(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

აგვისტორს თვის საუკეთესო სმარტფონები

სექტემბერი უკვე დადგა და მოვიდა დრო გადავავლოთ თვალი აგვისტორში გამოშვებულ საუკეთესო სმარტფონებს. ჩვენს სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი ბრენდების სმარტფონები, როგორიცაა LG, Xiaomi, Huawei, Nokia და Samsung.

 

LG G7 One და G7 Fit 

LG G7 Fit და G7 One თითქმის არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივეს აქვს ხარისხიანი ეკრანები Quad HD+ 3120x1440 გაფართოებით, ძალიან ხარისხიანი წყლისა და მტვრისგან დაცვის IP68 სტანდარტის სერტიფიკატი; ძლიერი სელფი კამერები და ძალიან კარგი მთავარი კამერა.  LG G7 უფრო იაფია, რადგან მას აქვს შარშან გამოშვებული პროცესორიSnapdragon 835, წლევანდელის ნაცვლად. თუმცა ეს სათვალავში მისაღები ცვლილება არც არის. სახეზეა გაიაფებული G7  მუშაობის სიჩქარის ცვლილების, ან სხვა რაიმე ფუნქციის მოკლების გარეშე.

Xiaomi Pocophone F1

ეს სმარტფონი მათთვისაა, ვინც მის მაღალ ხარისხს პროცესორებით ზომავს. ეს არის ყველაზე იაფიანი სმარტფონი, რომელსაც აქვს პროცესორი Snapdragon 845 და პროცესორის თხევადი გაგრილების სისტემა, რაც ასე მნიშვნელოვანია თამაშების მოყვარულთათვის. ასევე აქვს ტევადი აკუმულატორი და უკვე გაშვებულია გაყიდვაში. ასე რომ თამაშების მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარია.

Nokia 5.1 Plus 

ის ერთ-ერთი საუკეთესოა ბიუჯეტურ სმარტფონებს შორის. აქვს სწრაფი პროცესორი, ლამაზი კორპუსი და სწრაფი ანდროიდი. Nokia 5.1 აღჭურვილია 5,86-დიუმიანი დისპლეით, რომელსაც აქვს  HD+ (720 х 1520 პიქსელი) გაფართოება და მხარეთა შეფარდება 19:9, თითის ანაბეჭდის სკანერი, ორმაგი ძირითადი კამერა და 8 მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა. მუშაობს პროცესორზე MediaTek Helio P60 და აქვს 3 GB ოპერატიული და 32 GB შიდა მეხსიერება.

Samsung Galaxy Note 9

საუკეთესო სმარტფონია კამერების, დისპლეის, ავტონომიურობის ხარისხისა და პროცესორის სიმძლავრის გათვალისწინებით. აქვს წარმოუდგენლად პრაქტიკული კორპუსი, თანამედროვე სტაილუსი და ვიდეოს გადაღების საუკეთესო ხარისხი. მაგრამ როგორ განვასხვავოთ Galaxy Note 9 Galaxy S9+-სგან? განსხვავებები სიმბოლურია და მდგომარეობს აკუმულატორის მოცულობასა და ოპერატიულ მეხსიერებაში. და კიდევ, სტაილუსი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით სამსუნგს.

Honor Note 10

 

ეს არის დიდი კერანის მქონე (6.95’’) ყველაზე მაგარი სმარტფონი ბოლო წლების განმავლობაში. მუშაობს ფლაგმანურ პროცესორზე kirin 970, რომელიც საშუალო ვარიანტია ბოლო წლებში გამშვებულ Snapdragon-ებს შორის. მუშაობს ეკონომიურ EMOLED -დისპლეიზე და აქვს ყველაზე დიდი მოცულობის 5000 mAh-იანი აკუმულატორი, ეს იმ პირობებში, როდესაც სმარტფონი იგივე სისქისაა, როგორიც iPhone X.