(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ტოსტერი?

თუ თქვენ გიყვართ გახუხული პური ან დილას არასდროს გაქვთ დრო საუზმის მოსამზადებლად, მაშინ აუცილებლად უნდა შეიძინოთ ტოსტერი, რომელიც დაგეხმარებათ გემრიელად დაიწყოთ მორიგი დატვირთული დღე. ტოსტერი უნდა აარჩიოთ იმის მიხედვით, თუ რამდენი პურის გახუხვა გსურთ, თქვენი არჩევანის შესაბამისი იქნება მოწყობილობის ზომა და სიმძლავრეც. ტოსტერები არსებობს რამდენიმე სახის, ზოგიერთს პარალელურად ედება მხოლოდ ორი ნაჭერი პური, ზოგი მოდელის ტოსტერი კი არის განყოფილების გარეშე, სადაც ოთხ ნაჭერ პურს ერთდროულად მოამზადებთ. ამ სახის ტოსტერები გრძელი და ვიწრო ფორმისაა.

ტოსტერის შეძენის დროს უნდა ჩამოყალიბდეთ რამდენსულიანი ოჯახი გყავთ და რა ტევადობისა და ზომის ტოსტერი გჭირდებათ. თუ დიდი ოჯახი გყავთ, უკეთესია შეიძინოთ უფრო თავსებადი მოდელი.

ტოსტერებს გააჩნია ერთი ან ორი განყოფილება ტოსტის მოსათავსებლად, რომელიც განთავსებულია ერთმანეთის გვერდით, ან პარალელურად და გათვალისწინებულია 2 ან 4 ტოსტისთვის.

თითო განყოფილებაში თავსდება 1 ან 2 ტოსტი, თუმცა ეს ხელს არანაირად არ გიშლით იმაში, რომ სურვილის შემთხვევაში შეწვათ მხოლოდ 1, ან 3 პურის ნაჭერი.

სიმძლავრე
ტოსტერების სიმძლავრე 600-1600 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო მეტია სიმძლავრე, მით მეტი ელექტრო ენერგია იხარჯება, თუმცა უფრო მალე მზადდება ტოსტი. ტოსტერის თერმოსტატი, რომელიც არეგულირებს პურის ნაჭრების გახუხვის დონეს, ერთ-ერთი აუცილებელი რამაა.

მომხმარებლებისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ანუ მუშაობის გაჩერების ფუნქცია - შეგვიძლია გავაჩეროთ გახუხვის პროცესი ნებისმიერ დროს. საშუალო სიმძლავრედ ტოსტერებში ითვლება 1000 ვატი.

თერმოსტატი
თერმოსტატის ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის არჩევა, რომელიც ტოსტის უფრო მეტად ან ნაკლებად შეწვას უზრუნველყოფს.

ძირითადად ტოსტერებს ტემპერატურის რეგულირების 6 ან 7 პოზიცია გააჩნია.

გაჩერება-გამორთვის ღილაკი
ნებისმიერ ხარისხიან ტოსტერს უნდა გააჩნდეს ტოსტის ამოსაგდები ღილაკი, რომელზე ხელის დაჭერითაც ტოსტერი გამოირთვება, შედეგად დამჭერი მექანიზმი მოიშვებს და ტოსტი ავტომატურად ამოვარდება.

ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა გამორთოთ ხელსაწყო და ამოიღოთ ტოსტი ნებისმიერ მომენტში ისე, რომ არ დაელოდოთ როდის გავა თქვენს მიერ დასაწყისში მიცემული პროგრამის მუშაობის დრო.

ბადე ფუნთუშების გასათბობად
ბადე, რომელიც მაგრდება სექციების თავზე, ძალიან მოსახერხებელია ფუნთუშების გასათბობად.

მოსახსნელი ქვესადგამი
კორპუსის პურის ნამცეცებისგან გასაწმენდად მოსახერხებელია მოსახსნელი ქვესადგამი. ტოსტერის ზოგიერთ მოდელს ფსკერზე გააჩნია სპეციალური ნასვრეტები, საიდანაც ნამცეცები იყრება პირდაპირ მაგიდაზე.

გალღობა
იმ შემთხვევაში თუ პურს ინახავთ საყინულეში გალღობის ფუნქცია ნამდვილად სასურველი იქნება თქვენი ტოსტერისთვის.

მასალა
ძირითადად ტოსტერის კორპუსის მასალა, რისგანაც იგი მზადდება არის პლასტმასი ან უჟანგავი ფოლადი.

უსაფრთხოების წესები

  • არ ჩართოთ ტოსტერი საგნების მახლობლად, რომლებიც ადვილადაალებადია.
  • არ დაახუროთ თავი ტოსტერს ჩართულ მდგომარეობაში.
  • გაწმენდის წინ აუცილებლად გამორთეთ ხელსაწყო და დაელოდეთ სანამ გაცივდება.
  • არ შეწვათ პროდუქტი, რომელიც დაფარულია მცენარეული ზეთით, კარაქით, ცხიმით.
  • მოხმარების შემდეგ გამორთეთ ელექტრო ქსელიდან.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ტოსტერი Deals.ge-ზე!