(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ დავაწებოთ ტელეფონს ბრონი

ტელფონზე დამცავი ბრონის დაკვრა არც ისე ადვილი საქმეა. ამიტომ ხშირად ამ საქმისთვის სპეციალისტებს მივმართავთ.

ის უნდა დავაწებოთ სწორად. არსებობენ უნიკალური ადამიანები, რომლებსაც უნიკალური თვალი აქვთ და ამას წარმოუდგენელი სისწორით აკეთებენ, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვისთვისაც 2-3 მილიმეტრის ცდომილება პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ამ უკანასკნელთა რიგებს არ მივეკუთვნებით. გვინდა იდელაური შედეგი.

არსებობს მეორე პრობლემა. ტელეფონსა და ბრონს შორის მტვერი არ უნდა მოხვდეს. და თუ თქვენ ანტარქტიდაზე არ ცხოვრობთ ამის ძალიან დიდი ალბათობა გაქვთ. მტვერი ყველგან დაფრინავს და თვალს ვერ დაახამხამებთ ისე მოხვდება ის თქვენს ტელეფონში.

მესამე პრობლემა ჰაერის ბუშტუკებია. ბრონის დაკვრის დროს ის ჰაერს იჭერს და ჩნება ბუშტუკები. დაგვეთანხმებით, ასეთი ტელეფონი ცუდი შესახედია.

ამიტომ ჩვენ მოგცემთ ჭკვიანურ რჩევებს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან ასაცილებლად.

როგორ დავაკრათ სწორად

  • არ მოაძროთ დამცავი. დაადეთ ეკრანს საჭირო სიზუსტით.
  • მოჭერით 3 სმ სიგრძის ორი ცალი სკოჩის ნაჭერი.
  • დააკარით ბრონს ერთ ზომაზე ზედა კუთხეებში.
  • მიაკარით თავისუფალი მხარეები ტელეფონის კორპუსს
  • სკოჩი იქნება ერთგვარი კარების პეტლების მსგავსი, რომელიც ბრონს ტელეფონზე მიამაგრებს.

როგორ დავაკრათ მტვის გარეშე

  • შეეცადეთ ჩართოთ კარგი პირდაპირი განათება, რათა კარგად გამოჩნდეს ჰაერში მიმოფანტული მტვერი.
  • ტანსაცმლისა და ნაჭრებისგან შორს იქონიეთ ტელეფონი, რადგან ყველაზე მეტი მტვერი ასეთი ნივთებისგან გროვდება. ჯობს ბრონი აბაზანაში დააკრათ ტელეფონს.
  • გაფანტეთ მტვერი. ჰაერში გაუშვით წყლის პულივიზატორი. წყალი დაიჭერს მტვრის ნაწილაკებს ისე, რომ თქვენს ტელეფონში აღარ მოხვდეს.
  • მიკროფირის ხელსაწმენდითა და ეკრანის გასაწმენდი საშუალებით გაწმინდეთ დისპლეი. ბრონი კი ახლოს გეჭიროთ ტელეფონთან თავსახურივით.

ბრონის დაკრობა ჰაერის ბუშტუკების გარეშე

შეგახსენებთ ბრონი გიჭირავთ თავსახურის მდგომარეობაში.

  • ბრონი მიკრულია ტელეფონზე სკოჩით და წამოწეული აქვს ბოლო, როგორც თავსახურს.
  • მოაცილეთ დამცავი ზედაპირი.
  • გაასწორეთ ბრონი და გაასრიალეთ ნელა ტელეფონის მთელ სიგრძეზე. თავისუფალი ხელით კი ოდნავ დააჭირეთ. ხელი უნდა გადაატაროთ ბრონს ერთი ბოლოდან მეორემდე.

თუ ბრონს მაინც შეყვა მტვრის ნაწილაკი ან ჰაერის ბუშტუკები, აწიეთ შესაბამისი კუთხე და მტვერი გამოიტანეთ სკოჩის ლენტით. მტვრის ბუშტუკის გამოდევნას კი ბრონზე საბანკო ბარათის დაჭერით შეძლებთ.