(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ყველაფერი სმარტ საათის შესახებ

სმარტ საათის თემა ტრენდულია. ეს გაჯეტი ბაზარზე ახლად დამკვიდრებული პროდუქტია და მიუხედავად სიახლეების მუდმივი გაშუქებისა, მომხმარებელს მაინც უჩნდება კითხვები: რისთვის გვჭირდება, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება შეძენისას, როგორ მუშაობს და ა.შ. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია მათ შესახებ და გაგიადვილოთ არჩევანის გაკეთების პროცესი.

 

რა არის სმარტ საათი

ეს არის ხელის გაჯეტი, რომელიც გვაგონებს საათს. ასახავს დროს და აქვს სხვა უამრავი ისეთი ფუნქცია, რომლითაც ჩვეულებრივი საათი არ არის აღჭურვილი. როგორც წესი, აღჭურვილია Bluetooth-ით, რათა მოახდინოს სმარტფონთან სინქრონიზაცია; ექსელომეტრით, რომელიც ჩვენს აქტივობას ზომავს და ვიბროსიგნალით. ეს არის მინიმალური კომპლექტი, სხვა დამატებითი ფუნქციები და მახასიათებლები კი მოდელების მიხედვით იცვლება.

პირველი სმარტ სამაჯური ბაზარზე 2010 წელს გაჩნდა სახელწოდებით Sony Ericsson LiveView. ორი წლის შემდეგ კი Sony–მ გამოუშვა კლასიკური SmartWatch. Sony-ს ინოვაციას მოჰყვა Samsung-ისა და Apple-ის ახალი გაჯეტები და ნელ-ნელა წამყვან ბრენდებს სხვა კომპანიებიც აყვნენ.

როგორი სმარტ სამაჯურები არსებობს?

სმარტ საათები იყოფა ორ დიდ კატეგორიად.

პირველი - ანალოგიური ინტერფეისი (ანუ ჩვეულებრივი ციფერბლატით და ისრებით). ისინი არსებობს, როგორც ფიტნეს ტრეკერის, ისე უფრო გაძლიერებული მოდელების სახით, რომლებიც მფლობელს შემოსული ზარებისა და შეტყობინებების შესახებ აწვდიან ინფორმაციას.

მეორე  - საათი ციფრული ინტერფეისით (ელექტრონული ეკრანი). სწორედ ეს მოდელი გვახსენდება, როცა საუბარი სმარტ საათებს შეეხება. ეს კატეგორია გვთავაზობს უამრავი სახის გაჯეტებს უამრავი შესაძლებლობით. ისინი გვაჩვენებენ შეტყობინებებს, აქვთ მაღვიძარა, ასახახვენ ამინდს და ა.შ.

რომელ ოპერატიულ სისტემებზე მუშაობს

სმარტ სამაჯურები სამ ძირითად ოპერაციულ სისტემაზე მუშაობენ. ესენია: Android Wear, Tizen და watchOS. Android Wear შექმნილია Google-ის მიერ, მას იყენებენ: LG, Sony, Motorola, Asus, Huawei.

ოპერაციულ სისტემაTIzen-ზე მუშაობდნენ Intel, Samsung და სხვა მწარმოებლები, მაგრამ საბოლოო ჯამში ის Samsung-მა განავითარა.  

watchOS წარმოადგენს Apple-ის პროდუქტს და შესაბამისად Apple Watch-ში გამოიყენება.

რამდენად არის დაკავშირებული ფასი ფუნქციონალთან

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირდაპირი კავშირი ამ რო ფაქტორს შორის არ არსებობს. 129 დოლარიან Asus ZenWatch 2-ს ის მონაცემები აქვს, რაც $350 ღირებულების Huawei Watch-ს. ფასებს შორის სხვაობა კი ძირითადად ვიზუალით არის განპირობებული.  განსხვავება არც სხვადასხვა ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტ საათებში გვხვდება.

რით განსხვავდება ერთმანეთისგან Android Wear-ზე მომუშავე სმარტ საათები?

Android Wear - ის საათებს შორის განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ დიზაინში, ეკრანში და ელემენტის მოცულობაში. ფუნქციონალი და სტაბილურობა თითქმის ერთი და იგივეა მიუხედავად იმისა, თუ რომელ წელსაა მოდელი გამოშვებული.

რით განსხვავდება ერთმანეთისგან Apple Watch-ები?

Apple-მა საკმაოდ დააბნია მომხმარებელი უამრავი რაოდენობის Apple Watch-ის გამოშვებით, მაგრამ ფუნქციონალის თვალსაზრისით მისი ყველა მოდელი იდენტურია. ფასებს შორის სხვაობა კი განპირობეულია ზომით და კორპუსის მასალით.  

რა სარგებლობა მოაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ყველაზე მარტივი და უნივერსალური ფუნქია - სმარტფონის შეტყობინებების ასახვა და აქტივობის კონტროლია (ნაბიჯების რაოდენობა, დამწვარი კალორიები, აქტიური ფიზიკური დატვირთვის ხანგრძლივობა). გარდა ამისა Android Wear, watchOS და Tizen-ის საათებს აქვთ ხმოვანი დამხმარეებიც, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ კითხვა და პასუხი ეკრანზე მიიღოთ.  

რჩევები

  1. შეძენამდე პირველ რიგში დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რისთვის გჭირდებათ სმარტ საათი. თუ მას მხოლოდ ინტერესის გამო ყიდულობთ, ჯობს შეიძინოთ რომელიმე იაფინი მოდელი. თუ მოგბეზრდებათ, გვერდზე გადადებთ და არ დაგენანებათ. თუ iPhone გაქვთ, პირველ რიგში Apple Watch –ზე იფიქრებთ, მაგრამ ამდენი ფულის ხარჯვა უბრალო ინტერესისთვის არ ღირს.თუ სმარტფონს იმიტომ იძენთ იმიტომ, რომ გინდათ შეყობინებები მიიღოთ, ეს საათი ნამდვილად გამოგადგებათ სირბილისა და მანქანის ტარების დროს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფიტნეს ტრეკერის ფუნქციაზეც. ხოლო თუ საათს იმისთვის ყიდულობთ, რომ თქვენს სტატუსს გაუსვას ხაზი, თამამად აირჩიეთ ყველაზე ძვირიანი მოდელი Samsungის-გან ან Apple-სგან.
  2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საათის გარეგნულ მხარეს და მასალას, რომლითაც ის არის შექმნილი. საათის გარეგნული მხარე ნამდვილად უნდა მოგწონდეთ და არა გაწყობდეთ.
  3. ნუ მიაქცევთ ყურადღებას პროცესორს, ოპერატიულ მეხსიერებას და ფლეშ მეხსიერების მოცულობას. ეს არ არის სმარტფონი და პლანშეტი, რომ მას მნიშვნელობა ჰქონდეს. მწარმოებლურობის თვალსაზრისით ყველა სმარტ საათი ერთნაირია.
  4. ეკრანი – უმჯობესია EMOLED.  საათში ფერების გადაცემა არც ისე მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ მნიშვნელოვანია ფერების სრულყოფილება შავის სიღრმე და ეკონომიურობა შავის ასახვისას. სწორედ ამიტომ EMOLED ეკრანი უკეთესია.
  5. თუ მოდელი ვიზუალურად მოგეწონათ ნუ შეგეშინდებათ ერთი წლის წინანდელი ან უფრო ძველი სმარტ საათის ყიდვის, რადგან მახასიათებლები ჯერ ისე არ განვითარებულა, რომ დაძველებას მნიშვნელობა ჰქონდეს.

ამგვარად, ჩვენ გაგიზიარეთ საერთო ინფორმაცია სმარტ საათების შესახებ და მოგეცით რამდენიმე საჭირო რჩევა, რაც დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში კი სმარტ საათების კარგ არჩევანს გთავაზობთ.