(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

TEKA - ნომერ პირველი ევროპული ბრენდი Deals.ge-ზე

ტექნიკა სერიოზული შენაძენია და არ ღირს დაუფიქრებელი არჩევანის გაკეთება, როცა მას ვარჩევთ. მას ხომ სეზონურად ვერ გამოვცვლით და დიდ ხანს უნდა მოვიხმაროთ.  რადგან ამ არჩევანს ერთხელ ვაკეთებთ და ფულს ვხარჯავთ, ისიც გვინდა, რომ ჩვენი შენაძენი მაქსიმალურად ფუნქციური, ხარისხიანი და ლამაზი იყოს.

ასევეა, რა თქმა უნდა, ღუმელის შემთხვევაშიც. მას საშუალოდ 5 წელიწადში ერთხელ თუ გამოვცვლით. ის ჩვენი ყველაზე დიდი ინსინტქტის, ჭამის დაკმაყოფილებას ემსახურება და გვინდა ჩვენი ღუმელი რაც შეიძლება კარგად აცხობდეს და წვავდეს ჩვენთვის საყვარელ კერძებსა და დესერტებს.

თუ ჩვენი სახლის ინტერიერს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამზარეულოც რაც შეიძლება კარგად მოვაწყოთ. სწორედ ამიტომ არჩევანს ჩასაშენებელ ღუმელზე ვაკეთებთ და გვინდა ის იყოს გამძლე, ლამაზი, ფუნქციური და კომპაქტური.

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ტექნიკის არჩევისას მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელია მწარმოებელი ქვეყანა და ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ მხრივ ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე გერმანიაა. სწორედ ამიტომ გირჩევთ ჩასაშენებელი ღუმელის არჩევისას გერმანული ბრენდის TEKA-ს ტექნიკას მიანიჭოთ უპირატესობა.

TEKA   დაარსდა 1924 წელს გერმანიაში,დაკავებულია სამზარეულო და აბაზანის ტექნიკის წარმოებით.  ის ჩასაშენებელი სამზარეულოს ტექნიკის წარმოებით მთელი ევროპის ეტალონ ბრენდად ჩამოყალიბდა. განსაკუთრებით, ღუმელების, გაზის ზედაპირების, გამწოვების  და ნიჟარების წარმოების თვალსაზრისით.

ფირმას დღესდღეობით ევროპის სამ კონტინენტზე 25 ქარხანა აქვს, რაც საშუალებას იძლევა პროდუქციის რეალიზაცია 116-ზე მეტ ქვეყანაში განახორციელოს და მოემსახუროს 100 მილიონზე მეტ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს TEKA-ს Hydroclean® -ის ღუმელები, რომელიც აღჭურვილია თვითწმენდის ფუნქციით მხოლოდ 1 ჭიქა წყლის გამოყენებით. ასევე სტანდარტული ზომის  Combo ღუმელით სადაც შესაძლებელია ერთდროულად მომზადდეს ორი კერძი ერთმანეთისგან იზოლირებულად . 

თითქმის 30 წლის განმავლობაში TEKA ასპონოსრებდა მოსფლიოს ნომერ პირველ საფეხბურთო გუნდ Real Madrid-ს და სპორტის სხვა სახეობებს.

ბრენდს ოფისები გერმანიაში, შევეიცარიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში აქვს გახსნილი.