(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ ფლეშ მეხსიერება

ფლეშ მეხსიერება (ამიერიდან ფლეშკად მოვიხსენიებთ) ძალიან კარგი დამხმარეა ფაილების ჩასაწერად და გადასატანად, მაგრამ მისი სიჩქარე ცვალებადია გამოყენებული ფაილების სისტემიდან გამომდინარე. მაგალითად exFAT მაქსიმალურად სწრაფად კითხულობს ჩანაწერს ნებისმიერ ფლეშკაზე, განსხვავებით FAT32-ს ან NTFS-სგან. მაგრამ მას არ აქვს Windows-ის მხარდაჭერა.

 

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩაწერის სიჩქარე ნებისმიერ ფლეშკაზე ყოველთვის უფრო დაბალია, ვიდრე წაკითხვის სიჩქარე. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ „სიჩქარის“ პარამეტს, რათა ხელში არ შეგრჩეთ იაფიანი და დაბალი ხარისხის ფლეშ მეხსიერება.

USB-ს, რომელსაც წაკითხვის სიჩქარე აქვს  10 MB/წ ყურადღებაც არ უნდა მიაქციოთ. ის მოძველდა და ნელა მუშაობს.

  • ბიუჯეტური მოდელებისთვის წაკითხვის სიჩქარე უნდა შედგენდეს 10-20 MB/წ, მაგრამ ჩაწერის სიჩქარე მათზე გაცილებით ნაკლებია.
  • 20-30 MB/წ ― კარგი სიჩქარეა ფლეშკის წასაკითხად, რომელსაც აქვს ინტერფეისი USB 2.0. ინფორმაციის ჩაწერის სიჩქარე მათ აქვთ 10-20 MB/წ.
  • 50 MB/წ-დან 250 MB/წ-მდე კითხვის სიჩქარე აქვთ ფლეშკებს, რომლებსაც აქვთ ინტერფეისი USB 3.0. ჩაწერის სიჩქარე განისაზღვრება 30 MB/წ-დან 215 MB/წ-მდე.

 

დიდი მოცულობის ინფორმაციის გადასატანად ჯობს გამოიყენოთ ფლეშ მეხსიერება, ინტერფეისით USB 3.0 ან 3.1. მათ ზესისწრაფე აქვთ.

იმისტვის, რომ აირჩიოთ კარგი ფლეშმეხსიერება იხელმძღვანელეთ საკუთარი მოთხოვნებით. კონსტრუქციული გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მოწყობილობის დიზაინი, რომელსაც აქვს ღია დამტენი, თავსახური, სლაიდერი ან გადასატრიალებელი მექანიზმი, მაგრამ აქაც ყველაფერი შედარებითია.

  • დაცვის გარეშე ფლეშკის მუშაობა ადვილდება, მაგრამ იზრდება მტვრის დაგროვების და გაკაწვრის საშიშროება.
  • თავსახური კარგად იცავს, მაგრამ ადვილად იკარგება.
  • სლადიერი დროთა განმავლობაში კარგავს ადვილად შესრიალების შესაძლებლობას.
  • მოსატრიალებელი მექანიზმი კი ეშვება.

 

USB 3.0 სიჩქარე: რით განსხვავდება ფლეშკა ინტერფეისით USB 2.0, USB 3.0-სგან.

ინტერფეისი USB 3.0 ათჯერ უფრო სწრაფად ცვლის ინფორმაციას, ვიდრე USB 2.0, მაგრამ მონაცემთა სწრაფი გადატანისთვის თქვენს კომპიუტერზე ან ნოუთბუქზე უნდა გქონდეთ USB  3.0.

  • USB 3.0 -  ის მქონე ფლეშ მეხსიერება რომ შევაერთოთ USB 2.0-ის ინტერფეისს, ფაილების გადაცემის სისწრაფე შეიზღუდება და დავა USB 2.0 -ის სიჩქარემდე (20-30 MB/წ). იმისთვის, რომ გავიგოთ რომელი პორტი უნდა გამოვიყენოთ ჩვენს კომპიუეტერზე, საკმარისია შევხედოთ კონტაქტის ფერებს შიგნიდან. USB 2.0-სთვის ის უნდა იყოს თეთრი ან შავი, USB 3.0 ― ლურჯი.
  • ფლეშ მეხსიერება 3.0 ტექნოლოგიით თავსებადია პორტებთან 2.0.  და პირიქით, ფლეშ მეხსიერება ინტერფეისით USB 2.0 იდეალურად კავშირდება USB 3.0 -თან და გაძლევთ ჩვეულ სიჩქარეს (20-30 MB/წ).

 

ფლეშკის ოპტიმალური მოცულობაა: 816, 32 GB გახლავთ. USB-შემნახველზე, რომელსაც დიდი მოცულობა აქვს (64 GB-დან) შეიძლება გადაიტანოთ დიდი სამუშაო პროექტები და სარეზერვო სისტემები. უბრალოდ თქვენთვის უნდა განსაზღვროთ რისთვის გჭირდებათ ფლეშკა და პრობლემა აღარ გექნებათ.