(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ კარავი?

თქვენ უკვე დიდი ხანია სალაშქროდ დადიხართ და ახლა გადაწყვიტეთ საკუთარი კარავი შეიძინოთ. არჩევანის გაკეთება უამრავ პროდუქციას შორის გიწევთ და რთულია არ შეცდეთ, ტყუილად არ დახარჯოთ ფული. შეცდომა კი შეიძლება ძირად დაგიჯდეთ.  მცდარმა არჩევანმა ცივილიზაციისგან შორს მყოფს, შესაძლოა სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ. სწორედ ამიტომ ღირს რამდენიმე წუთი დახარჯოთ და გაიგოთ როგორ შეარჩიოთ კარავი კემპინგისთვის.

უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე კრიტერიუმი. ესენია: 

მწარმოებლები. ცნობილი მწარმოებლების კარვები, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივზე უფრო ძვირია, მაგრამ ბრენდები თავის სახელს უფრთხილდებიან და ხარისხსაც არ აგდებენ. შესაბამისად, თუ შესაძლებლობა გაქვთ, აირჩიეთ ბრენდული კარავი.

დანიშნულება. ძირითადი კრიტერიუმია. უნდა ჩამოყალიბდეთ რისთვის გსურთ კარავი: ექსტრემალურ პირობებში მოგზაურობისთვის, ტრეკინგისთვის თუ კემპინგისთვის. ექსტრემალურია კარვები ალპინიზმისა და მთაში ლაშქრობისთვის. ტრეკინგის - უფრო უნივერსალური, კემპინგის კი, ყველანაირი კომფორტით აღჭურვილი, ქალაქგარეთ გასასვლელი სახლის მსგავსი კარავია.

 

სეზონურობა. უნდა გაითვალისწინოთ კარავი საზაფხულოდ გინდათ თუ საზამთროდ. ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული: დამცავი ბადეები, მასალა, ყინვისგან დაცვა და ა.შ.

 

მასალა. დანიშნულებიდან გამომდინარე ყველა ტიპის კარვისთვის სხვადასხვა ტიპის მასალა გამოიყენება.

 

ხარისხი. ყურადრება მიაქციეთ საერთო ხარისხს. კარავს ნაკერი მჭიდროდ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, ელვა კარგად უნდა იკვრებოდეს, საყრდენი უნდა იყოს მყარი და ა.შ.  

 

პასპორტი. ყველა თავის თავის პატივისმცემელ მწარმოებელს აქვს პროდუქტის პასპორტი. ის უნდა ჰქონდეს თქვენს კარავსაც. ეს ხარისხის დამატებითი გარანტიაა.  

როგორ განვსაზღვროთ მასალა

კარავის გარე შრე – ტენტი. ტენტის ძაფების სისქე და სიმჭიდროვე განსაზღვრავს მის სიმყარეს. რაც უფრო სქელია ძაფი და ნაკერი მჭიდროდ გაკეთებული მით უფრო მყარი იქნება თქვენი კარავი.

წყაგაუმტარობა - ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ის იზომება წყლის სვეტის მილიმეტრების მიხედვით. კემპინგის კარავი, რომლის მაჩვენებელშიც მითითებულია 2500 მმ წყლის სვეტი პრაქტიკულად ყველა ტიპის წვიმას გაუძლებს. მნიშვნელოვანია, რომ ტენტის დახასიათებაში მითითებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდეს.

სილიკონის საფარი

როგორც წესი, მას უსვამენ მასალის ზედა ან ქვედა ფენას. ის საკმაოდ ფუნქციორი რამაა. სილიკონი ხელს უშლის ნესტის გაჩენას კარავში. ის აუმჯობესებს ქსოვილის სიმყარეს და ელასტიურობას.

შიდა საფარი

შიდა საფარი უნდა იყოს მოსახერხებელი და ფუნქციონალური. ჰქონდეს დამატებითი აქსესუარები, როგორიცაა: ფანარის დასამაგრებელი, ჯიბეები, ორმაგი ელვა, კოღოების საწინააღმდეგო ფარდა და ა.შ.

ძირი

ძირი შეიძლება იყოს გარე ტენტის ან სტრუქტურული პოლიეთილენის. ის აუცილებლად უნდა იყოს წყალგაუმტარი, რათა წყალი არ შევიდეს კარავში მაღალი დაწოლის დროს.

საყრდენი

საყრდენი კეთდთება ფოლადისგან, ალუმინისგან და სხვა მყარი მასალისგან. ის კარვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

რაოდენობა

 

კარავის არჩევისას აუცილებლად განსაზღვრეთ რამდენი ადამიანისთვისაა ის განკუთვნილი. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია სამ კაციანი კარავი. გაითვალისწინეთ, რომ ლაშქრობისგან დაღლილმა კარავში კომფორტულად უნდა დაისვენოთ. ადამიანების ზედმეტი რაოდენობა კი, რომლებიც კარავში ვერ ეტევიან, ამაში ხელს შეგიშლით.

 

ახლ უკვე იცით კარვის ასარჩევი ძირითადი კრიტერიუმები. შეგიძლიათ თამამად შეიძინოთ ის და გაემართოთ სალაშქროდ.