოთ ჩოფერი? ეს, ნამდვილად არაა რთული შეკითხვა. მისი არჩევისას სულ რამდენიმე რჩევის გათვალისწინება დაგჭირდებათ და ამის სანაცვლოდ მიიღებთ ცრემლების გარეშე დაჭრილ ხახვს, თითების დაზიანების გარეშე დაჭრილ ნიორსა და ჯანჯაფილს და მშვენიერი  სალათებისათვის თანაბარ კუბიკებად დაჭრილ ხილ-ბოსტნეულს. ჩოფერის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ მისი საჭრელი კონტეინერის მოცულობა, თუ რა რაოდენობის პროდუქტს დაიტევს იგი ერთი პროცედურისას, არ არის საჭირო კონტეინერი დიდი იყოს, რადგან ის იმდენად ადვილი გამოსაყენებელია, რამდენიმე პროცედურა არ დაგღლით. Deals.ge-ზე შემოთავაზებული ჩოფერის კონტეინერის ზომა 7სმ х 7სმ х 18 სმ ნორმალური და საკმაოდ პრაქტიკულია, თუმცა თქვენ სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ უფრო დიდიც აარჩიოთ.

ჩოფერის აუცილებელი ელემენტი-დანის პირი, აი, რაზე ღირს ყურადღების გამახვილება, დანა უნდა იყოს უჟანგავი-ფოლადის და კარგად მჭრელი,წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონდომება ლამაზად და სწრაფად დაამუშაოთ პროდუქტი, უკვალოდ ჩაივლის. დანის პირები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი დაცულია და თქვენს თითებს არანაირად არ ეხება, ხელის ერთი მარტივი დაჭერით, თქვენი თითებისგან სრულიად დამოუკიდებლად დანის ბასრი პირი ადვილად დაჭრის ხახვსა თუ სხვა ბოსტნეულს. სწორედ ესაა ჩოფერის დიდი უპირატესობა-უსაფრთხოება და სისწრაფე. ზოგიერთ მოდელს შეიძლება მოჰყვებოდეს საკუთარი ჰერმეტული კონტეინერი დაჭრილი პროდუქტის შესანახად, ან რამდენიმე ფორმის ფანის პირი, მათთვის ვისაც სამზარეულოში იმპროვიზირება უყვარს და სხვადასხვანაირი სალათებით თავის მოწონება. მისი ზომისა და სიმძლავრის შესაბამისად ჩოფერი ხორცის ან თევზის დასაჭრელად ნამდვილად არ გამოგვადგება, თუმცა ბოსტნეულის, ხილის ან მსგავსი პროდუქტის დასაქუცმაცებლად ნამდვილად მშვენიერია. მისი მოვლა სულაც არაა რთული, გარდა იმისა, რომ ძალიან მცირე ადგილს იკავებს სამზარეულოში, ადვილი დასაშლელი და გასარეცხია, გნებავთ გამდინარე წყალში, გნებავთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, მხოლოდ რამდენიმე წუთს მოანდომებთ მისი ნარჩენებისაგან გაწმენდას. შეიძინეთ ჩოფერი და თამამად ჭერით მძაფრი არომატის პროდუქტები, თუნდაც მთელი დღე.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ჩოფერი Deals.ge-ზე!