(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ შეზლონგი ჩვილისთვის

თანამედროვე ახალგაზრდა დედების წინა თაობის ქალბატონებს ნამდვილად შეშურდებოდათ. ჩვენს დროში უამრავი მოწყობილობა არსებობს, რომელიც ბავშვის მოვლაში გვეხმარება და გვითავისუფლებს თავისუფალ დროს. დედის ერთ-ერთი დამხმარე ბავშვის შეზლონგია. ეს არის ბავშვის მცირე ზომის სავარძელი, რომელიც მისი უსაფრთხო გადაყვანისთვის გამოიყენება. მასზე ბავშვს შეუძლია ძილი, ჭამა, თამაში. მისი საშუალებით პატარა შეგიძლიათ გაიყვანოთ ქუჩაში, წაიყვანოთ სტუმრად და დასასვენებლად.

რა ასაკის ბავშვისთვისაა განკუთვნილი

შეზლონგის სარგებლიანობას ყველა არ აღიარებს, თუმცა ის, ვინც მას აქტიურად იყენებს, აღფრთოვანებულია მისი შესაძლებლობებით. რა არის ამის მიზეზი?

შეზლონგი უზრუნველყოფს პატარას უსაფრთხოებას და კომფორტს. დედას უთავისუფლდება თავისუფალი დრო და ხელები სხვა საქმის გასაკეთებლად.

შეზლონგების უმრავლესობას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. ის შეიძლება გამოიყენოთ 0-6 თვემდე, თუმცა ზოგი პედიატრი არ გვირჩევს მის გამოყენებას იმ დრომდე, სანამ ბავშვი დამოუკიდებლად თავის დაჭერას არ შეძლებს.

შეზლონგების სახეობები

საერთაშორისო მწარმოებლები აწარმოებენ ორი სახის მოდელებს: შეზლონგები ჩვილი ბავშვებისთვის - კომფორტული და ანატომიურად სწორად შემუშავებული დასაჯდომი. ბავშვი, რომელმაც ჯერ ჯდომა არ იცის, კომფორტულად ატარებს დროს და მისი სხეული აგრძელებს სწორ განვითარებს. მეორე მოდელი წარმოადგენს შეზლონგს მოზრდილი ბავშვისთვის. მას აქვს ბევრი დამატებითი ფუნქცია ბავშვის გასართობად და განსავითარებლად.

როგორც წესი შეგიძლიათ აირჩიოთ მოდელები ვიბრაციით, მუსიკალური პანელებით და სათამაშოებით. არსებობს უმოძრაო და სარწევი ტიპის შეზლონგები. ზოგ მათგანს კი პულტიც მოყვება. გადასატანი მოდელით შეგილიათ ისარგებლოთ 9 თვის ასაკამდე. სავარძელი - სარწეველა ახალშობილთათვის გვეხმარება ბავშვის დაძინებაში. მისი საშუალებით დედას არ სჭირდება ბავშვის მუდმივი რწევა.

როგორც ხედავთ უამრავი სახის შეზლონგი არსებობს. ამიტომ ჩვენ ვეცდებით მოგცეთ რეკომენდაციები, რომლითაც საჭირო მოდელის შეძენას შეძლებთ.

 

რას მივაქციოთ ყურადღება შეძენისას

 

ბავშვის ასაკი და წონა

 

ყველა მოდელისთვის არსებობს ბავშვის ასაკიდან გამომდინარე რეკომენდაციები. ასაკი განსაზღვრავს შეზლონგის დასაჯდომის მდგომარეობის მრავალდეროვნებას, მის ზომასა და წონას. ბავშვისთვის, რომელსაც უკვე ჯდომა შეუძლია უკეთესია აირჩიოთ მოდელი მდგოამრეობის რეგულირების ფუნქციით. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ქამრების რაოდენობასაც.

 

შეზლონგის წონა და მობილურობა

 

დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ შეზლონგის ზომასა და წონას. მსუბუქი მოდელის გადატანა საკმაოდ ადვილია.

 

ფუნქცია და კონსტურქცია

 

იმის მიხედვით თუ რისთვის იყენებთ შეზლონგს უპირატესობა შეგიძლიათ მიანიჭოთ ან სტაციონალურ მოდელს ან გადასატან კონსტრუქციას.

 

მასალა

 

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მასალაც. შეზლონგი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.

 

ადვილად რეცხვადი

 

არ დაივიწყოთ ჰიგიენაც, რადგან შეზლონგი ხშირად უნდა რეცხოთ. ასე რომ დაადგინეთ ადვილად ირეცხება თუ არა. პლასტმასის შეზლონგები უფრო ფუნქციონალური და გამძლეა. ის ადვილი მოსავლელია და ადვილად ირეცხება.

 

 

სიმყარე

 

მყარ შეზლონგს უნდა ჰქონდეს ფოლადის კორპუსი და ფართო დასაყრდენი, რაც ბავშვს არ მისცემს გადავარდნის საშუალებას.

 

სხვა ფუნქციები

 

გასასურველია, რომ შეზლონგს ჰქონდეს ბევრი ისეთი ფუნქცია, როგორიცაა ხმოვანი დამხმარე, რწევის ფუნქცია, სათამაშოები და ა.შ.