(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავარჩიოთ ელექტროგრილი

ელექტროგრილი საუკეთესოა სტეიკების მოსამზადებლად. მას აქვს ტემპერატურის ზუსტი კონტროლი, შესაბამისად ადვილია მოამზადოთ ძლიერ შემწვარი, საშუალო და სისხლიანი სტეიკები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იცით საჭმლის გაკეთება, ელექტროგრილი ამაში დაგეხმარებათ. ბრტყელი ზედაპირი ქმნის გემრიელ ხრაშუნა ქერს, უსწორმასწორო კი სტეიკს ხაზებს უკეთებს.

ელექტროგრილის არჩევის დროს მნიშვნელოვანია:

სიმძლავრე

სიმძლავრე უნდა მერყეობდეს 400-4400 ვატს შორის. რაც უფრო მაღალი აქვს გრილს სიმძლავრე მით უფრო სწრაფად და გემრიელად მზადდება კერძი.

ელექტროგრილის დაფების რეგულირებადი კუთხე

ეს ყველა მოდელს არ აქვს, მაგრამ ძალიან კარგია, რადგან ხორცის და თევზის მომზადების დროს, ცხიმი ცალკე გადის, არ იწვება და არ ბოლდება, ასეთი აპარატის გაწმენდა უფრო ადვილია.

კორპუსი

პლასტმასის კორპუსის მქონე მოდელები უფრო მსუბუქია და გადასატანად ადვილი. დამცავი პანელის წყალობით პლასტმასი არ ცხელდება მაღალ ტემპერატურაზე. თუმცა უჟანგავი ფოლადის ელექტროგრილი ხარისხის ეტალონად ითვლება.

შეწვის ხარისხის მაჩვენებელი

ამ ფუნქციასთან ერთად სტეიკის შეწვის პროცესი უმარტივესია. ირჩევთ პროგრამას, დანარჩენი კი ტექნიკის საქმეა. სენსორი ზომავს სტეიკის სისქეს და თავად განსაზღვრავს მომზადების დროს. მთელი ინფორმაცია გამოტანილია ციფრულ დისპლეიზე. ფერადი და ხმოვანი ინდიკაცია გატყობინებთ მომზადების დასრულებას.

მოხსნადი ტაფა

ასე გრილის მოვლა ძალიან ადვილია. სანამ ცხელია, შეგიძლიათ ხელსაწმენდით აიღოთ ცხიმი, შემდეგ ტაფა მოხსნათ და გარეცხოთ ძალიან მარატივად ისე, რომ აპარატი არ დააზიანოთ.