(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რომელი გამათბობელია ყველაზე ეკონომიური

ელექტროგამათბობელის სიმძლავრე პირველია, რასაც მომხმარებლები აკვირდებიან. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ ოთახის ფართობია, რომელიც მან უნდა გაათბოს. სულაც არ არის აუცილებელი ყველაზე ძლიერი გამათბობელი შეიძინოთ. მაგრამ გასათბობად უმნიშვნელოვანესია სწორად გათვალოთ ფართობისა და სიმძლავრის შეფარდება. გაამრავლეთ ოთახის კვადრატულობა 100-ზე. იდეალური შეფარდებაა 1kw=10 m2.

 

აი რა გამოდის შედეგად.

15 m2 ფართობის ცივ ოთახს ელექტრო გამათბობელი ათბობს +20°C -მდე 15-20 წუთში. 24 საათის განამვლობაში ის იყენებს 10-12 Kw-ს. საათში კი -  0,4-0,5 Kw.

ელექტროენერგიაზე თანხის დაზოგვას შეძლებთ თუ შეიძენთ გამათბობელს ავტომატური რეგულირების ფუნქციით. ის ავტომატურად გადართავს ღუმელს ეკონომიურ რეჟიმზე, როცა ოთახი საკმარისად გათბება და მიცემული ტემპერატურის დონეს შეამცირებს 3-4 გრადუსამდე. მოცემულ მომენტში ის დამოუკიდებლად გადადის ელექტროენერგიის მცირე მოხმარების რეჟიმზე. აღნიშნული ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია ღამით, ან დღე, როცა სახლში არ ხართ. ეს ფუნქცია ელექტროენერგიის 15 % დაგიზოგავთ.

როგორ მუშაობს ელექტრო გამათბობელი

გამათბობელი მუშაობს ბუნებრივი კონვექციის პრინციპით. ის თრგუნავს ცივ ჰაერს და გისოსებიდან გამოაქვს თბილი ჰაერი, რომელიც ათბობს ოთახს. სითბოს 95% გამათბობელი გამოიმუშავებს თბილი კონვექციის მეშვეობით. მხოლოდ 5% გასცემს კორპუსის გათბობის შედეგად, რომელიც თბება 600 -მდე.

თერმო ელექტრო გამაცხელებელი განთავსებულია კორპუსის შიგნით, ალუმინის დიფუზორში. ის მუშაობს იმავე პრინციპით, როგორც სარეცხი მანქანის შემთხვევაში, ოღონდ პირველ შემთხვევაში წყალს ათბობს და გამათბობლის შემთხვევაში - ჰაერს. ბუნებრივი ცირკულაციის წყალობით კონვექტორი ჰაერს არ აშრობს.

„დახურული“თერმო ელექტრო გამაცხელებელი  ელექტროგამათბობელს აძლევს სამ უპირატესობას:

  • ზრდის სითბოს გაცემის ფართობს.
  • ოთახი თბება სწრაფად და თანაბრად.
  • ასეთი გამათბობელი მუშაობს 10 წელზე მეტს.

ჰაერის თავისუფალი ცირკულაციისთვის გამათბობელი განათავსეთ იატაკიდან 25 სანტიმეტრის დაშორებით. არ დადგათ ის კართან, რადგან იქ ორპირი კეთდება და ოთახს ეფექტურად ვეღარ ათბობს.

 

კარგ გამათბობელში უსაფრთხოების ზომები კარგად არის დაცული. გადაყირავების შემთხვევაში ის ავტომატურად უნდა ითიშებოდეს. ამ შემთხვევაში ფეხზე დაყენებისთანავე ის ისევ ჩაირთვება თავისით. თუ სახლში შინაური ცხოველები, ან პატარა ბავშვები გყავთ, ასეთი გამათბობელი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის.