(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ინოვაციური აეროგრილი BREVA BO-H11, ექსკლუზიურად, ქართული უგემრიელესი რეცეპტების წიგნით, ქართული DVD დისკით და 2 წლიანი გარანტიით!

ინოვაციური აეროგრილი BREVA BO-H11, ექსკლუზიურად, ქართული უგემრიელესი რეცეპტების წიგნით, ქართული DVD დისკით და 2 წლიანი გარანტიით! ინოვაციური აეროგრილი BREVA BO-H11, ექსკლუზიურად, ქართული უგემრიელესი რეცეპტების წიგნით, ქართული DVD დისკით და 2 წლიანი გარანტიით!
4.5 out of 5 based on 301 user ratings.
გაყიდვაშია

140 c / 109 c
თვეში 6.96 ლარი
პირობები

გაზიარება:
მსგავსი პროდუქცია
აღწერა

ექსკლუზიურად Deals.ge-ზე! ევროპული ბრენდის Breva-ს ინოვაციური აეროგრილი 2 წლიანი გარანტიით და მიწოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით! აეროგრილში შესაძლებელია მომზადდეს როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ასევე ევროპული კერძებიც.
საჩუქრად ქართული რეცეპტების წიგნი და DVD დისკი!

 

Breva-ს აეროგრილს საჩუქრად მოყვება რეცეპტების წიგნი და DVD დისკი ქართულ ენაზე. წიგნში არის 13 კერძის რეცეპტი, ხოლო DVD დისკზე 4 ვიდეო რეცეპტი ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად, რომელიც დაგეხმარებათ მოამზადოთ უგემრიელესი კერძები მთელი ოჯახისთვის.
მრავალფუნქციურობა
Breva-ს აეროგრილი გამოირჩევა მრვალაფუნქციურობით. მისი დახმარებით შესაძლებელია მოამზადოთ როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ასევე ევროპული კერძებიც. BREVA BO-H11-ით თქვენ მოამზადებთ უგემრიელეს შემწვარ ქათამს, სტეიკს, თევზს, მწვადს, ჩანახს, რატატუის, გამოაცხობთ კექს, პიცას და კიდევ ბევრ სხვა კერძს. აეროგრილის დამატებითი ფუნქციებია - პროდუქტის გალღობა, გამოშრობა, სტერილიზაცია.
ჯანსაღი საკვები
აეროგრილში საკვები მზადდება ზეთის დამატების გარეშე. აეროგრილში მომზადებულ საკვებში ნაკლებია ცხიმის, ქოლესტერინის, კანცეროგენისა და სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებების შემცველობა. მოწყობილობაში საკვები თანაბრად მზადდება და ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.
საკვების სწრაფი მომზადება
Breva-ს აეროგრილში საკვების მომზადება ბევრად მარტივი, მოსახერხებელი და სწრაფია. უბრალოდ აირჩიეთ მომზადების დრო, ტემპერატურის რეჟიმი და დაიწყეთ საყვარელი კერძის მომზადება. აეროგრილში საკვების მომზადებას 3 -ჯერ უფრო ნაკლები დრო სჭირდება, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას.
აქსესუარები
აეროგრილს კომპლექტაციაში უამრავი აქსესუარი მოყვება, რაც სხვადასხვა კერძის მომზადებაში დაგეხმარებათ. ამასთან, აეროგრილს კომპლექტაციაში ახლავს გამაფართოებელი რგოლი, რომლის დახმარებით, თქვენ აეროგრილის მოცულობის გაზრდა შეგიძლიათ დიდი რაოდენობის საკვების მოსამზადებლად.
მოხმარების სიმარტივე
აეროგრილს აქვს თვითწმენდის რეჟიმი Thaw Wash. ჩაასხით აეროგრილში ცოტაოდენი წყალი, სარეცხი საშუალება და ჩართეთ თვითწმენდის რეჟიმზე.
2 წლიანი გარანტია
პროდუქტზე ვრცელდება მწარმოებლის 2 წლიანი ოფიციალური გარანტია. საგარანტიო ტალონი გადმოგეცემათ Breva-ს აეროგრილთან ერთად.
BREVA BO-H11-ის ტექნიკური მახასიათებლები:
● მოცულობა: 20 ლიტრი
● სიმძლავრე: 1400 ვატია
● სამუშაო ძაბვა: 220 ვოლტი
● სიხშირე: 50 ჰერცი
● თერმოსტატი: 60-250 ˚C
● ტაიმერი: 0-60 წუთი
● გამაცხელებელი ელემენტის ტიპი: ჰალოგენური
● ფუნქციები: გამოცხობა, შეწვა, გრილი, ტოსტი, ბარბექიუ,
● გალღობა, გამოშრობა, სტერილიზაცია
● წონა: 6.5 კგ
● წონა შეფუთვაში: 8 კგ ფერი: თეთრი
კომპლექტაცია:
● მინის კონტეინერი
● შესაწვავი ლანგარი
● ნასვრეტებიანი მეტალის ლანგარი
● გისოსებიანი მაღალი სადგამი
● გისოსებიანი დაბალი სადგამი
● მეტალის სალტე
● ამოსაღები მაშა
● თავსახურის დამჭერი გამოყენების ინსტრუქცია
საჩუქრები!
DVD დისკი ცნობილ ქართველ შეფ-მზარეულთან ერთად: (4 ვიდეო)
● რატატუი (ბოსტნეული)
● ქათამი
● სტეიკი
● კალმახი
რეცეპტების წიგნი ქართულად: (13 კერძის რეცეპტი)
● რატატუი (ბოსტნეული)
● ქათამი
● ღორის სტეიკი
● კალმახი
● რატატუი
● ჩანახი (ხბო)
● ქათმის მკერდი
● ქათმის ფრთები ცხარე სოუსით
● ქათმის ბარკლები (სულგუნის შიგთავსით)
● ქათამი თაფლით
● ქამა სოკო სულგუნით
● ღორის სტეიკი ბადრიჯნით
● ორაგული ალუმინის ფირფიტაში კალმახი თეთრი ღვინით

 

* მწარმოებელი იტოვებს უფლებას გაფრთხილების გარეშე შეიტანოს ცვლილებები პროდუქტის მახასიათებლებში, ფერში, კომპლექტაციასა და დიზაინში. მწარმოებლის მიერ შეტანილ ცვლიბებებზე მაღაზია პასუხისმგებლობას არ იღებს.

კომენტარები
გენადი 16 ოქტომბერი 2017

რა ღირს გორში ჩამოტანა

Deals.ge 17 ოქტომბერი 2017

გორში მიწოდება 7 ლარი ეღირება.

გენადი 16 ოქტომბერი 2017

რა ღირს აეროგრილი რომელსაც ორთქლის სახარში ქვაბი მოყვება

Deals.ge 17 ოქტომბერი 2017

გენადი სწორედ ასეთი აეროგრილის გვერდზე ბრძანდებით და 109 ლარი ღირს.

გენადი 16 ოქტომბერი 2017

გამარჯობათ,მაინტერესებს რა ღირს აეროგრილი რომელსაც აქვს ყველა ფუნქცია მაგალითად ორთქლით შეწვა და ასე შემდეგ.

Deals.ge 17 ოქტომბერი 2017

მოგესალმებით. ამ აეროგრილს ყველა ფუნქცია აქვს. შეგიძლიათ იხილოთ დახასიათებაში და 109 ლარი ღირს ფასდაკლებით.

ლალა 01 ოქტომბერი 2017

გამარჯობათ! მაინტერესებს თუ შეიძლება მარტო გრილის ჯამის გამოწერეა? გაიბზარა და მინდა, რომ შევცვალო !

Deals.ge 02 ოქტომბერი 2017

მოგესალმებით ლალა, სამწუხაროდ ტექნიკის ცალკეული ნაწილები არ გვაქვს.

ნათია 20 აგვისტო 2017

გამარჯობათ, მაინტერესებს ეს აეროგრილი შავი ფერის თუ გაქვთ?

Deals.ge 21 აგვისტო 2017

მოგესალმებით. მხოლოდ თეთრი გვაქვს.

მაია ტურაშვილი 05 აგვისტო 2017

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ საუკეთესო მომსახურებისათვის.გრილიც ძალიან კარგია.მადლობა და წარმატებებს გისურვებთ. კითხვა მაქვს.შეწვის დროს გრილში ცოთა წყალი უნდა ჩავასხა თუ არა?და გაშრობა სტერელიზაცია როგორ ხდება?

Deals.ge 07 აგვისტო 2017

მაია მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ ასეთი თბილი სიტყვებისა და დადებითი შეფასებისთვის. გთხოვთ, დეტალური კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 422 333.

ქეთინო 30 ივლისი 2017

გამარჯობათ! ბათუმში რა ღირს ნივთის მიწოდება ? ამ აეროგრილში საჭმლის გაცხელება შესაძლებელია ?

Deals.ge 31 ივლისი 2017

მოგესალმებით. დიახ, შესაძლებელია. ბათუმში მიწოდების ღირებულება იქნება 10 ლარი.

თინა 17 ივლისი 2017

გამარჯობათ გრილის ქვაბი გამიტყდა და თქვენთან თუ არის შესაძლებელი მისი შეძენა

Deals.ge 17 ივლისი 2017

მოგესალმებით. სამწუხაროდ, ცალკე აქსესუარებს არ ვყიდით.

დიანა 13 ივნისი 2017

გამარჯობათ.დღეს უკვე გავაგზავნე ხელშეკრულებები და დამტკიცრბული ნივთი მითითებულ მისამართზე როდის მივა? ხელშეკრულების ნიმერია:14122100.

Deals.ge 13 ივნისი 2017

გამარჯობა. დარეკეთ ცხელ ხაზზე და ზუსტად გეტყვიან ( 995 32) 2 422 333, 599 433 226

დიანა 12 ივნისი 2017

გამარჯობათ. როგორც ვიცი,თბილისის მისამართზე ნივთის მიტანა უფასოა ხო? ოჯახის წევრთან დროზე (საათის) შეთანხმება ხომ შესაძლებელია,რომ ბინა არ დახვდეს დაკეტილი? მადლობა.

Deals.ge 12 ივნისი 2017

გამარჯობა, დიახ, თბილისის მასშტაბით მიწოდება არის უფასო. ოპერატორს შეუთანხმდით თქვენთვის სასურველ მიწოდების დროზე.


მომსახურებები
მიწოდება

თბილისში

  • უფასო შეკვეთის დღეს (12სთ-მდე მიღებული შეკვეთებისთვის). მიწოდება 16:00-22:00 პერიოდში

საქართველოს მასშტაბით

  • 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში 6 ლარიდან (მსხვილი ან წვრილი ტექნიკის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში. გთხოვთ, ფასი წინასწარ დააზუსტოთ ოპერატორთან)

დეტალურად მიწოდების შესახებ

 

 
ჩვენ შესახებ

ინტერნეტ მაღაზია Deals.ge

აკაკი წერეთლის 116, "დიდუბე პლაზა", ოფისი 202
2 422 333; 599 433 226
ორშ-პარ: 10-19 / შაბ: 11-17
Facebook