(+995 32) 2 422 333, 599 433 226
სამუშაო გრაფიკი: 10.00-19.00, შბ.- 10.00-17.00, კვ.- დასვენება
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

საგარანტიო პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცანით საგარანტიო პირობებს!

ჩვენს ინტერნეტ მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე ვრცელდება მომწოდებლის ოფიციალური გარანტია. საგარანტიო მომსახურების მისაღებად აუცილებელია ქვემოთ მოცემული პირობები სრულად იყოს დაცული.

  • საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის გაყიდვის დღიდან.
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს საგარანტიო ტალონი.
  • საგარანტიო ტალონის დაკარგის ან დაზიანების შემთხვევაში, ნივთი არ ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას.
  • ნივთის შეძენიდან 48 საათის  განმავლობაში(მომწოდებლის მიხედვით), ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას.
  • პროდუქტი ექვემდებარება შეკეთებას თუ მომწოდებლის მიერ მოცემული საგარანტიო პირობის თანახმად ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში ნივთის გაცვლაზე აღემატება მოცემულ დროს.
  • საგარანტიო მოწყობილობა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს სრული შეფუთვით, კომპლექტაციით და მექანიკური დაზიანების გარეშე.
  • წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელმა ნივთი საგარანტიო ტალონთან ერთად უნდა წარადგინოს მაღაზიაში. მის: ა. წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", ოფისი 202.

ნივთზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა.
  • დაზიანებულია ნივთი მომხმარებლის დაუდევრობით
  • არ არის დაცული პროდუქტის ექსპლუატაციის წესები.
  • დაზიანებულია პროდუქტის ვიზუალური მხარე.
  • პროდუქის კომპლექტაცია არ არის წარმოდგენილი სრულყოფილად.
  • მოწყობილობა არ გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შესაბამისად.
  • დარღვეულია მოხმარების/მონტაჟის წესები და არ შეესაბამება ინსტრუქციით გათვალისწინებულ ექსპლუატაციის პირობებს.
  • დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით.
  • სამონტაჟო ან სარემონტო სამუშაოები შესრულებულია სხვა სერვისცენტრის ან კერძო პირის მიერ.
  • ნივთი დაზიანდა მომხმარებლის მიერ ტრანსპორტირებისას.
  • ნივთი დაზიანდა კომერციული დანიშნულებით გამოყენებისას.
  • საგარანიო ტალონისა და მოწყობილობის სერიული ნომრები წაშლილია, გადაკეთებულია ან არ ემთხვევა ერთმანეთს.
  • საგარანტიოში არ შედის ასევე ნივთის პროგრამული უზრუნველყოფა.

ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნების პირობები:

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას,(ნივთის შეკეთების დრო დამოკიდებულია უშუალოდ სერვის ცენტრზე) ხოლო თუ მისი შეკეთებით ვერ მოხერხდა მოწყობილობის დაზიანების აღმოფხვრა, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ნივთის სხვა ნივთით შეცვლა, Deals.ge ვალდებულია გააუქმოს შეკვეთა და შეკვეთაში გადახდილი თანხა დაუბრუნოს მომხმარებელს.
  • ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა.