(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ბაღის ნათურები მზის ელემენტებზე

ჩვენს დროში ბაღის ყველაზე საოცარ ელემენტად  გარე სანათი ითვლება, რომლის ენერგიის წყაროს მზის ელემენტი წარმოადენს. სწორედ ღამის განათებას შეუძლია თქვენს ბაღში შექმნას რომანტიული ატმოსფერო. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბაღის განათება რაღაც განსაკუთრებულობად ითვლებოდა, მაგრამ დღევანდელ დღეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავს მისი ფლობის უფლება მისცეს.

ბაღის ზღაპრული ცხოვრება

თანამედროვე ბაღის სანათი მზის ელემენტებზე ბიუჯეტური, გამოსაყენებლად მარტივი ნივთია, რომელიც შესაძლებელია იყოს ორიგინალური ფორმის და მიმზიდველი დიზაინის.

დღის მონაკვეთში ის როგორც წესი „ისვენებს“ და აგროვებს სამუშაოდ საჭირო ენერგიას. დაბნელებასთან ერთად სანათი ინთება და ანიჭებს გარემოს განუმეორებელ შუქს. ის ირთვება ავტომატურად, რადგან შეუძლია განათების დონეზე რეაგირება შიდა სენსორის მეშვეობით.

ბაღის სანათების სახეობები - როგორ ავარჩიოთ

იმისთვის, რომ ავირჩიოთ ჩვენთვის საჭირო ბაღის სანათი, აუცილებელია ვერკვეოდეთ მათ განსაკუთრებულობაში. ლანდაშაფტის დიზაინერები მათ რამდენიმე სახეობას გამოყოფენ:

  • ბალახის. სარგებლობს დიდი პოპულარობით აგარაკის მფლობელებს შორის. ის არ გამოირჩევა დიდი ზომებით და ალბათ სწორედ ამიტომ წარმოადგენს განსაკუთრებულ სამკაულს თქვენი ბაღის მინდვირსა და ბილიკისთვის. ქმნის საუკეთესო კომპოზიციას ბუჩქებთან და ხეებთან ერთად. ისინი გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით. მაგალითად უპრობლემოდ შეგიძლიათ შეიძინოთ ფანარი, რომელსაც აქვს ცხოველის ან ადამიანის ფიგურა.
  • პარკის სანათები. ეს საკმაოდ გაბარიტული მოწყობილობაა, რომელსაც ბაღის განათების ფუნქცია აქვს. როგორც წესი, ის მაღალ ბოძზე მაგრდება. როგორც წესი, ფოლადისგან კეთდება, პლაფონები კი დამატებითი დეკორის ფუნქციას ასრულებს.
  • კედლის. ეს არის ავტონომიური სანათი, რომელზეც ამჟამად საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. მათ როგორც წესი ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ზედაპირზე ამაგრებენ. საყრდენად იყენებენ სახლის კედელს, მოაჯირს ან ღობეს.

ერთადერთი სირთულე, რაც ამ სახის სანათების გამოყენებას ახლავს თან, მისი დატენვის ხანგრძლივობაა, რადგან, როგორც წესი მათ ხშირად ათავსებენ ისეთ ადგილებში, სადაც ძნელად მისაწვდომია მზის პირდაპირი სხივები.

გამოყენების წესები

განათების თანამედროვე საშუალებები ფართო შესაძლებლობებს ქმნიან ბაღში რომანტიული ატმოსფეროს შესაქმნელად. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მფლობელის ფანტაზიაზე ბევრია დამოკიდებული. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ფანარი იდეალური სამკაულია თქვენი ბაღის სხვადასხვა ადგილის გასალამაზებლად. მათი სწორი გამოყენება - უსაფთხოების დამატებითი გარანტიაა. შუქზე ხომ კარგად ჩანს რელიეფის უსწორმასწორობა და ნაფეხურები.

თუ სურვილი გექნებათ, მისი სრულყოფაც შეგიძლიათ. თუ სანათს სპეციალურ სენსორს დაუმატებთ, შესაძლებელია ის იმ შემთხვევაში ჩაირთოს, თუ ადამიანი მიუახლოვდება.

თანამედროვე ბაღის სანათების უპირატესობები და ნაკლოვანებები

ბაღის სანათის არჩევა არც ისე მარტივია. იმისთვის, რომ ადვილად შევძლოთ ჩვენთვის საჭირო ფანარის არჩევა კარგად უნდა ვერკვეოდეთ მის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებში.

სანათის უპრიატესობებს შორის შეგვიძლია ჩამოვთვალოთ შემდეგი:

  • მომხიბვლელი დიზაინი
  • ეკონომიურობა
  • უსაფრთხოება
  • პრაქტიკულობა და გამძლეობა
  • ხელმისაწვდომობა.

ნაკლოვანებებში კი დავასახელებთ შემდეგს:

  • ის არ რემონტრდება.
  • ცუდ ამინდში აქვს ცუდი განათება.
  • მისი დამონტაჟება მხოლოდ იქ შეგიძლიათ, სადაც მზის სხივი ხვდება.
  • ელექტროდენთან შედარებით სუსტი განათება აქვს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, მიუხედავად გარკვეული ნაკლოვანებებისა ბაღის სანათები ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს, რადგან სხვა მოწყობილობა, რომელიც ბაღში ასეთ რომანტიულ გარემოს შეგვიქმნის, დღეს დღეობით არ არსებობს.